ქალი საოცრება 1984
„ქალი საოცრება 1984" (ინგლ. Wonder Woman 1984; WW84) — 2020 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია DC Comics-ის პერსონაჟ ქალ საოცრებაზე. ეს არის 2017 წლის ქალი საოცრების გაგრძელება და DC გაფართოებული სამყაროს (DCEU) მეცხრე ნაწილი. ფილმის რეჟისორია პეტი ჯენკინზი, ხოლო სცენარის ავტორები — ჯეფ ჯოუნზი და დეივ კელაჰემი. გალ გადოტი ასრულებს პრინცესა დაიანას / ქალი საოცრების როლს. სხვა მსახიობებს შორისაა კრის პაინი, კრისტენ ვიგი, პედრო პასკალი, რობინ რაიტი და კონი ნილსენი. ფილმში მოქმედება 1984 წელს, ცივი ომის დროს ხდება.
„ქალი საოცრება 1984“ | |
---|---|
ჟანრი | სუპერგმირული ფილმი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება | DC-ის პერსონაჟები |
ისტორია |
|
როლებში |
|
მუსიკა | ჰანს ციმერი |
ოპერატორი | მეთიუ იენსენი |
მონტაჟი | რიჩარდ პირსონი |
მწარმოებელი კომპანია | |
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 151 წუთი[2] |
ქვეყანა | აშშ[1] |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 200 მილიონი აშშ დოლარი[3] |
შემოსავალი | 169.6 მილიონი აშშ დოლარი[4][5] |
პირველი ფილმის გამოსვლიდან მალევე, 2017 წლის ივნისში, დაიწყო საუბარი გაგრძელების შესახებ. შემდეგ თვეს ის უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ძირითადი გადაღებები 2018 წლის 13 ივნისს დაიწყო, მეტწილად — Warner Bros Studios-ში, ლივზდენში, ინგლისში, აგრეთვე კოლუმბიის ოლქსა და ჩრდილოეთ ვირჯინიაში აშშ-ში, ლონდონსა და დუქსფორდში ინგლისში, ტენერიფესა და ფუერტვენტურაზე კანარის კუნძულებზე და ალმერიაზე ანდალუსიაში, ესპანეთი. 2018 წლის 22 დეკემბერს ექვსთვიანი გადაღებების ეტაპი დასრულდა, ხოლო დამატებითი გადაღებები 2019 წლის ივლისში მოეწყო.
ქალი საოცრება 1984-ის პრემიერა გაიმართა 2020 წლის 15 დეკემბერს, ვირტუალურ პლატფორმა DC FanDome-ის მეშვეობით. საერთაშორისო ბაზრებზე, რომლებსაც არ აქვთ HBO Max, ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა 2020 წლის 16 დეკემბერს. კრიტიკოსებისგან მან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო და 200 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით შემოსავალმა შეადგინა მხოლოდ 169.6 მილიონი, რაც განპირობებული იყო COVID-19-ის პანდემიით და კინოთეატრების შეზღუდული რაოდენობის მუშაობით. მიუხედავად ამისა, ქალი საოცრება 1984 იყო ნაკადოვანი სერვისებით 2020 წლის ყველაზე ხშირად ნანახი ფილმი. ამჟამად დაგეგმილია მისი გაგრძელება ტელესერიალის სახით, დაკარგული სამოთხე.
სამსახიობო ჯგუფი
რედაქტირება- გალ გადოტი, როგორც პრინცესა დაიანა / ქალის საოცრება: უკვდავი ქალღმერთი, ამაზონის პრინცესა და მეომარი. დიანა არის ჰიპოლიტას, თემასკირას ამაზონელი დედოფლისა და ოლიმპიური ღმერთების მეფის, ზევსის ასული. [6][7]
- ლილი ასპელი ახალგაზრდა დაიანას როლში: 2017 წლის ფილმში ასევე ასპელმა შეასრულა ახალგაზრდა დაიანას როლი
- კრის პაინი, სტივ ტრევორის როლში : პირველი მსოფლიო ომის ამერიკელი მფრინავი და ჯაშუში,პირველი ფილმის მოვლენების დროს დაღუპული დიანას სიყვარული. [8]
- კრისტენ ვიგი ბარბარა მინერვას / ავაზას როლში: არქეოლოგი, რომელიც თავდაპირველად მეგობრობდა დაიანასთან.[9][10][11]
- პედრო პასკალი როგორც მაქსველ ლორდი:ქარიზმატული ბიზნესმენი და შავი ოქროს კოოპერატივის დამფუძნებელი.[12][13][14]
- კონი ნილსენი ჰიპოლიტას როლში : თემისკირას დედოფალი და დაიანას დედა.[15]
- რობინ რაიტი ანტილოპეს როლში: ჰიპოლიტას და, ამაზონის არმიის გენერალი და დაიანას დეიდა.[16]
-
კრისტენ ვიგი
-
პედრო პასკალი
-
კონი ნილსენი
წარმოება
რედაქტირებაგანვითარება
რედაქტირებაპირველი ფილმის რეჟისორმა, პეტი ჯენკინზმა, რომელმაც თავდაპირველად მხოლოდ ერთ ფილმზე მუშაობის კონტრაქტს მოაწერა ხელი, სურვილი გამოთქვა, რომ მიიღებდა მონაწილეობას შემდეგ ფილმშიც. [17] [18] 2017 წლის ივნისში, Variety- სთან ინტერვიუს დროს, კომიქსების მწერელმა ჯეფ ჯოუნზმა გამოაცხადა, რომ მან და ჯენკინსმა დაიწყეს ქალი საოცრება-ს გაგრძელების სცენარზე მუშაობა.[19][20][21]
2017 წლის 22 ივლისს, San Diego Comic-Con-ზე, სტუდიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფილმი გაგრძელდებოდა და რეჟისორის პოსტს კვლავ კენკინსი დაიკავებდა. თავდაპირველად განაცხადეს, რომ ფილმის სათაური იქნებოდა ქალი საოცრება 2.[22][23][24] 2017 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ The Expendables- ის მწერალი დევიდ კელაჰამი შეუერთდებოდა ფილმს და ჯენკინსთან და ჯონსთან ერთად სცენარზე იმუშავებდა.[25]
2018 წლის 28 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმი გადაიღებოდა IMAX კინოკამერით შერჩეული სამოქმედო თანმიმდევრობით. [26] 2018 წლის მაისის ბოლოს DCEU- ს პროდიუსერმა ზაკ სნაიდერმა დაადასტურა სოციალურ ქსელ პლატფორმა Vero- ში, რომ ის, მეუღლე დებორა სნაიდერთან ერთად, ქალი საოცრება-ს მეორე ნაწილში პროდიუსერი იქნებოდა.[27] 2018 წლის 13 ივნისს ფილმის სათაურად გამოცხადდა ქალი საოცრება 1984.[8]
წარმოებამდელი პერიოდი
რედაქტირებაფილმზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში გაერთიანებულ სამეფოში.[28] იმავე თვეში რეჟისორმა პეტი ჯენკინზმა განაცხადა, რომ ფილმი სიყვარულის კიდევ ერთი დიდი ისტორია იქნებოდა. [29] 2018 წლის აპრილში დადასტურდა, რომ ფილმში მოქმედება 1980-იან წლებში ხდება.[30]
წარმოების შემდგომი პერიოდი
რედაქტირებარიჩარდ პირსონი მუშაობდა ქალი საოცრება 1984- ის რედაქტორად. [31] ჯონ მოფატი ფილმის ზოგადი ვიზუალური ეფექტების ზედამხედველად მუშაობდა. [32][33] 2019 წლის დეკემბერში ჯენკინსმა განაცხადა, რომ ფილმზე მუშაობა დასრულდა ფილმის გამოსვლამდე ხუთი თვით ადრე.[34]
მუსიკა
რედაქტირება2018 წლის აგვისტოში ჰანს ციმერი გამოცხადდა ქალი საოცრება 1984- ის კომპოზიტორად, რომელმაც შეცვალა პირველი ფილმის კომპოზიტორი, რუპერტ გრეგსონ-უილიამსი.[35]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 WW84 (2020). British Film Institute. ციტირების თარიღი: 2022-01-01
- ↑ Wonder Woman 1984 (12A). British Board of Film Classification (14 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2022
- ↑ Warner Bros Debates Whether Wonder Woman 1984 Should Skip Theaters for Streaming (Exclusive) (20 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2020
- ↑ Wonder Woman 1984. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2021
- ↑ Wonder Woman 1984. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-23. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2021
- ↑ Schmitz, Greg Dean. (June 9, 2017) Wonder Woman Sequel Details Emerge, And More Movie News. ციტირების თარიღი: June 30, 2017
- ↑ Maytum, Matt. (June 24, 2020) Gal Gadot and Kristen Wiig talk Wonder Woman 1984: "It really doesn't feel like a sequel". ციტირების თარიღი: 2020-07-01
- ↑ 8.0 8.1 Sharf, Zack. (June 13, 2018) Wonder Woman 1984 First Look: Gal Gadot and Patty Jenkins Reunite, While Chris Pine Makes Surprise Return. ციტირების თარიღი: June 13, 2018
- ↑ Fleming Jr., Mike (February 28, 2018). „Kristen Wiig Being Lassoed For Villain Role On Wonder Woman 2“. Deadline. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 10, 2018. ციტირების თარიღი: March 2, 2018.
- ↑ Betancourt, David (March 9, 2018). „Kristen Wiig will star in Wonder Woman sequel as the Cheetah, Patty Jenkins confirms“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 10, 2018. ციტირების თარიღი: June 11, 2018.
- ↑ Newby, Richard. (June 8, 2018) The Bad Guys Are Inheriting the DC Universe. ციტირების თარიღი: June 11, 2018
- ↑ Kroll, Justin (March 28, 2018). „Narcos Star Pedro Pascal Lands Key Role in Wonder Woman Sequel (EXCLUSIVE)“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 29, 2018. ციტირების თარიღი: May 29, 2018.
- ↑ Pantozzi, Jill. (October 24, 2019) Pedro Pascal's Wonder Woman 1984 Character Is Exactly Who You Thought He Was. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 24, 2019. ციტირების თარიღი: October 24, 2019
- ↑ Eclarinal, Aeron Mer. Wonder Woman 1984 Director Denies Donald Trump Being Influence for Villain. ციტირების თარიღი: 2020-06-29
- ↑ Kroll, Justin (March 28, 2018). „Narcos Star Pedro Pascal Lands Key Role in Wonder Woman Sequel (EXCLUSIVE)“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 29, 2018. ციტირების თარიღი: May 29, 2018.
- ↑ „The Good Fight with Robin Wright“. Net-A-Porter. August 31, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 31, 2018. ციტირების თარიღი: September 1, 2018.
- ↑ Kit, Borys. (June 7, 2017) Wonder Woman Director Patty Jenkins Not Signed for Sequel. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: June 30, 2017
- ↑ Goldberg, Matt. (June 5, 2017) Wonder Woman 2 Setting Will Take Diana To America. Collider. ციტირების თარიღი: June 30, 2017
- ↑ Lang, Brent (June 20, 2017). „DC Film's Jon Berg, Geoff Johns on Success of Wonder Woman and Sequel Plans (EXCLUSIVE)“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 1, 2017. ციტირების თარიღი: June 30, 2017.
- ↑ Nyren, Erin (June 20, 2017). „Patty Jenkins Developing Wonder Woman Sequel (EXCLUSIVE)“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2017. ციტირების თარიღი: June 30, 2017.
- ↑ Sobel, Ariel. (June 29, 2017) BREAKING: Patty Jenkins Confirms She's Directing the Wonder Woman Sequel. Advocate. ციტირების თარიღი: June 30, 2017
- ↑ Freeman, Molly (July 22, 2017). „Warner Bros. Officially Announces Wonder Woman Sequel“. Screen Rant. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 23, 2017. ციტირების თარიღი: July 23, 2017.
- ↑ D'Alessandro, Anthony (July 22, 2017). „Warner Bros Confirms DC Universe Pic Titles: Wonder Woman II, Flashpoint & More – Comic-Con“. Deadline. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 22, 2017. ციტირების თარიღი: July 23, 2017.
- ↑ Sharf, Zack (September 11, 2017). „Wonder Woman 2: Patty Jenkins Signing Historic Deal to Become Highest Paid Female Director in Hollywood“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 11, 2017. ციტირების თარიღი: September 11, 2017.
- ↑ Kit, Borys (September 13, 2017). „The Expendables Writer Joins Patty Jenkins, Geoff Johns to Write Wonder Woman 2 (Exclusive)“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 19, 2017. ციტირების თარიღი: September 20, 2017.
- ↑ IMAX (IMAX) Q4 2017 Results – Earnings Call Transcript (February 28, 2018). ციტირების თარიღი: June 14, 2018
- ↑ Whitbrook, James. „Updates On Incredibles 2, Supergirl, The Expanse, and More“. io9. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 5, 2018. ციტირების თარიღი: June 6, 2018.
- ↑ Nambiar, Smitha. (December 6, 2017) Director Patty Jenkins Confirms Wonder Woman 2 Is in Pre-Production. ციტირების თარიღი: December 6, 2017
- ↑ Daly, Rhian. (December 1, 2017) Director Patty Jenkins teases more details of Wonder Woman 2 storyline. ციტირების თარიღი: December 1, 2017
- ↑ Stauffer, Derek. (April 24, 2018) Patty Jenkins Confirms Wonder Woman 2 Is Set in The '80s. ციტირების თარიღი: April 24, 2018
- ↑ Cameras Roll on Warner Bros. Pictures' Wonder Woman 1984. Business Wire (June 13, 2018). ციტირების თარიღი: June 13, 2018
- ↑ Marc, Christopher (November 28, 2018). „Wonder Woman 1984 Adds Harry Potter and The Deathly Hallows VFX Supervisor“. HNEntertainment.co. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 29, 2018. ციტირების თარიღი: November 28, 2018.
- ↑ Wonder Woman 1984. Art of VFX (December 8, 2019). ციტირების თარიღი: December 8, 2019
- ↑ Wonder Woman 1984 Is 'Technically Done' And Here's The First Cut's Runtime. CinemaBlend (December 21, 2019). ციტირების თარიღი: December 22, 2019
- ↑ Hans Zimmer to Score Patty Jenkins' Wonder Woman 1984. Film Music Reporter. ციტირების თარიღი: August 22, 2018