ღვინის აღმართი
ღვინის აღმართი — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ისნის რაიონში (მეტეხი, ავლაბარი) ევროპის მოედნიდან, ავლაბრის მოედნამდე. აღმართი მიემართება „საჩინოს“ სასახლის ციხის ძირზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. იგი ძველი თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ქუჩაა. აქ განლაგებული იყო ღვინითა და არყით მოვაჭრეთა რიგები. ადრე დიდი სირაჯხანა და სირაჯხანის აღმართი ერქვა (სპარს. „სირაჯ“, „სირაჩ“ მეღვინეს ნიშნავს, „ხანა“ — სახლს). ამ აღმართზე ასევე იყო ძველი თბილისის ღვინის მთავარი ბაზარი, რომელიც კახეთიდან ტიკებით ჩამოტანილი ღვინით მარაგდებოდა.
ღვინის აღმართი | |
---|---|
![]() | |
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი |
![]() |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | მეტეხი, ავლაბარი |
წინა სახელები | სირაჯხანის აღმართი |
ქუჩას ღვინის აღმართი ეწოდა XIX საუკუნეში და ეს სახელი დღემდე შემორჩა. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. განაშენიანება ძირითადად XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო. XX საუკუნის 80-იან წლებში, უბნის რეკონსტრუქციის (ხელმძღვანელი გიორგი ბათიაშვილი) დროს ქუჩის ერთ-ერთ სარდაფში აღადგინეს ღვინის მცირე დუქანი (არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე).
აღმართის დასაწყისში იყო დავით სარაჯიშვილის ღვინისა და სპირტის მიწისქვეშა სარდაფები. შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 182, ISBN 978-99928-20-35-3.