მუნდუ (ფრანგ. Moundou, არაბ. ماوندو) — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ჩადის მეორე ქალაქი, დასავლეთი ლოგონის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2009 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 137 251 ადამიანს.[1]

ქალაქი
მუნდუ
ფრანგ. Moundou
არაბ. ماوندو
ფაილი:Circle in Moundou.jpg
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
რეგიონი დასავლეთი ლოგონი
კოორდინატები 8°34′00″ ჩ. გ. 16°05′00″ ა. გ. / 8.56667° ჩ. გ. 16.08333° ა. გ. / 8.56667; 16.08333
დაარსდა 8 ნოემბერი, 1923
ცენტრის სიმაღლე 413
მოსახლეობა 137 251 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+1
მუნდუ — ჩადი
მუნდუ
საგზაო ნიშანი მუნდუს შესასვლელში

ქალაქი მდებარეობს მდინარე ლოგონის ნაპირზე, დაახლოებით 480 კმ-ით სამხრეთით ჩადის დედაქალაქ ნჯამენიდან, ზღვის დონიდან 413 მეტრ სიმაღლეზე[2]. ნგამბაის ხალხის ძირითადი ქალაქი. დღეისათვის მუნდუ სამრეწველო ქალაქია, სადაც განვითარებულია ლუდის წარმოება, ბამბის გადამუშავება და ნავთობის ინდუსტრია. მოქმედებს აეროპორტი ასფალტირებული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით.

მუნდუ მდებარეობს სამხრეთ ჩადის ერთ-ერთ მთავარ ავტომაგისტრალზე. ტრასა მიემართება ლერედან კამერუნის სახელმწიფო საზღვარზე, დასახლებული პუნქტების — პალას, კელოს, მუნდუს, დობას, კუმრას და სარჰის გავლით.

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება
  1. მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
  2. Moundou, Chad Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2013-12-28.