აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი

აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი (ფრანგ. Logone Oriental, არაბ. منطقة لوقون الشرقي) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი დობა. ფართობი — 24 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 796 453 ადამიანს.[1][2][3][4]

რეგიონი
აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი
ფრანგ. Logone Oriental
არაბ. منطقة لوقون الشرقي
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Doba
შიდა დაყოფა Kouh-Ouest, Kouh-Est, La Nya Department, La Nya Pendé, La Pendé და Monts de Lam Department
კოორდინატები 8°39′00″ ჩ. გ. 16°51′00″ ა. გ. / 8.65000° ჩ. გ. 16.85000° ა. გ. / 8.65000; 16.85000
ფართობი 24 000 კმ²
მოსახლეობა 796 453 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 33,19 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

რედაქტირება

აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი მდებარეობს ჩადის უკიდურეს სამხრეთში. თავისი დასახელება რეგიონმა მიიღო მდინარე ლოგონის გამო. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება დასავლეთი ლოგონის და ტანჯილეს რეგიონები, აღმოსავლეთით მანდულის რეგიონი. დასავლეთით რეგიონზე გადის ჩადის სახელმწიფო საზღვარი კამერუნთან, ხოლო სამხრეთით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან. ტერიტორიულად რეგიონი შეესაბამება ადრინდელ აღმოსავლეთი ლოგონის პრეფექტურის საზღვრებს.

მოსახლეობა

რედაქტირება

აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონში ძირითადად ცხოვრობს სარას ეთნიკური ჯგუფი (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 50 %). რეგიონში ასევე ცხოვრობენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები: მბუმი, გორი, ნგულა.

რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა — ქრისტიანები და აფრიკული ტრადიციული რელიგიების მიმდევრები არიან.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი იყოფა 6 დეპარტამენტად — აღმოსავლეთი კოუ (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), დასავლეთი კოუ (3 ქვეპრეფექტურისაგან), მონტ-დე-ლამი (5 ქვეპრეფექტურისაგან), ნია (5 ქვეპრეფექტურისაგან), ნია-პენდე (4 ქვეპრეფექტურისაგან) და პენდე (3 ქვეპრეფექტურისაგან).

ეკონომიკა

რედაქტირება

აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონის ეკონომიკის მთავარი დარგებია ნავთობის მოპოვება და ბამბის მოყვანა.