ჭოვილო,[1][2] მენაპირე (ლათ. Tringa) — ფრინველთა გვარი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. აერთიანებს 13 სახეობას. ფეხები მაღალი აქვთ, ნისკარტი და კისერი — ზომიერად გრძელი, კუდი — მოკლე, ფრთები — გრძელი და წამახვილებული. მათი სხეულის სიგრძეა 18–34 სმ, მასა 80–200 , ფრთის შლილი 35–65 სმ. აქვთ უმეტესად რუხი და ჭრელლაქებიანი სხეულის ზედა, და თეთრი ქვედა მხარე, ზოგჯერ კაშკაშა ნისკარტი და ფეხები. ბუდობენ ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ და ზომიერ განედებში, ბინადრობენ მდინარეების, ტბებისა და ჭაობების ნაპირებზე ტუნდრაში, ტყის ზონასა და სტეპებში;[3] ყველა გადამფრენი სახეობაა,[3] იზამთრებენ ზღვების ტროპიკულ და სუბტროპიკულ სანაპიროებზე, აღწევენ ახალ ზელანდიამდე. გრძელი ნისკარტის დახმარებით შლამში და თავთხელ, ბალახიან წყლებში ეძებენ საკვებს — უხერხემლოებს. ბუდეს მიწაზე აკეთებენ; ზოგჯერ სხვა ფრინველების ბუდეებს იკავებენ ხეებზე.

ჭოვილო

კოხტა ჭოვილო (Tringa erythropus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tringa (Linnaeus, 1758)

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 87, 177, 232.
  2. Tringa — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. 3.0 3.1 ჭოვილო // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)