შავი ავაზა (კომიქსები)

შავი ავაზა (ინგლ. Black Panther) — Marvel Comics-ის ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც შექმნეს მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ. შავი ავაზას პერსონაჟი აგრეთვე ჩნდება ფილმში „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“, ხოლო ცალკე ფილმი მის შესახებ, მთავარ როლში ჩედვიკ ბოსმანის მონაწილეობით, გამოვიდა 2018 წელს.

შავი ავაზა

შტორმისა და შავი ავაზას ქორწილი. „შავი ავაზას“ (2006 წ.) მე-18 ნომრის გარეკანი. ფრანკ ჩოს ნამუშევარი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა ფანტასტიკური ოთხეული #52 (ივლისი, 1966)
ავტორ(ებ)ი მწერალი სტენ ლი და მხატვარი ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო ტ'ჩალა
სახეობა ადამიანი
მოკავშირეები შტორმი, რკინის კაცი, შურისმაძიებლები
მტრები ადამიანი მაიმული, ბაკი ბარნსი, ბარონი ზოლა.
შესაძლებლობა გამოცდილი მონადირე, სტრატეგი, პოლიტიკოსი, გამომგონებელი და მეცნიერი მომზადებული, გაუმჯობესებული ძალა, სიჩქარე, სისწრაფე, გამძლეობა, სამკურნალო და რეფლექსები გენიოსის დონის ინტელექტი დაცვას მისტიკური თავდასხმებს და გამოვლენის ფლობს ვიბრანიუმის უნიფორმა, ფეხსაცმელი და აღჭურვილობა.

პირველად შავი ავაზა გამოჩნდა ფანტასტიკური ოთხეულის კომიქსების 52-ე ნომერში, შემდეგ კი შეიქმნა კომიქსები თავად პერსონაჟის შესახებ.

ბიოგრაფია რედაქტირება

ზოგიერთი კომიქსის მიხედვით ალისფერი ჯადოქრის მიერ დამსხვრეული რეალობის აღდგენის შემდეგ მსოფლიოს მუტანტთა უმრავლესობა ძალას დაკარგავს და შტორმი აფრიკაში გადარჩენილ ყოფილ მუტანტებზე ზრუნვას იკისრებს. ამასობაში, შავი ავაზა მას ხელს სთხოვს. უაკანდაში დაბრუნების შემდეგ ორორო დედას შეხვდება და ტჩალას წინადადებაზე ყოყმანისას შეიტყობს, რომ ბიძამისი შეტანი აფრიკელ მუტანტებზე განხორციელებულ თავდასხმებშია დამნაშავე. მასთან გამკლავების შემდეგ შტორმი ბებიას ხვდება და წინაპართა შესახებ ბევრ რამეს შეიტყობს. საბოლოოდ იგი თანხმდება შავ ავაზას თხოვნას და წყვილი უაკანდაში ქორწინდება.

თაფლობის თვის შემდგომ ისინი მსოფლიო ტურნეს წამოიწყებენ და ისეთ გლობალურ ლიდერებს შეხვდებიან, როგორებიც არიან დოქტორი დუმი და ნეიმორი. ამის შემდეგ ისინი აშშ-ს ზეადამიანთა სარეგისტრაციო აქტის (SRA) წინააღმდეგ გლობალური ალიანსის ჩამოყალიბებას გადაწყვეტენ. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ შავი ავაზა და ორორო პრეზიდენტთან შეხვედრას ისურვებენ. შტორმს ზეადამიანად დარეგისტრირებას მოსთხოვენ, სასტიკი უარის მიღების შემდეგ კი მის დასაპატიმრებლად რკინის კაცსა და მცველებს გააგზავნიან, რომლებიც მოგვიანებით შტორმის მხარეს გადავლენ. საბოლოოდ, სარეგისტრაციო აქტის წინააღმდეგ გალაშქრებას ორორო და შავი ავაზა შეერთებულ შტატებში დარჩენასა და ფაქტების მოძიებას ამჯობინებენ. სიუსა და რიდის შვებულებაში ყოფნისას ისინი დროებით შეუერთდებიან ფანტასტიკურ ოთხეულს.

მოგვიანებით ხელმწიფე-აჩრდილი შავი ავაზას გონებას ეუფლება. იგი მართავს ციკლოპსაც, რომელიც იქს-ადამიანების განადგურებას ცდილობს.

სხვა კომიქსების მიხედვით ავაზას მამა მოუკლა არნიმ ზოლამ, ამიტომ პერსონაჟი შურის საძიებლად დასდევს. ამ დროს იგი ხვდება შურისმაძიებლებს და მათთან ერთად ზოლას ამარცხებს. შემდეგ იგი ხდება შურისმაძიებლების ახალი წევრი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება