მაჭარა

მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაჭარა (მრავალმნიშვნელოვანი).

მაჭარა (დიდი და პატარა) — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 21,2 კმ, აუზის ფართობი 110 კმ². დიდ მაჭარას სათავე აქვს სოფელ წებელდის მახლობლად, ზღვის დონიდან 435 მ, პატარა მაჭარას - მის დასავლეთით, ზღვის დონიდან 950 მ. ერთდებიან სოფელ მერხეულთან. ერთვის შავ ზღვას სოფელ მაჭარასთან. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა (კარსტული) წყლით. ხშირად იცის წყალმოვარდნა. წყალუხვია ცივ პერიოდში, წყალმცირეა ივლის-სექტემბერში. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 4,4 მ³/წმ.

მაჭარა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გულრიფშის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე 43°01′31″ ჩ. გ. 41°15′35″ ა. გ. / 43.025306° ჩ. გ. 41.259944° ა. გ. / 43.025306; 41.259944
შესართავი შავი ზღვა
42°56′58″ ჩ. გ. 41°04′45″ ა. გ. / 42.949667° ჩ. გ. 41.079167° ა. გ. / 42.949667; 41.079167
სიგრძე 21,2 კმ
აუზის ფართობი 110 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 4,4 მ³/წმ
მაჭარა — საქართველო
მაჭარა
მაჭარა
მაჭარა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მაჭარა
მაჭარა
— სათავე, — შესართავი

ლიტერატურა

რედაქტირება