გაბდელქარიმ გაბდელჰაქიმოვი ( თათრ. Габделкәрим Габделрәүф улы Габделхәкимов ), ასევე ცნობილია როგორც ქარიმ ჰაქიმოვი ( თათრ. Кәрим Габдрәүф улы Хәкимов ) ან „ წითელი ფაშა “ ( არაბ. كريم حكيموف  ; დ. 28 ნოემბერი, 1890 ან 1892, სოფელი დიუსიანოვო, ბელებევსკის ოლქი , უფას გუბერნია — გ. 10 იანვარი, 1938, მოსკოვი ) — საბჭოთა დიპლომატი, საბჭოთა რუსეთის პირველი სრულუფლებიანი წარმომადგენელი არაბულ ქვეყნებში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკასა და არაბულ-სპარსულ სამყაროს შორის კარგი ურთიერთობების დამყარებაში.

ქარიმ ჰაქიმოვი
ქარიმ ჰაქიმოვი
თათრ. Габделкәрим Габделрәүф улы Габделхәкимов
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი საუდის არაბეთის სამეფოში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1935 – 1937
წინამორბედინაზირ ტიურიაკულოვი

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი იემენის სამეფოში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1929 – 1931

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკს გენერალური კონსული ჰიჯაზის, ნეჯდისა და ანექსირებული რეგიონების სამეფოში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1926 – 1928

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკს დიპლომატიური წარმომადგენელი ჰიჯაზის სამეფოში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1924 – 1925

თურქესტანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ბუხარას რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, თურქეთის რევოლუციური სამხედრო საბჭოს კომისარი აღმოსავლეთ ბუხარაში.
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1920 – 1921

ორენბურგის სამხედრო რევოლუციური კომიტეტის წევრი, ორენბურგის გუბერნიის სახალხო განათლების განყოფილების ხელმძღვანელი.
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1918 – 1920

დაბადებული28 ნოემბერი 1890
სოფელი დიუსიანოვო, ილკუმინსკაია ვოლოსტი, ბელებევსკის რაიონი, უფას გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი10 იანვარი 1938 (47 წლის)
მოსკოვი
ეროვნებათათარი
დაკრძალულიამოსკოვი, კომუნარკა
პოლიტიკური პარტიასაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
განათლებამედრესე გალია; წითელი პროფესორების ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ქარიმ ჰაქიმოვი ჩაის ადუღებს ჯიდაში, 1924 წელი

დაიბადა 1892 წელს გლეხის ოჯახში სოფელ დიუსიანოვოში, ილკულმის ვოლოსტი, ბელებევსკის რაიონი, უფას გუბერნია (ახლანდელი ბიჟბულიაკსკის რაიონი, ბაშკორტოსტანი ). თუმცა, ჰაქიმოვის სამეცნიერო ბიოგრაფიის ავტორმა რ.ჰაირეთდინოვმა გამოაქვეყნა არქივიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომ ჰაქიმოვი დაიბადა 1890 წელს. ეროვნებით: თათარი [1] [2]

1908 წელს სწავლობდა სოფელ თათარსკაია ყარგალას მედრესეში (ამჟამად მდებარეობს ორენბურგის ოლქის საკმარსკის რაიონში ).

1910-1911 წლებში სწავლობდა ქალაქ უფას „ გალიას “მედრესეში. მაგრამ სწავლა არ დაუსრულებია, ისე გაემგზავრა ტაშკენტში .

ახალგაზრდობაში მუშაობდა ქალაქ კონიბოდომის მაღაროში. იქ დაუმეგობრდა გადასახლებულ კოვალევსკის, რომელმაც გააცნო მას მარქსიზმის იდეები.

 
ტომსკის გიმნაზიის დამთავრების სერთიფიკატი

1917 წელს ექსტერნად დაამთავრა გიმნაზია ქალაქ ტომსკში.

1918 წლიდან იყო რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბ) წევრი.

1918-1919 წლებში — ორენბურგის მუსლიმური სამხედრო რევოლუციური კომიტეტის წევრი, გუბერნიის სახალხო განათლების კომისარი, საერთაშორისო პოლკის მე-2 ბატალიონის მეთაური ორენბურგის ოლქის აქტიუბის სექტორში,ვოლგის 1-ლი ცალკეული თათრული მსროლელი ბრიგადის (1-ლი თათრული ბრიგადა) პოლიტიკური განყოფილების უფროსი.

1920 წელს, ვალერიან კუიბიშევის რეკომენდაციით, იგი მიიწვიეს რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში დიპლომატიური საქმიანობისთვის. 1920-1921 წლებში იყო თურქესტანის ფრონტის პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, ამავე დროს თურქესტანის კომუნისტური პარტიის დროებითი ცენტრალური კომიტეტის მდივანი, რსფსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბუხარას სახალხო რესპუბლიკაში, ბუხარას კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1921 წლის ოქტომბერში — 1924 წლის ივლისში — რსფსრ / სსრკ გენერალური კონსული ქალაქ მეშჰედში, რაშტში ( სპარსეთი ).

 
ქარიმ ჰაქიმოვი არაბულ სამოსში და იემენური ტრადიციული ხანჯლით, ჯამბიით

1922 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გ.ვ.ჩიჩერინმა, ლოზანის კონფერენციის დროს, წინასწარ შეთანხმებას მიაღწია ჰიჯაზის მეფის წარმომადგენელთან ჰ. ლუტფალასტან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. 1924 წლის 9 აგვისტოს ჰაქიმოვმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ჰიჯაზის მეფეს ჰაშიმიდების დინასტიიდან. იგი გახდა გენერალური კონსული და სსრკ-ს დიპლომატიური აგენტი სამეფოში.

1925 წელს მოაწყო „ უმრა“ , ეგრეთ წოდებული „ მცირე ჰაჯი“მექაში, რითაც მოიპოვა არაბული ელიტის კეთილგანწყობა.

1926 წლის 16 თებერვალს სსრკ-მ პირველმა აღიარა ნეჯდის და ჰიჯაზის (საუდიტების) ახალი სახელმწიფო.

1926 - 1928 წლებში იყო სსრკ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი ნეჯდის და ჰიჯაზის და ანექსირებული რეგიონების სამეფოში (1932 წლიდან — საუდის არაბეთის სამეფო ). უშუალოდ მონაწილეობდა ახალი საუდის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, იგი გახდა იმჟამად მმართველი დინასტიის დამფუძნებელი მეთაურის, აბდელ აზიზ იბნ საუდის პირადი მეგობარი და მოიპოვა არაბეთის ნახევარკუნძულის რიგითი მაცხოვრებლების ნდობა. სსრკ-სა და არაბულ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დროს, ქარიმ ჰაქიმოვმა ორგანიზება გაუწია სსრკ- დან სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლისა და პროდუქტების მიწოდებას და მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარებას.

მუსლიმურ ოჯახში გაზრდილმა ხაკიმოვმა, როგორც ყოფილმა პროფესიონალმა რევოლუციონერმა, წითელი არმიის მეთაურმა და ბოლშევიკური ძალაუფლების ორგანიზატორმა, პირადი ავტორიტეტის და ხიბლის გამოყენებით ხელი შეუწყო არაბების თვალში რუსეთის პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას. 1927 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა ოდესიდან სასიცოცხლოდ აუცილებელი საქონლის — შაქრის, ფქვილის (ადგილობრივი მოსახლეობა მას შემდეგ უწოდებს მაღალხარისხიან ფქვილს „ მოსკობის“-„მოსკოვური “ ), კერასინის — პირველი სამი პარტიის გადაზიდვას ჯიდაში საზღვაო გზით. 1929 წლის იანვრიდან 1931 წლამდე იყო სსრკ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი იემენის სამეფოში, ამავე დროს — „ შუა აღმოსავლეთის ვაჭრობის“ გენერალური წარმომადგენელი და საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საგარეო დეპარტამენტის თანამშრომელი.

1932-1935 წლებში სწავლობდა მოსკოვის წითელ პროფესორთა უნივერსიტეტში.

1932 წელს, ყაზახური წარმოშობის საბჭოთა დიპლომატმა ნაზირ ტიურიაკულოვმა დაიკავა სსრკ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენლის პოსტი საუდის არაბეთის სამეფოში . 1932 წლის მაისში ჰაქიმოვმა ნაზირ ტიურიაკულოვთან ერთად მონაწილეობა მიიღო პრინცი ფეისალ იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის მოსკოვში ვიზიტის ორგანიზებასა და უზრუნველყოფაში. 1935 - 1937 წლებში იყო სსრკ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი საუდის არაბეთის სამეფოში . 1937 წლის 6 სექტემბერს გაიწვიეს მოსკოვში.

1937 წლის 27 ოქტომბერს დააპატიმრეს „ჯაშუშობისა და კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობის“ ბრალდებით. 1938 წლის 10 იანვარს დახვიტეს.

წითელი ფაშას განაჩენის სისრულეში მოყვანამ საუდის არაბეთის სამეფოს მმართველი დინასტიის წევრების აღშფოთება გამოიწვია. ამ ქვეყანასა და სსრკ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა 1938 წელს, ქარიმ ჰაქიმოვის გაწვევის შემდეგ და არ განახლებულა საბჭოთა კავშირში კომუნისტური სისტემის დაცემამდე.

დაპატიმრება და განაჩენის აღსრულება

რედაქტირება

დააპატიმრეს 1937 წლის 27 ოქტომბერს. ბრალდებული იყო „ჯაშუშობაში და კონტრრევოლუციურ ორგანიზაცია NKID - თან თანამშრომლობაში“. ჰაქიმოვის სახელი შეტანილი იყო სტალინის სიკვდილით დასასჯელთა სიაში, რომელიც თარიღდებოდა 1938 წლის 3 იანვრით (163 პირი No 145 სია, გრიფით „მოსკოვი-ცენტრი“). [3] 1 კატეგორიის სიას ( უმაღლესი ზომა ) მოაწერეს ხელი მოლოტოვმა, კაგანოვიჩმა, ვოროშილოვმა და ჟდანოვმა. [4] 1938 წლის 10 იანვარს განაჩენი ოფიციალურად დამტკიცდა სსრკ-ს სრულიად რუსეთის სამხედრო კომისიის სხდომაზე. იმავე დღეს ჰაქიმოვი დახვრიტეს. დაკრძალვის ადგილია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პოლიგონი კომუნარკა“. [5]

1956 წლის 28 იანვარს სსრკ-ს უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ მოხდა მისი რეაბილიტაცია.

საუდის არაბეთსა და სსრკ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა

რედაქტირება

1938 წლის 13 აპრილს გაუქმდა მისი სრულუფლებიანი მისია ჯედაში, იმის გამო, რომ იბნ საუდმა უარი განაცხადა სტალინის სხვა სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიღებაზე.

წარმომავლობა და ოჯახი

რედაქტირება
 
ქარიმ ჰაქიმოვი, მისი მეუღლე ხადიჩა და ვაჟი შამილი

პოლიტიკური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის წიგნის მიხედვით, ქარიმ ჰაქიმოვი იყო ეროვნებით თათარი, ბელბეის კანტონის სოფელ დიუსიანოვოდან. [6]

1924 წელს ქარიმ ჰაქიმოვის მცირეწლოვანი ვაჟი შამილი გარდაიცვალა დიზენტერიით სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო. ჰაქიმოვების ოჯახის გადმოცემის თანახმად, ჰიჯაზის მმართველმა, საუდის არაბეთის მომავალმა მეფემ სსრკ-ში სრულუფლებიანი წარმომადგენლის ქარიმ ჰაქიმოვის გაწვევის შემდეგაც კი დანიშნა სპეციალური პირი, რომელიც ყურადღებას მიაქცევდა საფლავს.

ჰაქიმოვის მეუღლე, ხადიჩა, იქნა რეპრესირებული, როგორც ხალხის მტრის ოჯახის წევრი. მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა კარლაგის რეპრესირებული ადამიანების ოჯახის წევრების ბანაკში.

ქალიშვილმა ფლორამ დაამთავრა ყაზანის კონსერვატორია.

ჰაქიმოვის ოჯახი ცხოვრობდა მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის სოფელ იუდინოში, დიდ ქალაქებში დასახლების აკრძალვის გამო.

მისი ძმა, ხალიკ ჰაქიმოვი (1895-1975) სამოქალაქო ინჟინერი. გარდაიცვალა მოსკოვში .

და — მაგნია ჰაქიმოვა-გადილოვა (1900-1981), მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში პედაგოგად. იგი გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქ უფაში.

1929 წელს ჰაქიმოვმა, როგორც სსრკ-ს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა იემენის სამეფოში, მონაწილეობა მიიღო კინოექსპედიციის ორგანიზებაში, რომლის ლიდერი იყო ლეგენდარული სატელევიზიო შოუს მოგზაურთა კლუბის დამფუძნებელი და პირველი წამყვანი (1960-1973 წწ.) ვ. შნეიდეროვი. [7] ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგებზე დაყრდნობით, 1930-იან წლებში გამოვიდა იემენის შესახებ დოკუმენტური ფილმების სერია.

თავისი დიპლომატიური მისიის დროს ქარიმ ჰაქიმოვმა მეგობრული ურთიერთობა დაამყარა საუდის არაბეთის მმართველი დინასტიის დამაარსებელთან აბდელ აზიზ იბნ საუდთან და სარგებლობდა მისი კეთილგანწყობით. არაბულ ელიტასა და უბრალო ხალხში იგი ცნობილი იყო წითელი ფაშას სახელით.

 
ქარიმ ჰაქიმოვი თან ახლავს არაბეთის მომავალ მეფე ფეისალ იბნ აბდულ აზიზ ალ-საუდს. მოსკოვი, 1932 წ

1932 წელს, წითელი პროფესორების ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, თან ახლდა საუდის არაბეთის მომავალ მეფეს (1964-1975) პრინც ფეისალს, რომელიც მოგზაურობდა მოსკოვში.

1937 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც ქარიმოვმა მიიღო დეპეშა სსრკ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატისგან დაუყოვნებელი დაბრუნების შესახებ, აბდელ აზიზ იბნ საუდმა, ვარაუდით, რომ "წითელი ფაშა" დაექვემდებარებოდა სტალინურ რეპრესიებს, შესთავაზა მას პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ ქარიმ ჰაქიმოვმა მაინც გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება.

როდესაც 1943 წელს კაიროში სსრკ-ს საელჩო გაიხსნა, მეფე აბდულაზიზმა გაგზავნა თავისი მრჩეველი აბდულა, რათა გაეგო წითელი ფაშასა და ნაზირ ტიურიაკულოვის ბედი. [8] „ მრჩეველი აბდულა“ ცნობილი, როგორც ბრიტანელი „ორიენტალისტი ჩინოვნიკი “ ჯონ ფილბი, რომელმაც მიიღო ისლამი. იგი იყო ცნობილი საბჭოთა დაზვერვის ოფიცრის ჰაროლდ ადრიან რასელ „ კიმ ფილბის “ მამა.

ნაზირ ტიურიაკულოვის სიკვდილით დასჯის და საუდის არაბეთიდან ქარიმ ჰაქიმოვის იძულებითი გაწვევის შემდეგ, აბდელ აზიზ იბნ საუდმა უარი განაცხადა სხვა სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიღებაზე სსრკ-დან; 1938 წელს საუდის არაბეთმა შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სსრკ-სთან. ურთიერთობა აღდგა მხოლოდ 1990 წლის 17 იანვარს.

ქარიმ ჰაქიმოვის გაწვევისა და სსრკ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, საუდებმა ყურადღება დიდ ბრიტანეთზე გადაიტანეს და მათი ქვეყანა დასავლეთის ქვეყნების კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა.

კოლეგებისა და თანამედროვეთა შეფასებები

რედაქტირება

1925 წლის 19 ივლისით დათარიღებულ წერილში ჰაქიმოვისადმი, სსრკ სახალხო მინისტრმა გიორგი ჩიჩერინმა ასე შეაფასა მისი მოგზაურობა მექაში:

 
„თქვენმა მოგზაურობამ მექაში, რომელიც ასე წარმატებით იყო ორგანიზებული და განხორციელებული, - წერდა ჩიჩერინი, - მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩვენი ინფორმაცია იბნ საუდის რეალური მდგომარეობისა და მისი განზრახვების შესახებ...“

ჰიჯაზის, ნაჯდისა და ანექსირებული რეგიონების მეფის აბდელ აზიზ იბნ საუდის წერილიდან სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მ. ი. კალინინისადმი, დათარიღებული ახ.წ. 1347 წლის მეექვსე თვის 26 დღით [9] :

 
„ვსარგებლობთ შემთხვევით და გამოვხატავთ სიხარულს მისი აღმატებულების წარმომადგენლის ძალისხმევის გამო ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობებისა და მეგობრობის გასაძლიერებლად. ამ მცდელობებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.“

1990 წელს სსრკ-ს ელჩი იემენის არაბთა რესპუბლიკაში ვ. პოპოვი ქარიმ ჰაქიმოვის მოღვაწეობას არაბეთში ასე ახასიათებდა:

 
„ძნელია შეაფასო ის, რაც გააკეთა ამ ადამიანმა, როგორც დიპლომატმა და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა. სწორედ მისი პირადი წვლილის შედეგად ჩაეყარა საფუძველი ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფოსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობას... არაბების ისტორიის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების ღრმა ცოდნის წყალობით, არაჩვეულებრივი ტაქტითა და ადამიანების მოზიდვის უნარით, ჰაქიმოვი დიდი პატივისცემით სარგებლობდა იემენელებსა და საუდელებს შორის... შესანიშნავად საუბრობდა არაბულად, არაბებიც კი გაოცებულნი იყვნენ მისი უნარით გამოეხატა თავისი აზრები ასე ღრმად, მხატვრულად და წმინდა „არაბულად. “ მისი ხელით დაწერილი დოკუმენტების კითხვა სიამოვნებაა: ისე კომპეტენტურად, პროფესიონალურად და ისეთი მდიდარი, გამომხატველი ენითაა შესრულებული. სასახლეების კარები მისთვის ღია იყო და ღარიბი ხალხი სიხარულით მიესალმებოდა თავიანთ ქოხებში; მისი სახლი ყოველთვის სავსე იყო სტუმრებით — მოდიოდნენ ვაჭრები, სამეფო ოჯახის ახლო თანამოაზრეები და ჩვეულებრივი ადამიანები.“
 
ქარიმ ხაკიმოვის ბიუსტი, სოფელი დუსიანოვო

1960 წელს ბაშკირეთის წიგნის გამომცემლობის მიერ რუსულ ენაზე გამოიცა ქარიმ ჰაქიმოვის ბიოგრაფია, რომლის ავტორები იყვნენ ლ. გადილოვი და ფ. გუმეროვი. შემდგომში მის შესახებ გამოიცა კიდევ 3 წიგნი რუსულ და ბაშკირულ ენებზე (1966, 1977, 1982)

1979 წელს გაიხსნა ქარიმ ჰაქიმოვის მემორიალური მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ დიუსიანოვოში. მუზეუმის გახსნას საფუძვლად დაედო მასალები, რომლებიც შეგროვდა ჟურნალისტ მისი სიძისა და ახლო მეგობრის ლ. გადილოვის მიერ.

1982 წელს მ. გაფურის სახელობის ბაშკირეთის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში შედგა ასანბაევის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ წითელი ფაშას“ პრემიერა, სადაც ქარიმ ჰაქიმოვის როლი შეასრულა რუსეთის ფედერაციის დამსახურებულმა არტისტმა, ბაშკირეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტმა ახტიამ აბუშახმანოვმა. წარმოდგენას დიდი წარმატება და საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა ბაშკირეთში და მის ფარგლებს გარეთ, თუმცა 1990-იან წლებში წარმოდგენები შეწყდა. არსებობს პიესის სატელევიზიო ვერსია; თავად პიესა ცალკე წიგნად გამოიცა 1987 წელს.

ქალაქ უფაში, ორენბურგში, ტაშკენტში, ბუხარაში არის მისი სახელობის ქუჩები.

2002 წელს Ufa Tract სატელევიზიო სტუდიამ მოამზადა დოკუმენტური ფილმი „სრულუფლებიანი წარმომადგენელი “ ქარიმ ჰაქიმოვის შესახებ, რომელიც რამდენჯერმე გავიდა ბაშკირეთის ტელევიზიით.

2011 წელს ბაშკირეთის სატელიტური ტელევიზიის არხმა გამოუშვა ისტორიკოსისა და პუბლიცისტი სალავატ ხამიდულინის დოკუმენტური ფილმი „არაბი ჰაქიმოვი.

 
მემორიალური დაფა, ორენბურგი


ბაშკირეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, 2015 წელს დიპლომატის დაბადებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად რესპუბლიკაში მოეწყო ზეიმი. [10]

2019 წლის ნოემბერში უფაში გაიხსნა მემორიალური დაფა ქარიმ ჰაქიმოვის პატივსაცემად. [11]

2020 წლის ივნისში გამოიცა წიგნი „ქარიმ ჰაქიმოვი: ცხოვრების ქრონიკა (რუსეთში ისლამისა და კომუნიზმის ბედის შესახებ).“ [12] ავტორია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ოლეგ ოზეროვი.

საკუთარი თხზულებები

რედაქტირება

ჰაქიმოვი ქ.ა., „ბედნიერი არაბეთი საბჭოთა სრულუფლებიანი წარმომადგენლის თვალით,ორენბურგის რეგიონის საბჭოთა სრულუფლებიანი სახელმწიფო არქივი. F.2484. OP.1. D.77.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гадилов Л. З., Гумеров Ф. Х. Карим Хакимов: Историко-биографический очерк. Уфа, 1960.
  • Воспоминания о Кариме Хакимове. Составитель Гадилов Л. З., Г. Г. Амири. Уфа, 1982.
  • Гадилов Л. З., Гумеров Ф. Х. Революционер-дипломат: [К. А. Хакимов]: Историко-биографический. Уфа, 1977.
  • Густерин П. Памяти Карима Хакимова — дипломата и учёного // Дипломатическая служба. 2008, № 1.
  • Густерин П. В. Советская разведка на Ближнем и Среднем Востоке в 1920—30-х годах. — Саарбрюккен: LAP LAMBERT Academic Publishing, 2014. — С. 38—43. — ISBN 978-3-659-51691-7.
  • Косач Г. Г. Карим Хакимов: годы жизни в Оренбурге. — В кн.: Неизвестные страницы отечественного востоковедения. Вып. 2. М., 2004.
  • Лилия Габдрафикова, Шамиль Валеев. Служить — Родине, дружить — с королями. «Известия — Башкирия» 29 ноября 2007 года.
  • Озеров О. Б. Карим Хакимов: летопись жизни (о судьбах ислама и коммунизма в России). — Москва: Издательство научных изданий КМК, 2020. — 232 с. — ISBN 978-5-907213-80-7.
  • Хайретдинов, Руслан Фанурович. Карим Хакимов — революционер, дипломат : диссертация … кандидата исторических наук : 07.00.02 Уфа, 2006 225 c. : 61 07-7/304.
  • Хайретдинов Р. Ф. Карим Хакимов — дипломат / Археография Южного Урала: Материалы межрегиональной научно-практической конференции. Уфа, 3-4 декабря 2002 г. — Уфа: РИО БашГУ. 2002. — С. 183—185.
  • Хайретдинов Р. Ф. Башкирский дипломат Карим Хакимов / Соглашение Центральной Советской власти с Башкирским правительством о Советской Автономной Башкирии в свете современных проблем Российского федерализма: Материалы региональной научно-практической конференции. — Уфа: РИО БашГУ. 2004. — С. 35-37.
  1. Карим Хакимов - ключи татар от Арабского мира. ციტირების თარიღი: 2023-02-07
  2. 10 татар, ставших легендами башкирского народа. ციტირების თარიღი: 2023-05-03
  3. Список лиц - Москва-центр;Московская область;Москва.ДТО Метро // от 3 января 1938 года | Сталинские расстрельные списки. ციტირების თარიღი: 2022-09-25
  4. Список лиц, подлежащих суду Военной Коллегии Верховного Суда СССР. Москва-Центр от 3 января 1938 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-13. ციტირების თარიღი: 2020-09-13
  5. ХАКИМОВ Керим Абдрауфович | Сталинские расстрельные списки. ციტირების თარიღი: 2022-09-25
  6. Асфандияров А.3. История сёл и деревень Башкортостана и сопредельных территорий. Уфа, Китап, 2009. — 744 с. С.461
  7. Источник. ციტირების თარიღი: 2009-06-05
  8. Гарольд Андриан Рассел «Ким» Филби. ციტირების თარიღი: 2009-06-05
  9. Calendarium : Мусульманский календарь. ციტირების თარიღი: 2009-06-07
  10. Рустэм Хамитов подписал указ о праздновании 125-летия со дня рождения Карима Хакимова |. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-20. ციტირების თარიღი: 2013-04-05. новости башинформ.рф
  11. „В Уфе открыли памятную доску дипломату Советского Союза Кариму Хакимову“. Regnum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-28. ციტირების თარიღი: 2019-11-28.
  12. Дипломат Олег Озеров: о «красном паше» Кариме Хакимове — Реальное время. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-04. ციტირების თარიღი: 2020-06-04.