აფრიკული მითოლოგია

აფრიკული მითოლოგიამითოლოგია, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ კაცობრიობის მილიონზე მეტწლიან ისტორიას. შესაძლოა არ იყოს კავშირი იმ უძველეს და დღევანდელ დღეებს შორის, მაგრამ უეჭველია ზოგიერთიიმ ხალხის ხანგრძლივი ისტორია, ვინც ახლა ცხოვრობს ამ კონტინენტზე. მაშინ, როდესაც ჩრდილოეთი აფრიკა, ხმელთაშუა და წითელი ზღვის სანაპირო ზოლები სავაჭრო კავშირში იყვნენ სამხრეთ ევროპასასა და დასავლეთ აზიასთან 4000 წლის წინათ, აფრიკის სამხრეთი ნაწილი ჩამოშორებული იყო დასავლური სამყაროსგან, ვიდრე ევროპული ინტერესი მოიყვანდა აქ მეზღვაურებსა და ვაჭრებს, და ასევე ახალმოსახლეებს XV საუკუნეში.

კონგოს ხალხის მასკები.

ხოი-სანის ხალხი აფრიკის სამხრეთიდან და პიგმეები ცენტრალური აფრიკის დიდი ტყეებიდან წარმოადგენდნენ კაცობრიობის უძველეს მოდგმას, რომლებიც, შესაძლოა, ერთ დროს უფრო ფართოდ ყოფილიყვნენ გავრცელებული კონტინენტზე. სხვადასხვაგვარი ფიზიკური აღნაგობისა და ტანმაღალი ნეგროიდული რასის შემდგომი მიგრაცია სამხრეთსა და აღმოსავლეთში უკანასკნელი ორი ათასწლეულის მანძლზე სხვადასხვა დროს მოხდა. მათ დაიკავეს ცარიელი მიწები და შევიდნენ დასახლებულ ტერიტორიაზე.

ზეპირი ტრადიციები

რედაქტირება

აფრიკაში არ არსებობდა დამწერლობა, სანამ ისლამი გავრცელდებოდა დასავლეთის მიმართულებით, ხმელთაშუა ზღვის დაბლობების გაყოლებაზე. VIII-IX საუკუნეებში, ხოლო სამხრეთით - XII საუკუნეში საჰარის უდაბნოს გავლით დასავლეთ აფრიკის და საჰელის გადაღმა. დამწერლობა ევროპიდან შემოვიდა ქრისტიან მისიონერებთან, ვაჭრებთან და სავაჭრო კომპანიებთან ერთად XV-XVI საუკუნეებში, დასავლეთ ნაპირების შემოვლით, საბოლოოდ შუაგულ აფრიკამდე მიაღწია. დამწერლობა მცირედით შეეხო მოსახლეობის ძირითად ნაწილს, სადაც ზეპირმეტყვრლების ტრადიცია დიდი ხნის მანძილზე არსებობდა. დამწერლობამ და ყურანისა და ბიბლიის ცოდნამ დიდი გავლენა იქონია სოციალურ წყობაზე, რადგანაც ისინი დაკავშრებუილ იყო გარე ძალების ზეგავლენასთან და გამორჩეული ინდივიდუუმებისა და ჯგუფების აღზევებასთან. ზეპირმეტყველების მოქნილი კულტურა XX საუკუნემდე მაინც შემორჩა, თუმცა მისი მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა ტექნოლოგიურად განვითარებულ მსოფლიოში. აქ შესწავლილი ამბები აფრიკული საზოგადოების ფართო ასპექტს მოიცავს: ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, სანაპირო ზოლზე და კუნძულებზე მცხოვრები ხალხით დაწყებული, აფრიკის შუაგულში, სავანაში მთებსა და ტყეებში მცხოვრები ხახით დამთავრებული. ეს ამბები ეფუძნება განხსხვავებულ მეურნეობებს, მრავალი მათგანი სუმბოლურად დაკავშირებულია მეცხოველეობასთან, სოფლის მეურნეობასთან, თევზაობასთან, ლითონზე მუშაობასთან და სხვა ცხოვრებუსეულ საქმიანობებთან. ზოგი საკრალურია, ზოგიც საერო, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ყველასთვის -როგორც მთხრობელის, ისე მსმენელისთვის - ისტორიის, თვად ხალხის წარმომავლობის და სამყაროს შექმნაზე მათი წარმოდგენის სუთხით.

აფრიკულ თხზულებებს სამყაროს შექმნის შესახებ გარკვეული მსგავსება აქვს დასავლური დამწერლობამდელი კულტურის შეხედულებასთან „შესაქმის ამბავზე“. უმაღლესი არსების რწმენა მრავალ აფრიკულ ტრადიციაში ვლინდება. ასევე არსებობს უამრავი ნაკლებად მნიშვნელოვანი ღმერთი, ქალღმერთი და სული, რომიბიც უმაღლეს არსებასა და ადამიანს შორის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენენ მთელი მათი სიცოცხლის მანძილზე.

ზოგიერთ ამ თქმულებაში ჩაქსოვილია კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის წარმომავლობის ისტორია - ამბავი წინაპრების შესახებ. ასეთი ისტორიები წარმოადგენს მითლოგიის მთავარ ნაწილს და აკავშირებს დღევანდელობას ხალხისა და მათი სამყაროს წარმომავლობასთან. ქრისტიანობა და ისლამი აფრიკის რელიგიის ისტორიაშ ახალი გამოჩენილია. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკმაოდ ძლიერი გავლენა მოახდინეს აფრიკელ ხალხზე, მაინც აღინიშნება ამ რელიგიების მიმართ ძლიერი წინააღმდეგობა მითლოგიებსა და ზოგიერთი ძველ ტრადიციაში.

მითების მნიშვნელობა

რედაქტირება

მითური ამბები თავებადაა დაყოფილი, მაგრამ ეს დაყოფა ხელოვნურია და შესაძლოა ორ სხვადასხვა თავში მოყვანილი ამბები ერთმანეთს კვეთდეს. აფრიკელი ხალხის მითლოგია დროის ძალიან დიდ პერიოდშ განვითარდა და ამ ცვალებად სამყაროში შეინარჩუნა ერთგვარი თანმიმდევრობა. მითები შესაქმისა და ადამიანთა წარმომავლობაზე გვიმჟღავნებს ისტორიულ, თვით უძველეს წარმოდგენას, თუ საიდან წამოვიდნენ ადამიანები, და როგორ აღიქმებოდა მათი სამყარო ადრეულ დროში. მითები, რომლები ცხოველებს ეხება, ხშირად ადამიანებზეა, მათ შეცდომებზე, უარყოფით თვისებებზე, სიძლიერესა და ხასიათის სუსტ მხარეებზე

გმირული ისტორიები, რომლებიც ადამიანების შესახებ იყო მოთხრობილი, ხალხის წარმოსახვას იპყრობდა და ჩვეულებრივ მოკვდავების როლს მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. მითები მარჯვე ადამიანების შესახებ ეხება დღევანდელ ადამიანებსაც, რომლებიც ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას და სხვადასხვა ხრიკებს მიმართავდნენ ხელისუფლებასთან ურთიერთობასთან ურთიერთობისას. ზოგიერთი ეს მითი ეხება ყველა დროის ადამიანებს,. დღესაც ისევე, როგორც წინათ, აფრიკელი ხალხების მითლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციისთვის. ამასთანავე მათ აქვთ გასართობი ფუნქციაც, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ დროს, როდესაც არ არსებობდა მასმედია, მაგრამ რომელიც დღესაც მნიშვნელოვანია კონტინენტის ზოგიერთ მხარეში. . აფრიკის ზოგიერთ ნაწილში შესაქმის მითების მნიშვნელობა იზღუდება სწავლების დასავლური მეთოდების მიერ, რომლებიც რაციონალური აზროვნების განვითარებაზე აკეთებენ აქცენტს. ოჯახებსა და სოფლებში მითებს, ძირითადად ასაკოვანი ხალხი ყვებოდა, რაც მათ განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა ახალგაზრდა თაობის აღზრდის საკითხში. ამ ცვალლებად სამყაროში ეს ტრადიცია ყოველთვის არ არის შენარჩუნებული.

ნიშნები, ცოდნა და შექმნა

რედაქტირება

დასავლეთ აფრიკის ვრცელი რეგიონის ისტორიას ბამბარას, მალინკეს, დიალას და კასონკეს ენობრივ ჯგუფებში თხრობის ზეპირსიტყვიერი ტრადიცია აქვს და ამ მოსახლეობის ზეპირსიტყვიერებაშ გვხვდება, რომელიც ამჟამად სენეგალის ატლანტის ოკეანის სანაპიროდან და ჩრდილოეთ ნიგერიის უდაბნოებიდან იმ ქვეყნებამდეა გადაჭიმული, რომლებიც გვინეის ყურეში მდებარეობს. ეს მითლოგია ქმნის საერთო ჯაჭვს და მოგვითხრობს მანდეს ტომის თავდაპირველ სამშობლოზე, რომელიც რომელიც მდინარე ნიგერის ზედა ნაწილზე მდებარეობდამ და მათთან დაკავშრებულ იმ 30 ოჯაზე რომლებმაც XII საუკუნეში მანამდე დატოვეს და მალის იმპერია დააარსეს. შემდგომ ისინი ინტერვალებიტ დაუბრუნდნენ მათ მშობლიურ მიწას, თავიანთი გენეალოგია ჩაწერეს და გარკვეულ რიტუალებს ასრულებდნენ. დოგონები ცხოვრობდნენ და დღესაც სახლობენ ბანდიაგარის მთებში და ტრადიციულ რელიგიასა და მითოლოგიას ინარჩუნებენ. ჩამოშრებულნი თანამედროვე გავლენას, თავიანთ მთის სახლებში მცხოვრები დოგონები იყენებენ კომუნიკაციის ნიშნების სისტემას, რომელიც სათავეს იღბს მათი უძველესი ისტორიიდან, ერთმანეთშ აერთიანებენ შესაქმის გაგებასა და მასთან ერთად ცოდნას.

დღისა და ღამის შექმნა, ღამურას მითი

რედაქტირება

უამრავი მითი მოგვითხრობს ღამის შექმნაზე. ერთ ერთი, სირეა ლეონეში მცხოვრები კონოს ხალხის მიხედვით, მოგვითხრობს, თუ როგორ შექმნა შემოქმედმა სინათლე მზისგან დღისით და ბინდი მთვარისგან, ასე რომ, არასოდეს ბნელოდა, თვით სიცივეც კი არ იყო. ღვთაებამ სთხოვა ღამურას, წაეღო სიბნელის კალათა მთვარეზე. ღამურა დაიღალა და ტვირთი დადო, რათა დაესვენა და ეჭამა. ამასობაში ზოგიერთმა ცხოველმა კალათა აღმოაჩინა და გახსნა, რამაც სიბნელის გაქცევა გამოიწვია. იმ დროიდან მოყოლებული ღამურას დღისით სძინავს და ბინდისას იღვიძებს, რათა გააგრძელოს თავისი დაუსრულებელი მოგზაურობა გაქცეული სიბნელის მოსაძებნად, ამაოდ ცდილობს კვლავ მოათავსოს ის კალათაში და გააგრძელოს მთვარისაკენ სვლა.

იორუბას ღმერთების პანთეონს შორის არის უზენაესი ღვთაება ოლორუნი - სამყაროს შემოქმედი, რომელმაც შექმნა დღე და ღამე. უმაღლესი არსება ასევე ყოფს დღესა და ღამეს კენიის მცხოვრები აბალუიას ხალხის მითებში, სადაც ველემ, შემოქმედმა ღმერთმა ცაში განათავსა მზე და მთვარე, მაგრამ მზე მთვარეს შეებრძოლა და გადმოოაგდო თავისია დგილიდან, მერე კი მთვარემ დაარტყა და ძრს დასცა.

საბოლოოდ ველემ ბრძანა, რომ მზე მხოლოდ დღისით უნდა ყოფილიყო, მთვარე კი ღამით გაანათებდა. უძველესი ტვას ხალხის მოთხრობა ასევე უმაღლეს ღვთაებას ხონვუმს მიაწერს დედამიწისა და ცის, ტყეებისა და ცხოველების შექმნას. ღამით ხონვუმის ამოცანა იყო დილის მზის რეგულარული განახლების უზრუნველყოფა. ტვას ტომის მთხრობელები, რომ ის ერთად აგროვებს ვარსკვლავებსის ფრაგმენტებს და სტყორცნის მათ მზისკენ, რათა მზე კვლავ ამოვიდეს.

მითების სხვა კატეგორიაში ღამე და სიკვდილი ერთად მოდიან. მასიაის მით მოგვითხრობს წინაპარ პერსონაზე - ლე-ეიოზე, რომელსაც ევალებოდა ბავშვის სიკვდილის გამოცხადება. მას უნდა ეთქვა, რომ ბავშვი უნდა წასულიყო და შემდეგ უკან დაბრუნებულიყო. ასევე უნდა ეთქვა მთვარისთვის, რომ ის უნდა წასულიყო და აღარ დაბრუნებულიყო. საწყალი ლე-ეიო ძალიან შეწუხდა, როდესაც მისი საკუთარი შვილი გარდაიცვალა. ამ შეწუხების ჟამს მან შეცდომით უთხრა ბავშვს, რომ წასულიყო და იქვე დარჩენილიყო, ხოლო მთვარეს წასულიყო და დაბრუნებულიყო. მასაელები ამბობენ, რომ სწორედ ამ შეცდომის გამო აგრძელებს მთვარე ამოსვლას და ჩასვლას, შესვენებისა და კლების შეუჩერებელ ციკლს.

ცის ღმერთის მით

რედაქტირება

აფრიკის მთელ ტერიტორიაზე , სიგრძესა და სიგანეზე, ფართოდ განსხვავებული წარმიომავლობისა და კულტურის ხალხს აქვს მითოლოგია, რომელიც უძველეს წინაპრებს ღმერთების სტატუსს ანიჭებდა. მათ პატივს მიაგებენ სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით და უზრუნველჰყოფენ ჰარმონიას, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს. სოციალური წყობის და მითოლოგიის შერწყმა კარგადაა ნაჩვენები პასტორალურ ნილოტურ ხალხში, რომლებიც ცხოვრობდნენ ზედა ნილოსის აუზის მდინარიან დაბლობებში - სუდანში, დასავლეთ ეთიოპიასა და ჩრდილოეთ უგანდაში, მათ შორის არიან დინკას, შილუკის, ნიუერის და ანუაკის ეთნიკური ჯგუფები. სოციალური წყობა დამოკიდებულია მიწის, მდინარის და ცის ახლო კავშირთან. სეზონების ყოველწლიური ცვალებადობა, წვიმების მნაცვლეობა, რომელიც ადიდებს მდინარეებს, და გვალვისას მიწის გაშროვა, მნიშვნელოვანია როგორც პირუტყვისთვის, ისე - მათთვის. როგორც ყველა დაბლობზე, გორიზონტი აქაც ახლოს არის და ზეცის თაღ უფრო გარკვევით ჩანს, ვიდრე მთაგორიან ლანდშაფტებზე. ძევამოსილი ცის ღმერთის საერთო რწმენა გასდევს ყველა ამ ჯგუფს. ძღვენები და მსხვერპლშეწირვა სრულდებოდა ყველა სამლოცველოში მთლს ამ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს მდინარის მთლს განშტოებაზე, და რომელშიც პატარა თიხით შელესილი საკურთხევლები, ქვები, სკამები და ქოთნები იყო. მოთხრობილი მითოლოგია სიმღერებიტა და ლექსებით ადიდებს ღმერთ მეფეებს, რომლებიც ამავე დროს წინაპრებიც არიან. მათგან მთავარი არის ჯგუფების წყობა და საგვარეულო ხაზები, რომლებიც აკავშირებს დღევანდელ ადამიანებს მათ წინაპრებთან. მითოლოგიის საწყისი არის დედამიწისა და ცის სამყარო, ითვლებოდა, რომ ის გაერთიანებული იყო, ასე რომ, პირველ ადამიანს შეეძლო ემოძრავა დედამიწასა და ცას შორის და ცის ღმერთს მისწვდომოდა. ცა და დედამიწა თოკით იყვნენ დაკავშირებულნი , კაცს ხელი რომ გაეშვა, მას მისწვდებოდა. ერთ მითშ პირველი ადამიანები, გარანგი და აბუკი უნდა ყოფილიყვნენ ფრთხილად, რათა არ აეწიათ თოხები ან ფილთაქვა იმ შემთხვევაში, თკი ცის ღმერთს შეეხებოდნენ. შილუკის სამეფო დინასტიის დამფუძვნებელი, ნიიკანგი (ან ნიიკანგო) ერთ მოთხრობაში არის ციდან მოსული კცის შთამომავალი. თთეული ახალი მეფე უკვდავყოფილია, როგორც ნიკანგო და ხდება როგორც მეფე, ასევე ღვთისმსახური. სხვა მოთხრობებში ნიკანგო შეიქმნა, როგორც ძროხა და ცოლადდ მოიყვანა მდედრი ნიანგი ან ქალის მსგავსი ნიანგი.

წარმოშობის მითბი

რედაქტირება

ეს მითი ერთ-ერთი მაგალითია მრავალ მითს შორის, რომლებსაც ჰყავს მსგავსი მთავარი მოწმედი პერსონაჟი, დამაკავშირებელი ცის ღმერთსა და წინაპრების წარმოშობას შორის. ამ მითის ვარიაციები დამოკიდებულია გარკვეულ ზეპირსიტყვიერების ტრადიციებსა და კულტურულ ჯგუფებზე.

ეფე პირველი კაცი

რედაქტირება

პიგმეებში არსებობს მით, რომელიც მოგვითხრობს პირველ კაცზე, ეფეზე. აერთიანებს ცის ღმერთის ელემენტებს წინაპრებთან და ტყის გარეომოსთან, რომლებშიც პიგმეები ცხოვრობდნენ. შემოქმედმა ღმერთმა ეფე დედამიწაზე მოათავსა, მაგრამ უკან გამოიხმო ცაში სანადიროდ, მოაყვანინა ტყიდან ლიანითი (ყურძენი), რომელიც გარს ეხვევა ტყის მაღალ ხეებს. ეფე მანამ დადიოდა, სამამ არ იპოვა და მოკლა სპილო, რომლის ეშვები ხეების ზომისანიიყვნენ. ყველანი ბედნიერები იყვნენ განსაკუთრებით კი ქალები, და კმაყოფილებმა ნადიმი გამართეს. საბოლოოდ, ეფე უკან გაიგზავნა თავის ტყის სახლში, სადაც ვერავინ ცნობდა, მაგრამ გარკვეული შშ სუფევდაიმ შუშების გამო, რომელსაც ატარებდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Encyclopedia of African Religion, - Molefi Asante, Sage Publications, 1412936365
  • Julian Baldick (1997). Black God: the Afroasiatic roots of the Jewish, Christian, and Muslim religions. Syracuse University Press:ISBN 0-8156-0522-6
  • West African Traditional Religion Kofi Asare Opoku | Publisher: FEP International Private Limited (1978), ASIN: B0000EE0IT
  • John Mbiti African Religions and Philosophy (1969) African Writers Series, Heinemann ISBN 0-435-89591-5
  • Wade Abimbola, ed. and trans. Ifa Divination Poetry (New York: NOK, 1977).
  • Ulli Beier, ed. The Origins of Life and Death: African Creation Myths (London: Heinemann, 1966).
  • Herbert Cole, Mbari: Art and Life among the Owerri Igbo (Bloomington: Indiana University press, 1982).
  • J. B. Danquah, The Akan Doctrine of God: A Fragment of Gold Coast Ethics and Religion, second edition (London: Cass, 1968).
  • Marcel Griaule and Germaine Dietterlen, Le Mythe Cosmogonique (Paris: Institut d'Ethnologie, 1965).
  • Rems Nna Umeasigbu, The Way We Lived: Ibo Customs and Stories (London: Heinemann, 1969).
  • Sandra Barnes, Africa's Ogun: Old World and New (Bloomington: Indiana University Press, 1989).
  • Segun Gbadagesin, African Philosophy: Traditional Yoruba Philosophy and Contemporary African Realities (New York: Peter Lang, 1999).
  • Judith Gleason, Oya, in Praise of an African Goddess (Harper Collins, 1992).
  • Bolaji Idowu, God in Yoruba Belief (Plainview: Original Publications, rev. and enlarged ed., 1995)
  • Wole Soyinka, Myth, Literature and the African World (Cambridge University Press, 1976).
  • E. Geoffrey Parinder, African Traditional Religion, Third ed. (London: Sheldon Press, 1974). ISBN 0-85969-014-8 pbk.
  • E. Geoffrey Parinder, "Traditional Religion", in his Africa's Three Religions, Second ed. (London: Sheldon Press, 1976, ISBN 0-85969-096-2), p. [15-96].
  • S. Solagbade Popoola, Ikunle Abiyamo: It is on Bent Knees that I gave Birth (2007 Asefin Media Publication)
  • David Chidester, "Religions of South Africa" pp. 17–19
  • Alisa LaGamma (2000). Art and oracle: African art and rituals of divination. New York: The Metropolitan Museum of Art. ISBN 978-0-87099-933-8. 
  • Peavy, D., (2009)."Kings, Magic & Medicine". Raleigh, NC: SI.
  • მითოლოგია, მითები და ლეგენდები, „საქართველოს მაცნე“, თბ., 2003

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება