მიხეილ ყვარელაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ყვარელაშვილი, მიხეილ)

მიხეილ დავითის ძე ყვარელაშვილი (დ. 31 მარტი [ ძვ. სტ. 18 მარტი], 1906, ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, — გ. 28 მაისი, 1984, თბილისი) — ქართველი მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი (ლირიკული ტენორი).

მიხეილ ყვარელაშვილი

მიხეილ ყვარელაშვილი
დაბადების თარიღი 31 მარტი, 1906
ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 28 მაისი, 1984 (78 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მომღერალი
მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1925 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული სტუდია (დღევანდელი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი), იყო სანდრო ახმეტელის მოწაფე. 1926 წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში მსახიობად. ამავე წელს სანდრო ახმეტელის უშუალო ჩარევით შედის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფესორ ოლღა ბახუტაშვილ-შულგინას კლასში), რომლის წარმატებით დასრულებითანავე ირიცხება საოპერო თეატრში სოლისტად. 1932 წლის 24 დეკემბერს შედგა მიხეილ ყვარელაშვილის დებიუტი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისში“ (მალხაზის პარტია). მას შესრულებული აქვს თითქმის ყველა ლირიკული ტენორის პარტია. ერთნაირი წარმატებით მღეროდა შემდეგ პარტიებს: მალხაზი (ფალიაშვილის „დაისი“), გურამი (რატი) (ფალიაშვილის „ლატავრა“), ნიკო (მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), კოტე (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“), ზაქრო (აკაკი ანდრიაშვილის „კაკო ყაჩაღი“), ლაშქარა (ანდრიაშვილის „ლაშქარა“), ლენსკი (პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ლიკოვი (ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“), თავადი (ალექსანდრე დარგომიჟსკის „ალი“), ალფრედი (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“), ჰერცოგი (ვერდის „რიგოლეტო“), პინკერტონი (ჯაკომო პუჩინის „ჩიო-ჩიო-სან“), ალმავივა (ჯოაკინო როსინის „სეველიელი დალაქი“) და სხვა.

დიდი წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზე. პოპულარიზაციას უწევდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. იყო პირველი ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე მოსკოვში 1937 წელს. (დეკადაზე წარმოდგენილ სამივე ოპერაში გამოვიდა, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“), კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“) და ნიკო (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“). მიხეილ ყვარელაშვილი იყო იმ თაობის წარმომადგენელი, რომლებმაც ეპოქა შექმნეს საოპერო ხელოვნებაში. ცენტრალურ პრესაში („საბჭოთა ხელოვნება“, „Литературная Грузия“, „ლიტერატურული გაზეთი“, „სამშობლო“, „საბჭოთა ქალი“ და სხვ.) ხშირად იბეჭდებოდა ყვარელაშვილის წერილები, მოგონებები კოლეგებზე, სხვა ქართველ მოღვაწეებზე, იბეჭდებოდა მისი რუსულ და იტალიური ენებიდან. მიხეილ ყვარელაშვილის სცენარის მიხედვით გადაღებულია დოკუმენტური ფილმი სანდრო ახმეტელზე „გზა უკვდავებისკენ“ (რეჟ. გურგენიძე). ორჯერ აღინიშნა მომღერლის შემოქმედებითი საღამო.

მიხეილ ყვარელაშვილმა განასახიერა იუბილარი აკაკის სახე მხატვრულ ფილმში „აკაკის აკვანი“, ასევე ფილმებში „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“, „ეთერის სიმღერა“, სატელევიზიო ფილმი „ბუდემოშლილი ბულბული“, ბიოგრაფიული ფილმი „აკაკი“, კინონარკვევი „ზაქარია ფალიაშვილი“.

1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მუსიკალურ „ნიჭერთა ათწლედში".

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სატელევიზიო ფილმი

რედაქტირება
  • „ბუდემოშლილი ბულბული“

ბიოგრაფიული ფილმი

რედაქტირება
  • „აკაკი“

კინონარკვევი

რედაქტირება
  • „ზაქარია ფალიაშვილი“

ნათამაშები როლები

რედაქტირება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კაშმაძე შ., „თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი“, თბ., 1955, ტ. II.
  • ხუჭუა პ., „თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი“, თბ., 1958.
  • Театральная энциклопедия, Москва, 1963, т. II.
  • რადიოგადაცემა „კვალი ნათელი“, 1972 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება