ქიქინეთი
ქიქინეთი — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, წახანის თემში.[2] მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1460 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 23 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 23 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 177 ადამიანი.[3] საბჭოთა პერიოდში შედიოდა ვარხანის სასოფლო საბჭოში.
სოფელი | |
---|---|
ქიქინეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | წახანი |
კოორდინატები | 41°42′13″ ჩ. გ. 42°53′46″ ა. გ. / 41.70361° ჩ. გ. 42.89611° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1460 მ |
მოსახლეობა | 151[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,0 % სომხები 1,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 151 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 177 | 90 | 87 |
2014[1] | 151 | 77 | 74 |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებასოფელში დგას განვითარებული შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები, XVI საუკუნის „თამარის ციხე“, შუა საუკუნეების თუთაჯვარის და ჭიხელის ეკლესიების ნანგრევები, XIX საუკუნის მეჩეთი. მეჩეთი აშენებულია ჯაყელების მიერ. 1944 წელს მუსლიმების დეპორტაციის შემდეგ, მეჩეთი გამოიყენებოდა სოფლის კლუბად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 537-538.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები