შავი ავაზა (ინგლ. Black Panther) — 2018 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, დაფუძნებული Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე, რომელიც აწარმოა Marvel Studios-მა, ხოლო დისტრიბუცია გაუწია Walt Disney Studios Motion Pictures-მა. იგი არის Marvel-ის კინოსამყაროს რიგით მე-19 ფილმი. რეჟისორია რაიან კუგლერი, რომელიც ჯო რობერტ კოულთან ერთად ფილმის სცენარისტიცაა. მონაწილეობენ: ჩედვიკ ბოუზმანი, მაიკლ ბაკარი ჯორდანი, ლუპიტა ნიონგ’ო, დანაი გურირა, მარტინ ფრიმენი, დენიელ კულუია, ლეტიშა რაიტი, უინსტონ დიუკი, ანჯელა ბასეტი, ფორესტ უიტეკერი და ენდი სერკისი.

„შავი ავაზა“
რეჟისორი რაიან კუგლერი
პროდიუსერი კევინ ფაიგი
სცენარის ავტორი
  • რაიან კუგლერი
  • ჯო რობერტ კოული
ეფუძნება სტენ ლი და ჯეკ კირბიშავი ავაზა
როლებში
მუსიკა ლუდვიგ იორანსონი
ოპერატორი რეიჩელ მორისონი
მწარმოებელი კომპანია Marvel Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Studios Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 134 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი[1][2]
შემოსავალი 1.347 მილიონი აშშ დოლარი[3]

1992 წელს ფილმზე მუშაობის სურვილი უესლი სნაიპსმა გამოთქვა,[4] მაგრამ პროექტის შექმნის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 2005 წლის დეკემბერში Marvel Studios-მა „შავი ავაზა“ იმ ათ ფილმის სიაში შეიყვანა, რომელიც უნდა ეწარმოებინა,[5] ხოლო დისტრიბუცია გაეწია Paramount Pictures-ს. 2011 წელს სცენარისტად აიყვანეს მარკ ბეილი,[6] ხოლო ფილმი ოფიციალურად დაანონსდა 2014 წელს, სადაც მთავარ როლს შეასრულებდა ჩედვიკ ბოუზმანი,[7][8] რომელიც თავდაპირველად გამოჩნდა „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომში“.[8] 2016 წელს დაიქირავეს კოული და კუგლერი. „შავი ავაზა“ Marvel-ის პირველი ფილმია, სადაც მსახიობთა და გადამღებთა ჯგუფის წევრების უმეტესი ნაწილი შავკანიანებისაგან შედგება. გადაღებები დაიწყო 2017 წლის იანვარში[9] და მიმდინარეობდა ატლანტასა (ჯორჯიის შტატი) და პუსანში (სამხრეთი კორეა).

პრემიერა გაიმართა 2018 წლის 29 იანვარს Dolby Theatre-ში, ლოს-ანჯელესში.[10] აშშ-ის თეატრებში გამოვიდა იმავე წლის 16 თებერვალს[11] 2D, 3D, IMAX[12] და სხვა ფორმატებში. იგი დადებითად შეაფასეს კინოკრიტიკოსებმა, რომელთაც შეაქეს რეჟისურა, სცენარი, მსახიობთა შესრულება (ძირითადად ბოუზმანის, ჯორდანისა და რაიტის), კოსტუმების დიზაინი და საუნდტრეკი. კრიტიკოსთა უმეტესობამ „შავი ავაზა“ მარველის კინოსამყაროს ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელა და აღნიშნეს მისი კულტურული მნიშვნელობა. ამერიკის კინოკრიტიკოსთა ეროვნულმა საბჭომ და ამერიკის კინოინსტიტუტმა „შავი ავაზა“ 2018 წლის 10 საკუთესო ფილმთა შორის დაასახელეს.[13][14] საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 97%.[15] ფილმს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად, რომლის შემოსავალმა 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და დაამხო მანამდე არსებული უამრავი რეკორდი. იგი გახდა წლის მეორე ყველაზე შემოსვალიანი და ყველა დროის მეექვსე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.

ფილმმა მიიღო რამდენიმე ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის ოსკარის სამი ჯილდო: საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა და საუკეთესო მხატვრული გაფორმება.[16] „შავი ავაზა“ ერთადერთი სუპერგმირული ფილმია, რომელსაც მიღებული აქვს ნომინაცია ოსკარი საუკეთესო სურათისთვის. აგრეთვე მიიღო კინომსახიობთა გილდიის 2 ჯილდო,[17] ოქროს გლობუსის 3[18] და Critics’ Choice Movie Awards-ის 12 ნომინაცია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Setoodeh, Ramin. (5 თებერვალი, 2018) Chadwick Boseman and Ryan Coogler on How 'Black Panther' Makes History. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი, 2018. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2018.
  2. D'Alessandro, Anthony. (4 აპრილი, 2019) ‘Black Panther’ Goes From Tentpole To Cultural Milestone: No. 2 In 2018 Most Valuable Blockbuster Tournament. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი, 2019. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2019.
  3. Black Panther (2018). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2018.
  4. Carr, Jay (21 ივნისი, 1992). „Can penguin cones be far behind?“. Boston Globe. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. „Marvel Making Movies“. IGN. 6 სექტემბერი, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერი, 2012. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  6. Kit, Borys. (20 იანვარი, 2011) 'Black Panther' Back in Development at Marvel. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი, 2013. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2011.
  7. Siegel, Lucas. (28 ოქტომბერი, 2014) Marvel Announces Black Panther, Captain Marvel, Inhumans, Avengers: Infinity War Films, Cap & Thor 3 Subtitles. Newsarama. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2014.
  8. 8.0 8.1 Strom, Marc. (28 ოქტომბერი, 2014) Chadwick Boseman to Star in Marvel's Black Panther. Marvel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 28 ოქოტმბერი, 2014.
  9. Wilding, Josh. (21 იანვარი, 2017) Martin Freeman, Chadwick Boseman And More Spotted on Black Panther Set. We Got This Covered. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი, 2017. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2017.
  10. Rahman, Abid. (29 იანვარი, 2018) 'Black Panther': First Reactions From the Premiere. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი, 2018. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  11. Strom, Marc. (8 ოქტომბერი, 2015) Marvel Studios Phase 3 Update. Marvel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი, 2015. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2015.
  12. D'Alessandro, Anthony. (20 თებერვალი, 2018) 'Black Panther' Goes Wild: At $242M Superhero Owns 2nd Best 4-Day Opening & Defeats 'Last Jedi' – Update. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი, 2018. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2018.
  13. Tapley, Kristopher. (27 ნოემბერი, 2018) National Board of Review Names 'Green Book' Best Film of 2018. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2018. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი, 2018.
  14. Hammond, Peter; Hipes, Patrick. AFI Awards 2018 Movies: 'Black Panther', 'A Star Is Born' & More; 'Roma' Scores Special Honor. Deadline Hollywood (4 დეკემბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2018.
  15. Black Panther (2018). Rotten Tomatoes. andango. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2019.
  16. Oscar Winners 2019: The Complete List. Variety (23ბერვალი თე, 2019). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2019.
  17. SAG Awards Winners: Complete List (27 იანვარი, 2019). ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2019.
  18. Golden Globe Nominations: Complete List. Variety (6 დეკემბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2018.