ქვედა ბერეთისა
ქვედა ბერეთისა — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემში). სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფლის ტერიტორიაზე, მდინარე დუმალას ხეობაში შემორჩენილია ბერეთისას ციხე.
სოფელი | |
---|---|
ქვედა ბერეთისა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიგოზეთი |
კოორდინატები | 42°11′19″ ჩ. გ. 43°23′30″ ა. გ. / 42.18861° ჩ. გ. 43.39167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 840 მ |
მოსახლეობა | 495[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებასოფელი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე დუმალის ნაპირას. ქვედა ბერეთისა ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე დუმალას ხეობაში, (ზღვის დონიდან 840 მეტრი). სოფელი მდებარეობს ჭიათურიდან 17, ნიგოზეთიდან 6 კილომეტრის დაშორებით.
სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფლები უსახელო და წყალშავი, რომელთაგან გამოყოფს მდინარე რკვიანასა და დუმალას წყალგამყოფი სერი. სამხრეთით მას ესაზღვრება სოფელი ქბილარი, რომლისგანაც გამოყოფილია დუმალასა და ახაშმულას წყალგამყოფით. დასავლეთის საზღვარი გადის მდინარე დუმალას ხეობაზე, აქედან ქვედა ბერეთისას ესაზღვრება სოფელი მანდაეთი. ხოლო აღმოსავლეთით კი მას ესაზღვრება სოფელი ზედა ბერეთისა. ქვედა ბერეთისა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 5 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 4 კმ-ზე.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 495 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 807 | 374 | 433 |
2014[1] | 495 | 252 | 243 |
არქეოლოგია
რედაქტირებაქვედა ბერეთისას ტერიტორიაზე აღმოჩენილია ორი არქეოლოგიური ძეგლი: საწურბლიის შახტი და პირაღია კლდის მღვიმე. მღვიმეები მდებარეობს მდინარე ახაშმულის აუზში, ზღვის დონიდან 895-920 მეტრზე, გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებსა და მერგელებში.
ეკონომიკა
რედაქტირებაეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა. გავრცელებულია მემინდვრეობა, მემცენარეობა, მესაქონლეობა. სოფელში ასევე არის ქვის კარიერი, მდინარე დუმალაზე კი აგებულია ხელოვნური წყალსაცავი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 509.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია ქვედა ბერეთისას შესახებ დაარქივებული 2012-03-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II