ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩა

ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ალექსანდრე წურწუმიას ქუჩიდან დედოფლისწყაროს ქუჩამდე. ქუჩის ერთი მონაკვეთი ადრე იყო ივანე ფიოლეტოვის ქუჩის (ახლანდ. ნიკიფორე ირბახის ქუჩის) ნაწილი, შემდგომ გახდა დედოფლისწყაროს ქუჩის I შესახვევი.[1] მეორე მონაკვეთი იყო ალექსანდრე წურწუმიას ქუჩის შესახვევი. 2023 წელს დედოფლისწყაროსა და წურწუმიას შესახვევები გაერთიანდა და ეწოდა ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩა.[2]

ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
უბანი ავლაბარი
წინა სახელები დედოფლისწყაროს I შესახვევი, ალექსანდრე წურწუმიას შესახვევი
  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 59, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წურწუმიას შესახვევისთვის და დედოფლისწყაროს I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (25 აგვისტო, 2023). ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2024