შავხელა გიბონი (ლათ. Hylobates agilis) — მაიმუნი გიბონისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ინდონეზიაში (კუნძული სუმატრა), მალაიზიასა და ტაილანდში. საცხოვრებელი არეალის განადგურებისა და ბრაკონიერობის გამო, შავხელა გიბონი საფრთხეში მყოფ სახეობად არის გამოცხადებული. შეფერილნი არიან შავად და წითელ-ყავისფრად. წარბები ღია ფერისაა, მამლებს თეთრი ან ღია ნაცრისფერი ლოყები აქვთ. ისინი დედლებზე დიდები არიან. სხეულის სიგრძეა 44–63,5 სმ,[1] ხოლო წონა 4–6, საშუალოდ 5, ზოგიერთ შემთხვევაში 8 კგ-ია.[2][1] იკვებებიან ხილით, ზოგჯერ ხის ფოთლებით, ყვავილებითა და მწერებით.[2]

შავხელა გიბონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  გიბონისებრნი
გვარი:  გიბონები
სახეობა:  შავხელა გიბონი
ლათინური სახელი
Hylobates agilis (F. Cuvier, 1821)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 10543

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Fact sheet: agile gibbon (pdf). EAZA Ape Campaign (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 6 January 2012.
  2. 2.0 2.1 Kuester, J.. (2000)Hylobates agilis. Animal Diversity Web. ციტირების თარიღი: 6 January 2012.