ქრისტეს სამსჭვლები

(გადამისამართდა გვერდიდან ქრისტეს სამსჭვალი)

ქრისტეს სამსჭვლები (ლურსმნები) — ლურსმნები რომლითაც იესო ქრისტე იყო გაკრული ჯვარზე. ქრისტიანულ სამყაროში არსებობს განსხვავება იმისდა მიხედვით თუ რამდენი სამსჭვალი იყო გამოყენებული ქრისტეს წამებისას. შესაბამისად სხვადასხვა მიმდინარეობებში გამოიყენება 4, 3 და 2-ც კი.

ქრისტეს სამსჭვალი. თბილისი, საქართველოს საპატრიარქო
ქრისტეს სამსჭვალი. რუსეთში გატანილი არჩილ II-ის მიერ

იესო ქრისტეს სიკვდილით დასჯის შემდეგ, დაახლოებით 335 წელს ბიზანტიის იმპერატომა კონსტანტინემ მოისურვა ცხოველმყოფელი ჯვრის მოძიება. გადმოცემის თანახმად, როდესაც მიადგნენ ადგილს სადაც სავარაუდოდ იყო ნაწამები ქრისტე, იქ აღმოჩნდა რამდენიმე ჯვარი, ხოლო ძირითადი ჯვრის ადგილას მოძიებული ლურსმნებით კონსტანტინე მეფემ ერთ-ერთისაგან ცხენის ლაგამი დაამზადებინა, მეორე გამოყენებულ იქნა სამეფო გვირგვინის დამზადებისას. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ჯვართან აღმოჩენილი 4 სამსჭვალიდან ერთი IV საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ ახლად გაქრისტიანებულ მეფე მირიანს გაუგზავნა.

4 სამსჭვალი

რედაქტირება
 
ჯვარცმის გამოსახვა 4 სამსჭვალით.

მართლმადიდებლობაში, სტაროვერებში და სხვა ზოგიერთ მიმდინარეობაში იესო ქრისტეს ჯვარცმის გამოსახვა ხდება ოთხი სამსჭვალით.

3 სამსჭვალი

რედაქტირება
 
ჯვარცმის გამოსახვა 3 სამსჭვალით.

კათოლიკური, სომხური სამოციქულო, კოპტური, ლუთერანული, ანგლიკანური და სხვა ეკლესიები ჯვარცმას გამოსახავენ სამი სამსჭვალით.

2 სამსჭვალი

რედაქტირება
 
ძელზე 2 სამსჭვალით გაკვრის ნიმუში ადრეული გამოცემებიდან.

იეჰოვას მოწმეების აზრით, იესო ქრისტე ძელზე გაკრული იყო ორი სამსჭვალით.

ადგილმდებარეობა

რედაქტირება

სხვადასხვა დროს ქრისტეს სამსჭვლების რაოდენობა იცვლებოდა. ზოგის აზრით ის განპირობებული იყო იმით რომ ჯვარზე ლურსმნები არა მარტო ქრისტეს საწამებლად, არამედ უშუალოდ ჯვრის კონსტრუქციული ნაწილისთვისაც გამოიყენებოდა (ორი ძელის ერთმანეთთან დასაკავშირებლად; ფეხის დასადები დაფის და წარწერიანი დაფის დასამაგრებლად). დღესდღეობით ლურსმნები, რომლებიც თავისი ისტორიით უკავშირდებიან ქრისტეს ჯვარცმას — რამდენიმე ათეულია. ქვემოთ მოცემულია ლურსმნების მდებარეობის არასრული სია:

საქართველოს საპატრიარქო

რედაქტირება

რუსეთის საპატრიარქო

რედაქტირება

XVII საუკუნემდე აღნიშნული სამსჭვალი ინახებოდა საქართველოში. შემდეგ არჩილ II-ის მიერ რუსეთში გადასვლისას მოხდა აღნიშნული სამსჭვალის გადატანა. 2008 წლი 29 ივლისს, იგი მოსკოვის კრემლის მუზეუმის ფონდებიდან გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. რუსეთის გაქრისტიანების 1020 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დ. მედვედევმა გადასცა პატრიარქ ალექსი II-ს, სხვა ქრისტიანული რელიკვიებთან ერთად.[1]

მონცას საკათედრო ტაძარი

რედაქტირება
 
ლომბარდიის რკინის გვირგვინი მონცას საკათედრო ტაძარში

მონცის ტაძარში დაცულია სამეფო გვირგვინი, რომელიც მიჩნეულია ელენე დედოფლის კუთვნილებად. რკინის გვირგვინის სახელწოდება წარმოდგება მასში ჩასმული დაახ. 1 სმ-ის სიგანის რკინის სარტყლისგან, რომელიც გადმოცემით იესო ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებული ერთ-ერთი ლურსმნისგან არის გამოჭედილი. ტრადიციის მიხედვით, ეს ლურსმანი პირველად იმპერატორ კონსტანტინე I-ს დედამისმა მისცა, რომელმაც თავის მხრივ ეს ჯვარი აღმოაჩინა.

თუ როგორ ჩაუვარდა ეს ლურსმანი ლომბარდის მეფეებს, ჩრდილოეთ იტალიის გერმანელ დამპყრობლებს, გაურკვეველია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად მის აღმოჩენასთან დაკავშირებულია თეოდელინდა, ლანგობარდთა დედოფალი. შემდგომში ეს გვირგვინი ლომბარდიის მეფეთა, მოგვიანებით კი შუასაუკუნეების იტალიის სამეფოს სიმბოლო გახდა.

გვირგვინის გარე სარტყელი ექვსი ჭედური ოქროსა და მინანქრის სეგმენტისგან შედგება, რომელიც გარშემო ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი ჯვრებისა და ყვავილების რელიეფური ფორმებით. სარტყლები ერთმანეთზე მცირე ზომის ანჯამებითაა დამაგრებული.

გვირგვინის მცირე ზომა და ანჯამური კონსტრუქცია მიანიშნებს იმაზე, რომ თავდაპირველად იგი გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო. მკვლევარების ვარაუდით გვირგვინის ორი სეგმენტი დაკარგული უნდა იყოს.

კარპანტრის წმინდა სიფფრედიას ტაძარი

რედაქტირება
 
ლაგამი კარპანტრის წმინდა სიფფრედიას ტაძარში

რამდენიმე ლურსმნის ნახვა შესაძლებელია ასევე კარპანტრის წმინდა სიფფრედიას ტაძრის რელიქვიარში.

ბამბერგის ტაძარი

რედაქტირება
 
სამსჭვალი ბამბერგის ტაძარში

ბამბერგის ტაძარში დაცულია ერთი ლურსმანი, რომელსაც მიიჩნევენ ქრისტეს სამსჭვალად. უცნობია თუ საიდან მოხვდა ის ტაძარში, თუმცა ის პირველად 1260 წელს იხსენიება. ლურმანი დაახლოებით 11 სმ სიგრძისაა. ლურსმანს თავი და ბოლო მოტეხილი აქვს. 1652 წელს გადმოცემით უსინათლო გლეხს მასზე შეხებით მხედველობა აღუდგა.

კოლლე-დი-ვალ-დ'ელსა

რედაქტირება

კიდევ ერთი ლურსმანი, რომელიც 972 წლიდან იხსენიება დაცულია იტალიის კოლლე-დი-ვალ-დ'ელსას ტაძარში.

მილანის საკათედრო ტაძარი

რედაქტირება

ერთი ლურსმანი, რომელსაც პრეტენზია ქრისტეს სამსჭვალზე გააჩნია დაცულია მილანის საკათედრო ტაძარში.

სანტა-კროჩე-ინ-ჯერუსალემე

რედაქტირება

სანტა-კროჩე-ინ-ჯერუსალემეში ასევე დაცულია ქრისტეს სამსჭვალი, რომელიც სიგრძეში დაახლოებით 12 სმ-ია. ის თავთან მოღუნულია და წატეხილი აქვს პირი (პირთან ერთად 16 სმ უნდა ყოფილიყო). ლურსმნის აღნიშნული ნიმუში ძალიან წააგავს ტრირის წმინდა პეტრეს ტაძარში დაცულ ლურსმანს.

ტრირის წმინდა პეტრეს ტაძარი

რედაქტირება
 
სამსჭვალი ტრირის საკათედრო ტაძარში

ტრირის წმინდა პეტრეს ტაძარში დაცული ლურსმანი ძველი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ X საუკუნეში მთავარეპისკოპოსი ეგბერტ ფონ ტიერის (977-993) კურთხევით სპეციალურად ლურსმნისათვის მოიჭედა ლუსკუმა. მას შემდეგ ლურსმანი დაცულია აღნიშნულ ჭურჭელში რომლის კედლები გამჭვირვალეა და მნახველს შეუძლია მისი დათვალიერება გარედან. ლურსმანი სიგრძით 17 სმ-ია, წატეხილი აქვს პირი.

ვენის საგანძური

რედაქტირება
 
სამსჭვალი ვენის საგანძურში

ლურსმანი რომის პაპა ინოკენტი II-თან, მეფე კონრად III-გან მოხვდა. წყაროებში ის პირველად 1260 წლიდან იხსენიება. რელიქვიას შუბისპირის ფორმა აქვს და ერთი-ერთი მოსაზრებით, ლურსმნის ფრაგმენტი უშუალოდ მასშია დაცული. აღნიშნული ნივთი დაცულია ვენის საგანძურში.

სანტა მარია დელლა სკალლა

რედაქტირება
 
სამსჭვალი სანტა მარია დელლა სკალლაში

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Частица ризы Христа и голгофский гвоздь