რაიან კაილ კუგლერი (ინგლ. Ryan Kyle Coogler; დ. 23 მაისი, 1986)[1]ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

რაიან კუგლერი

კუგლერი 2016 წელს San Diego Comic-Con-ზე
მშობლიური სახელი Ryan Coogler
დაბადების სახელი რაიან კაილ კუგლერი
დაბადების თარიღი 23 მაისი, 1986 (1986-05-23) (38 წლის)
ოკლენდი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი (საკრამენტო),
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • კინორეჟისორი
  • პროდიუსერი
  • სცენარისტი
აქტიური 2009-დღემდე

მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია „სადგური ფრუტვეილი“ (2013), რამაც დიდი აღიარება მოუტანა მას; სანდენსის კინოფესტივალზე ფილმს გადაეცა ჟიურის სპეციალური პრიზი.[2] მას შემდეგ გადაიღო ორი წარმატებული ფილმი „ქრიდი“ (2015) და „შავი ავაზა“ (2018).

კუგლერის ფილმებს წილად ხვდა დიდი კომერციული წარმატება და უმაღლესი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან.[3] მას რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს მსახიობ მაიკლ ბ. ჯორდანთან და კომპოზიტორ ლუდვიგ იორანსონთან.[4]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელი რეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი
2013 „სადგური ფრუტვეილი“ Fruitvale Station დიახ დიახ არა
2015 „ქრიდი“ Creed დიახ დიახ არა
2018 „შავი ავაზა“ Black Panther დიახ დიახ არა
„ქრიდი II“ Creed II არა არა აღმასრულებელი
2021 „კოსმიური შეჯიბრი 2“ Space Jam 2 არა დიახ დიახ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ryan Kyle Coogler, Born 05/23/1986 in California. California Births Index. ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2013.
  2. Thompson, Anne. (2013-01-27) Sundance Awards: Both Ryan Coogler Drama ‘Fruitvale,’ Doc ‘Blood Brother’ Nab Grand Jury and Audience Awards UPDATED en-US. ციტირების თარიღი: 2016-06-02
  3. Kohn, Eric (2018-02-16). „Ryan Coogler is the New Steven Spielberg: ‘Black Panther’ Cements the Rise of Hollywood’s Commercial Auteur“. IndieWire (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-02-17.
  4. „The Ascent of 'Black Panther' Director Ryan Coogler“. The Hollywood Reporter (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-02-18.