ყვითელფეხა ჭოვილო
ყვითელფეხა ჭოვილო (ლათ. Tringa flavipes) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. წააგავს დიდ ჭოვილოს. მისი სხეულის სიგრძეა 23–25 სმ, ნისკარტისა — 3–4 სმ. ზრდასრულებს ყვითელი ფეხები აქვთ, სიგრძით 5–7 სმ. ფრთის შლილი 58–64 სმ შეადგენს, იწონის 60-დან 100 გ-მდე.[1] დედალ-მამალი ერთნაირად არიან შეფერილი. თავი ღია რუხი ან მოთეთროა წვრილი, მუქი ლაქებით. სხეული ზევიდან მორუხო-ყავისფერია, ქვევიდან — თეთრი. კისერი და მკერდი მუქ ყავისფერ ზოლებიანია, კუდი — თეთრი. ნეოარქტიკული სახეობაა. ბინადრობს ალასკისა და კვებეკის ტაიგის ტყეებში ტბორებთან ახლოს. ბუდეს მიწაზე იკეთებს, ჩვეულებრივ ღია, მშრალ ადგილებში. გადამფრენია, ზამთარში მიგრირებს აშშ-ის სანაპიროებზე მექსიკის ყურეში და სამხრეთ ამერიკაში. უმთავრესად იკვებება მწერებით, რომელსაც მიწის და წყლის ქვეშ იჭერს, აგრეთვე მცირე ზომის თევზებითა და თესლებით. საკვების ძიების დროს დარბის და სწრაფი მოძრაობებით იჭერს ნადავლს. ზოგჯერ წყალზეც დარბის. გამრავლების პერიოდში მონოგამური წყვილები ახასიათებს. ბუდეს წარმოადგენს ბალახებში კარგად შენიღბული ორმო. დედალი ჩვეულებრივ დებს 4 კვერცხს, ისინი ფერად რუხი ან ღია ზეთისხილისფერია ყავისფერი ლაქებით. ინკუბაცია 22–23 დღე-ღამე გრძელდება. ორივე მშობელი იღებს მონაწილეობას კრუხობაში და ბარტყების გამოკვებაში. 22–23 დღის ბარტყები უკვე დამოუკიდებლები არიან. სქესობრივ სიმწიფეს 2 წელში აღწევენ.
ყვითელფეხა ჭოვილო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Tringa flavipes (Gmelin, 1789) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22693235 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
შეჯვარება მიგრაცია არა-შეჯვარება | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Richard Sale: A Complete Guide to Arctic Wildlife, Verlag Christopher Helm, London 2006, ISBN 0-7136-7039-8
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რუსეთის ხერხემლიანი ცხოველები: ყვითელფეხა ჭოვილო დაარქივებული 2022-01-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sale, p. 214