ავლაბრის მოედანი
ავლაბრის მოედანი — მოედანი თბილისში. მდებარეობს ისნის რაიონში (ავლაბარი) ღვინის აღმართს, მეტეხის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს, ნიკიფორე ირბახისა და ლადო მესხიშვილის ქუჩებს შორის.
ავლაბრის მოედანი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
წინა სახელები | კახეთის მოედანი, შაუმიანის მოედანი, ქეთევან წამებულის მოედანი |
მოედანი წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1828 წლიდან იხსენიება როგორც კახეთის მოედანი, თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია ავლაბრის მოედნის სახელით (აქ იყო ე. წ. „ავლაბრის ბაზარი“, გაუქმდა 1911 წელს). თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია როგორც კახეთის მოედანი, 30-იან წლებში სტეფანე შაუმიანის სახელი ეწოდა, 1990 წელს — ქეთევან წამებულის სახელი. 2005 წელს დაუბრუნეს ძველი სახელწოდება.
ავლაბრის მოედანზე მდებარეობს ეჩმიაძინის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის ეზოშიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის გამო სომხეთიდან ქართველი ხალხის თანაგრძნობის ნიშნად ჩამოტანილი ქვაჯვარი (მოქანდაკე ა. მარტიროსიანი) დგას. მოედანზე მდებარეობს მეტროს სადგური ავლაბარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 13, ISBN 978-99928-20-35-3.