აბედასნაირნი (ლათ. Polyporales) — ბაზიდიუმიანი სოკოების რიგი აგარიკომიცეტების კლასისა, რომელიც მოიცავს 1800-მდე სახეობას (სხვა ავტორებზე დაყრდნობით რიგში შედის არანაკლებ 3-4 ათასი სახეობა). რიგის სისტემატიკური მდგომარეობა ბოლომდე გარკვეული არ არის.

აბედასნაირნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
ქვეკლასი:  incertae sedis
ლათინური სახელი
Polyporales Gäum., 1926[1]

მასში შემავალი ბევრი სახეობა საპროტროფია, რომელთა უმეტესობა მერქნის დამღუპველია და იწვევს მის ლპობას. ზოგიერთი გვარის (მაგ.Ganoderma და Fomes) წარმომადგენელი აინფიცირებს ცოცხალი ხის ქსოვილებს, ხოლო შემდგომ ანადგურებს მათ.

სხვადასხვა ქვეყნებში მისდევენ მათ ხელოვნურად მოშენებას, ხოლო ზოგიერთი სახეობა აქტიურად გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში.

სამეცნიერო სინონიმებია: Aphyllophorales Rea (1981),[2] Fomitopsidales Jülich 1981), Trametales Boidin, Mugnier & Canales (1998)[3] და სხვა.

კლასიფიკაცია

რედაქტირება

2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, რიგში ერთიანდება შემდეგი ოჯახები:[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gäumann, E. (1926). "Vergleichende Morphologie der Pilze". Nature. 117 (2954): 820. Bibcode:1926Natur.117..820.. doi:10.1038/117820a0. S2CID 4096339
  2. Rea, Carleton (1922). „British Basidiomycetae: A Handbook to the Larger British Fungi“. Nature. 111 (2781): 574. Bibcode:1923Natur.111..213B. doi:10.1038/111213a0. S2CID 4123814.
  3. Boidin, J.; Mugnier, J.; Canales, R. (1998). „Taxonomie moleculaire des Aphyllophorales“. Mycotaxon (ფრანგული). 66: 445–491 (see p. 487).
  4. საიტ Catalogue of Life-ზე დაყრდნობა დაარქივებული 2019-09-27 საიტზე Wayback Machine. .