ნიკიფორე ირბახის ქუჩა

ნიკიფორე ირბახის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ავლაბრის მოედნიდან ნასაკირალის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც პეტრე-პავლეს ქუჩა (მიემართებოდა პეტრე-პავლეს ეკლესიისკენ), 1923 წელს — ივანე ფიოლეტოვის (გრძელდებოდა და მოიცავდა ახლანდელი ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩის ნაწილს), 1993 წელს კი ნიკიფორე ირბახის (ჩოლოყაშვილის) სახელი ეწოდა.[1]

ნიკიფორე ირბახის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
უბანი ავლაბარი
წინა სახელები პეტრე-პავლეს ქუჩა, ივანე ფიოლეტოვის ქუჩა
  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 130, ISBN 978-99928-20-35-3.