შარივცეკის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ყაბ
შარივცეკის უღელტეხილი, მაჩხაფარის უღელტეხილი — ყინულოვანი უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადის — ზესხოს სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3434 მ. შარივცეკის უღელტეხილის მიდამოები აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. აკავშირებს მდინარეების ყარასუსა (ჩერეკის მდგენელი) და ცხენისწყლის ხეობებს.
შარივცეკის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°54′38″ ჩ. გ. 43°18′19″ ა. გ. / 42.9105861° ჩ. გ. 43.3053083° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3434 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | პალეოზოური გრანიტოიდი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 690.