ელიოზ მცხეთელი
ელიოზ მცხეთელი — მცხეთის ებრაული თემის წარმომადგენელი ახ. წ. I საუკუნის I ნახევარში, რომლის სახელს ქართული ისტორიული წყაროები იესო ქრისტეს კვართის მცხეთაში ჩამობრძანებას უკავშირებს.
ელიოზი დედის მხრიდან მღვდელთმთავრის შთამომავალი ყოფილა. ახ. წ. 30 წელს იესოს გასამართლებაზე იერუსალიმში მცხეთის ებრაული თემის ოთხი წარმომადგენელი — ელიოზი, ლონგინოზ კანისელი (ლეონტი მროველის მიხედვით — კარსნელი), თალენაკ და მიხაელი — იყო მივლენილი. ელიოზმა და ლონგინოზმა სასამართლოს ვერ ჩაუსწრეს, თუმცა პირადად დაესწრენ ჯვარცმას. ჯვარცმის შემდეგ „განიყვეს სამოსელი“ იესოსი და კვართი წილად ხვდა ელიოზს. მცხეთაში ჩამოტანისთანავე ელიოზმა შეიტყო, რომ დედამისი იესოს სიკვდილით დასჯით გამოწვეულ მწუხარებას გადაჰყვა. „მოქცევაჲ ქართლისაჲს" გადმოცემით, ელიოზ მცხეთელს შეეგება თავისი და სიდონია, უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა იქ, სადაც შემდეგ სვეტიცხოველი აღიმართა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თევზაძე, ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 646.