წებელდის ტაფობი
(გადამისამართდა გვერდიდან წებელდის ქვაბული)
წებელდის ტაფობი — პლატო-ქვაბული საქართველოში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ამტყელ-ჯამპალისა და მაჭარის ხეობებს შორის. აგებულია ცარცულ-პალეოგენური კირქვებით. ქვაბულის ფსკერი სოფელ წებელდის მიდამოებში 400-500 მ სიმაღლეზეა, გარს შემორტყმული მთები 1000-1200 მ აღწევს. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, თვით ქვაბულში ნათეს-ნარგავებია. წებელდის ტაფობი მდიდარია კარსტული წარმონაქმნებით. აღსანიშნავია გერგემიშის მშრალი ხეობა და მრავალი მღვიმე, რომელთა უმრავლესობა ხეობების გვერდებში იხსნება. ამ მხრივ აღსანიშნავია ქვაჭარა და შაქურიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 302.