უფლის კვართი
უფლის კვართი — ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი, იესო ქრისტეს პერანგი. როგორც ცნობილია, ღვთისმშობელმა თავი ტაძრის მსახურებას შესწირა და კარგად იცოდა რელიგიური წეს-ჩვეულებები. რადგან ძველი აღთქმის მიხედვით, მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა სამოსელთან ერთად, აუცილებლად უნდა სცმოდა ნაქსოვი კვართიც, ღვთისმშობელმ გადაწყვიტა თავისი ძისთვის, როგორც მღვდელთმოძღვრისთვის, მოექსოვა კვართი.
„ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად“
|
ახალი წელთაღრიცხვის 33 წელს გამართულ ქრისტეს სამსჯავროზე სინედრიონმა ქართლიდან ორი ებრაელი — ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი მიიწვია. ისინი იერუსალიმში გვიან ჩავიდნენ და იესოს გასამართლებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მცხეთელი ებრაელები ქრისტეს ჯვარცმას დაესწრნენ და უფლის კვართი საქართველოში ჩამოაბრძანეს.
მცხეთაში დაბრუნებულ ელიოზს შეეგება მისი და, სიდონია, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი, გოდებით მოისმინა ქრისტეს ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. გარდაცვლილს კვართი ვერაფრით გამოართვეს. მცხეთელი ებრაელები იძულებული გახდნენ, სიდონია კვართთან ერთად დაეკრძალათ. მალე ქალწულის საფლავზე კვიპაროზის ხე ამოვიდა, რომელიც სურნელს აფრქვევდა და მირონი სდიოდა.
სვეტიცხოველი
რედაქტირება326 წელს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ლოცვით, ქართლის მეფე მირიან III ქრისტიანად მოინათლა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. უფლის კვართის დაკრძალვის ადგილას ეკლესიის აგება გადაწყდა. კვიპაროზის ხე საგანგებოდ მოჭრეს მშენებლობისთვის და ეკლესიის საძირკველთან მიიტანეს, მაგრამ მისი სვეტად აღმართვა ვერ შეძლეს. წმიდა ნინომ მთელი ღამე ილოცა მოწაფეებთან ერთად. გამთენიისას ნათლით შემოსილი ანგელოზი ჩამოვიდა ზეციდან, ხელი მოჰკიდა სვეტს და აღმართა. ღვთიური ნათლით გაბრწყინებული სვეტი ჰაერში გაჩერდა თორმეტი წყრთის სიმაღლეზე. მთელი მცხეთა დაიძრა ნათლითმოსილი სვეტის თაყვანსაცემად. სვეტთან მიახლოვებისთანავე ავადმყოფები იკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ, ხოლო დავრდომილები ფეხზე დგებოდნენ. კვართი დამარხულია „სვეტი ცხოვლის“ ქვეშ. XII საუკუნეში ნიკოლოზ გულაბერისძემ ქრისტეს კვართს სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა.
ტაძრის ისტორია
რედაქტირება- მცხეთაში პირველი ეკლესია მეფე მირიანმა III-მ ააგო IV საუკუნის 20-იან წლებში მირონმდინარე სვეტის გარშემო. სასწაულმოქმედი სვეტის გამო, ეკლესიას სვეტიცხოველი ეწოდა.
- V საუკუნის II ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა პირველი ეკლესიის ნანგრევებზე ბაზილიკა ააშენა.
- 1010-1029 წლებში, დაზიანებული ბაზილიკის ადგილას, ქართლის კათოლიკოსმა — მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო, რომელიც დღემდე წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმთავრეს ტაძარს.
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სვეტიცხოვლის შესახებ დაარქივებული 2007-02-04 საიტზე Wayback Machine.