ქამედაფნე
ქამედაფნე, კასანდრა (ლათ. Chamaedaphne) — მცენარეთა გვარი მანანისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ბუჩქებია. მათი სიმაღლეა 17—100 სმ. ტყავისებრი ფოთლები და თეთრი ყვავილები აქვთ. ფოთლის იროვე მხარე და ყლორტები დაფარულია ფარისებრი ქერქლებით. ნაყოფი კოლოფია.
ქამედაფნე | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Chamaedaphne | |||||||||||
|
გვარში ერთი სახეობაა — ჭაობის ქამედაფნე (ლათ. Chamaedaphne calyculata), რომელიც იზრდება ჩრდილოეთ ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, იშვიათად იაპონიაში, ტუნდრისა და მეტწილად სფაგმუნიანი ჭაობების დამახასიათებელი მცენარეა. გვხვდება აგრეთვე ნოტიო ტყეში, მდინარისა და ტბის ნაპირებზე.
ფოთოლი და ნორჩი ყლორტი შეიცავს გლოკოზიდ ანდრომედოტოქსინს, რომელიც შხამიანია და საშიშია ცხვირასა და თხისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 451.