კოხტა ჭოვილო,[1] სირბატონა,[2] წინწკლებიანი მენაპირე[3] (ლათ. Tringa erythropus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 29–33 სმ, მასა 110–200 , ფრთის შლილი 48–52 სმ. შემოდგომით და ზამთარში კოხტა ჭოვილო რუხი ფერისაა მოთეთრო ქვედა მხარეთი, ფეხები წითელია; საქორწინო შეფერილობა თითქმის მთლიანად შავია, თეთრი „სოლით“ ზურგზე და ამავე ფერის ფრთის შიდა მხარეებით, ფეხები ამ დროს მუქია. ნისკარტი მუქია, ქვედა ნისკარტი ფუძეში წითელია. ბინადრობს ევრაზიის (სკანდინავიიდან ჩუკოტკამდე) ჩრდილოეთი ტაიგის სამხრეთ ტუნდრაში, ტყეტუნდრაში, ტუნდრისმაგვარ ჭაობებში. იზამთრებს სუბტროპიკებსა და ტროპიკებში, აგრეთვე დასავლეთი ევროპის სანაპიროებზე. მობუდარი დასახლებები არ აქვთ. დედალი დებს 4 კვერცხს; თავიდან მშობლები მორიგეობით კრუხავენ, ბოლოს — მხოლოდ მამალი. მცირერიცხოვანი, სპორადულად გავრცელებული სახეობაა.

კოხტა ჭოვილო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tringa erythropus (Pallas, 1764)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693207

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 95, 177, 198.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 95, 177, 149.
  3. გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8