დედოფლისწყაროს ქუჩა

დედოფლისწყაროს ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ბადიაურის ქუჩიდან დედოფლისწყაროს II შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1867 და 1884 წლების გეგმებზე დატანილია როგორც წმინდა ანტონის ქუჩა (იხ. ანტონ მარტყოფელი), 1897 წლის გეგმაზე — როგორც ანტონის ქუჩა. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია დაღესტნის ქუჩის სახელწოდებით, შემდეგ — წითელწყაროს, 1991 წელს კი დედოფლისწყაროს ქუჩა დაერქვა.

დედოფლისწყაროს ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი
წინა სახელები წმინდა ანტონის ქუჩა, ანტონის ქუჩა, დაღესტნის ქუჩა, წითელწყაროს ქუჩა

აქვს 1 შესახვევი: დედოფლისწყაროს II შესახვევი — ადრე ნასაკირალის ქუჩის ნაწილი. ადრინდელი დედოფლისწყაროს I შესახვევი (ყოფილი ივანე ფიოლეტოვის ქუჩის ნაწილი) 2023 წლიდან არის ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩის ნაწილი.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება