ქვემო აფიანჩა
ქვემო აფიანჩა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (წებელდის თემი), წებელდის ქვაბულში, აფიანჩის მთის ძირას. ზღვის დონიდან 320 მ, გულრიფშიდან 26 კმ, კელასურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 29 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 513.