დასავლეთი ლოგონის რეგიონი
დასავლეთი ლოგონის რეგიონი (ფრანგ. Logone Occidental, არაბ. منطقة لوقون الغربي) — ჩადის რეგიონი. თავისი სახელწოდება რეგიონმა მიიღო მდინარე ლოგონის გამო. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მუნდუ. ფართობი — 9000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 683 293 ადამიანს.[1][2][3][4]
რეგიონი | |
---|---|
დასავლეთი ლოგონის რეგიონი ფრანგ. Logone Occidental არაბ. منطقة لوقون الغربي | |
ქვეყანა | ჩადი |
ადმ. ცენტრი | მუნდუ |
შიდა დაყოფა | Dodjé, Guéni, Lac Wey Department და Ngourkosso |
კოორდინატები | 8°34′00″ ჩ. გ. 16°05′00″ ა. გ. / 8.56667° ჩ. გ. 16.08333° ა. გ. |
ფართობი | 9000 კმ² |
მოსახლეობა | 683 293 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 75,92 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
გეოგრაფია
რედაქტირებადასავლეთი ლოგონის რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ ნაწილში. ტერიტორიულად შეესაბამება ყოფილ დასავლეთი ლოგონის პრეფექტურას. დასავლეთით მას ესაზღვრება დასავლეთი მაიო-კების რეგიონი, ჩრდილოეთით ტანჯილეს რეგიონი, აღმოსავლეთით და სამხრეთით აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი.
ბუნებრივ-კლიმატური თვალსაზრისით დასავლეთი ლოგონის რეგიონი მდებარეობს სავანის ზონაში.
მოსახლეობა
რედაქტირებადასავლეთი ლოგონის რეგიონის მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მიეკუთვნება სარას ეთნიკურ ჯგუფს.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით დასავლეთი ლოგონის რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად — დოჯე (შედგება 4 ქვეპრეფექტურისაგან), გვენი (4 ქვეპრეფექტურისაგან), ლაკ-უეი (7 ქვეპრეფექტურისაგან) და ნგურკოსო (6 ქვეპრეფექტურისაგან).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)