ზედა ბერეთისასოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე დუმალის (ძირულის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ჭიათურიდან 19 კილომეტრი, ქუთაისიდან – 85 კმ., თბილისიდან ჭიათურის გავლით – 195 კმ., კორბოულის გავლით – 150 კმ. სოფელში არის სკოლა, კერძოდ ქვედა ბერეთისის მიწაზე, არის საფეხბურთო მოედნები. სოფელში შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესია.

სოფელი
ზედა ბერეთისა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი ნიგოზეთი
კოორდინატები 42°11′46″ ჩ. გ. 43°24′18″ ა. გ. / 42.19611° ჩ. გ. 43.40500° ა. გ. / 42.19611; 43.40500
ცენტრის სიმაღლე 840
მოსახლეობა 328[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა ბერეთისა — საქართველო
ზედა ბერეთისა
ზედა ბერეთისა — იმერეთის მხარე
ზედა ბერეთისა

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 328 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 544 262 282
2014[1]   328 160 168

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 330.
  • დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 58
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II