დანაი გურირა
დანაი ჯეკესაი გურირა (ინგლ. Danai Jekesai Gurira; (/dəˈnaɪ ɡʊˈrɪərə/; დ. 14 თებერვალი, 1978) — ამერიკელი მსახიობი და დრამატურგი. ყველაზე მეტად ცნობილია მიშონის როლით AMC-ის ტელესერიალში „მოსიარულე მკვდრები“, (2012–დღემდე), ისევე როგორც ოკოის როლით Marvel-ის კინოსამყაროს ფილმებში „შავი ავაზა“ (2018), „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018) და „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019). 2013 წელს ჟურნალმა „People“ დანაი გურირა 100 ყველაზე ლამაზ ადამიანთა შორის დაასახელა.[1]
დანაი გურირა | |
---|---|
გურირა 2019 წელს San Diego Comic-Con-ზე | |
მშობლიური სახელი | Danai Gurira |
დაბადების სახელი | დანაი ჯეკესაი გურირა |
დაბადების თარიღი |
14 თებერვალი, 1978 გრინელი, აიოვა, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2004-დღემდე |
საიტი | ოფიციალური |
დაიბადა გრინელში, მასაჩუსეტსის შტატში, როდეზიელი (დღევანდელი ზიმბაბვე) ემიგრანტების ოჯახში. 1983 წელს გურირა ოჯახთან ერთად დაბრუნდა ზიმბაბვეში.[2] რამდენიმე წლის შემდეგ იგი კვლავ აშშ-ში დაბრუნდა საცხოვრებლად, სადაც დაამთავრა მაკალესტერის კოლეჯი, მოგვიანებით — ნიუ-იორკის უნივერსიტეტი.[3] 2005 წელს დაწერა პიესა „In the Continuum“, რამაც მოუტანა Obie-ისა[4] და Outer Critics Circle-ის ჯილდოები.[5] 2007 წელს მონაწილეობდა ფილმში „მნახველი“, ხოლო შემდეგში გამოჩნდა ფილმებში „აჩრდილთა ქალაქი“ (2008) და „წაიღე ჩემი სული“ (2010).
გურირა არის ბროდვეის პიესის „Eclipsed“ ავტორი, რისთვისაც ნომინირებული იყო ტონიზე.[6] ამას გარდა, მიღებული აქვს სატურნი[7] და სხვა ჯილდოები.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2004 | ს | კანონი და წესრიგი: კრიმინალური განზრახვა | Law & Order: Criminal Intent | მარეი როსა |
2007 | ფ | მნახველი | The Visitor | ზაინაბი |
2008 | ფ | აჩრდილთა ქალაქი | Ghost Town | აჩრდილი |
2009 | ს | სიცოცხლე მარსზე | Life on Mars | ანჯელა |
2009 | ს | კანონი და წესრიგი | Law & Order | კორტნი ოუენსი |
2010 | ს | სიცრუის თეორია | Lie to Me | მიშელ რუსო |
2010 | ფ | — | 3 Backyards | ქალი ლურჯ კაბაში |
2010 | ფ | წაიღე ჩემი სული | My Soul to Take | ჯინ-ბაპტისტი |
2010–2011 | ს | — | Treme | ჯილი |
2011 | ფ | მშფოთვარე ქალაქი | Restless City | სისი |
2012–- | ს | მოსიარულე მკვდრები | The Walking Dead | მიშონი |
2013 | ფ | ჯორჯის დედა | Mother of George | ადენეკაი |
2015 | ფ | ფერიები: ლეგენდა ურჩხულზე | Tinker Bell and the Legend of the NeverBeast | ფირი |
2017 | ფ | 2Pac: ნამდვილი ამბავი | All Eyez on Me | აფენი შაკური |
2018 | ფ | შავი ავაზა | Black Panther | ოკოი |
2018 | ფ | შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი | Avengers: Infinity War | ოკოი |
2019 | ფ | შურისმაძიებლები: დასასრული | Avengers: Endgame | ოკოი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დანაი გურირა“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (დაარქივებული)
- დანაი გურირა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- დანაი გურირა TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- დანაი გურირა — AllMovie
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Danai Gurira: Meet This Week's Most Beautiful. People (11 апреля 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-20. ციტირების თარიღი: 2013-04-19.
- ↑ Playscript: The Convert გვ. 70–71. Theatre Communications Group (სექტემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი, 2014. ციტატა: „The complete text of Danai Gurira's tumultuous journey into Zimbabwe's colonial history. Plus: a conversation with the playwright by Tim Sanford.“ ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2014.
- ↑ Danai Gurira – Playwriting Resume. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 27 ოქტობერი, 2014.
- ↑ Obie Award for Special Citations (Obie Award) – Winners. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-22. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2005–2006 Outer Critics Circle Award Nominations Announced. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2017.
- ↑ The Tony Award Nominees – Shows. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-18. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2016.
- ↑ The Academy of Science Fiction Fantasy and Horror Films. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი, 2012. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2016.