შავფეხა ღორისსოკო
შავფეხა ღორისსოკო (ლათ. Tapinella atrotomentosus) — სოკოს სახეობა ტაპინელას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკას (კოსტა-რიკა), ევროპასა და აზიას.
შავფეხა ღორისსოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Tapinella atrotomentosa (Batsch) Šutara, 1992 | |||||||||||||||
|
არასაჭმელ სოკოდაა მიჩნეული, მიუხედავად ამისა, მას საკვებად გამოიყენებენ აღმოსავლეთ ევროპაში.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა ბუნებისმეტყველმა ავგუსტ ბაჩმა 1783 წელს როგორც Agaricus atrotomentosus.[1]
სამეცნიერო სინონიმები
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 5-15 (30) სმ, ამოზნექილი, ნახევარსფეროსებრი, შემდგომში — ენისებრი ან ნიჩბისებრი, ცენტრში ჩაზნექილი, შემოკეცილი კუთხეებით, ხორციანი. ზედაპირი მშრალია, ხშირად ხავერდოვანი, ჟანგისფერ-ყავისფერი ან ჟანგმიწისფერ-მურა.
ჰიმენოფორი — ფირფიტოვანი, ფირფიტები ხშირი, დაღმავალი. ახალგაზრდა სოკოებს კრემისფერიდან ღია-ჟანგმიწისფრამდე, ასაკთან ერთად მუქდება.
ფეხის სიგრძე 2-7 (12,5) სმ, სიგანე — 1,5-3,5 (5) სმ, გვერდითი ან ექსცენტრული, ხშირად ჩაფლულია სუბსტრატში, ცილინდრულია ან ძირში გაგანიერებული, ხაოიან-ხავერდოვანი, მუქ-ყავისფერი ან თითქმის შავი.
რბილობი მოთეთროდან ჟანგმიწისფრამდე, ჰაერზე მუქდება, განსაკუთრებული სუნის გარეშე, ზოგჯერ მომწარო გემოთი.
სპორების ფხვნილი ყვითელი-მომურო ფერისაა. სპორები 3-5 (6)×3—4 (5) მკმ, კვერცხისებრ-ელიფსისებური.[2]
გავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებასაპროტროფია. გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში (კოსტა-რიკა),[3] ევროპასა[4] და აზიაში.
იზრდება ჯირკებზე, გადანაჭრებზე და მათთან ახლოს, ერთეულებად ან ჯგუფებად, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, განსაკუთრებით ფიჭვზე.
სეზონი — ივლისი-ოქტომბერი.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაგამოყენება
რედაქტირებაშავფეხა ღორისსოკო არასაჭმელ სოკოდაა მიჩნეული,[5] მიუხედავად ამისა, მას მიირთმევენ აღმოსავლეთ ევროპაში.[4] კვლევამ აჩვენა, რომ სოკოს ქიმიური შემადგენლობა და თავისუფალი ამინომჟავების დონე დიდად არ განსხვავდება ისეთი საჭმელი სოკოსაგან როგორიცაა მანჭკვალა (ლათ. Armillaria mellea).[6] ლინუს ზეიტლმაირი აცხადებს, რომ ნორჩობაში შავფეხა ღორისსოკო საკვებად ვარგისია, ხოლო გადამწიფებულ ეგზემპლარებს აქვთ მწარე ან მელნის გემო და შეასაძლოა მომწავლაც კი გამოიწვიოს.[7] მწარე გემოს გასანეიტრალებლად სათანადოდ უნდა მოიხარშოს, ნახარში კი გადაიღვაროს. თუმცა ზოგიერთ ადამიანს შესაძლებელია მისი გადამუშავება გაუჭირდეს.[8] ევროპულ ლიტერატურაში შავფეხა ღორისსოკოსგან მოწამვლის ბევრი შემთხვევაა აღწერილი.[9]
გალერეა
რედაქტირება-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- Гапиенко О. С., Шапорова Я. А. (2012). Флора Беларуси. Минск: Беларуская навука, გვ. 69. ISBN 978-985-08-1482-1.
- Roody W.C. (2003). Mushrooms of West Virginia and the Central Appalachians. The University Press of Kentucky, გვ. 148. ISBN 0-8131-9039-8.
- Bessette, A.; Bessette, A.R.; Fischer, D.W. (1997). Mushrooms of Northeastern North America. Syracuse University Press, გვ. 220. ISBN 0815603886.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შავფეხა ღორისსოკო“ ვიკისაწყობში.
- შავფეხა ღორისსოკო MycoBank-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Batsch AJGK. (1783). Elenchus Fungorum (la, de). Magdeburg, Halle: Apud Joannem Jacobum Gebauer, გვ. 89, plate 8:32. ციტირების თარიღი: 2021-01-10. დაარქივებული 2017-10-18 საიტზე Wayback Machine.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 77, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Gómez-Pignataro LD. (1992). „Los Basidiomicetes de Costa Rica: V. Paxillaceae Agaricales, Boletineae“ [Basidiomycetes from Costa Rica. V. Paxillaceae Agaricales, Boletineae]. Brenesia (ესპანური) (38): 105–13. ISSN 0304-3711.
- ↑ 4.0 4.1 (2011) The Book of Fungi. Chicago: University of Chicago Press, გვ. 304. ISBN 978-0-226-72117-0.
- ↑ (1977) Fungi of Northern Europe 1: Larger Fungi (Excluding Gill-Fungi). Harmondsworth, UK: Penguin, გვ. 120–21. ISBN 0-14-063005-8.
- ↑ Zhuk YT, Papilina VA. „Food value of the fungi Lactarius necator, Lactarius deliciosus and Paxillus atrotomentosus growing in western Siberia USSR“. Rastitel'nye Resursy (რუსული). 18 (2): 256–59. ISSN 0033-9946.
- ↑ Zeitlmayr L. (1976). Wild Mushrooms: An Illustrated Handbook. Hertfordshire, UK: Garden City Press, გვ. 75–76. ISBN 0-584-10324-7.
- ↑ Haas H. (1969). The Young Specialist Looks at Fungi. Burke, გვ. 56. ISBN 0-222-79409-7.
- ↑ Musselius SG, Ryk AA, Lebedev AG, Pakhomova GV, Golikov PP, Davydov BV, Donova LV, Zimina LN, Platonova GA, Selina IE, Skvortsova AV (2002). „K voprosu o toksichnosti gribov vida svinushka tonkaia i tolstaia“ [Toxicity of mushrooms Paxillus involutus and Paxillus atrotomentosus]. Anesteziologiia i Reanimatologiia (რუსული) (2): 20–35. PMID 12226995.