ქოლგოსანი აბედა, განტოტებული აბედა (ლათ. Polyporus umbellatus) — ბაზიდიუმიანი სოკო აბედოვანთა ოჯახისა. დიამეტრში აღწევს 50 სმ-ს, მასით — 4 კგ-ს. შედგება მრავალრიცხოვანი (100 და მეტი) დატოტვილი ფეხისაგან (ძირში ერთიანდებიან საერთო ბოლქვისებრ ფეხში), რომლებზეც განლაგებულია მომრგვალებული, ღია მურა ფერის ქუდები, დიამეტრით 1–4 სმ, ხოლო სისქით — 2 მმ-მდე. ქუდის ქვედა მხარეზე მილები თეთრია, ქუდიდან ფეხზე გარდამავალი. აქვს სოკოს სურნელი კამის ელფერით. საჭმელად ვარგისია. გავრცელებულია ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში. ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშების პარაზიტი სოკოა, იწვევს ფესვებისა და ხის ტანის (ძირში) სიდამპლეს.[2]
ქოლგოსანი აბედა |
---|
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
---|
|
ლათინური სახელი |
---|
Polyporus umbellatus (Pers.) Fr. (1821) |
სინონიმები[1] |
---|
-
- Boletus ramosissimus Scop., 1772
- Boletus ramosus Vahl, 1797
- Boletus umbellatus Pers., 1801
- Cerioporus umbellatus (Pers.) Quél., 1888
- Cladodendron umbellatum (Pers.) Lázaro Ibiza, 1916
- Cladomeris umbellata (Pers.) Quél., 1886
- Dendropolyporus umbellatus (Pers.) Jülich, 1982
- Fungus ramosissimus (Scop.) Paulet, 1793
- Grifola ramosissima (Scop.) Murrill, 1904
- Grifola umbellata (Pers.) Pilát, 1934
- Merisma umbellatum (Pers.) Gillet, 1878
- Pocillaria umbellata (Pers.) Kuntze, 1891
- Polypilus ramosissimus (Scop.) Bondartsev & Singer, 1941
- Polypilus umbellatus (Pers.) P. Karst., 1882
- Polyporus chuling Shirai, 1905
- Polyporus ramosissimus (Scop.) J. Schröt., 1889
|
|