ქაბარჯინა

მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში

ქაბარჯინამთა, ძველი ჩამქრალი ვულკანი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის შტოქედზე, მდინარეების თერგისა და სნოსწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3141 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-დაციტური ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ლავებით. დასავლეთ კალთა ეროზიით ჩამორეცხილ-დაღარული და ფლატოვანია, მთის ძირში მძლავრი გამოზიდვის კონუსია ჩამოყალიბებული, რომელიც მდინარე თერგს ებჯინება. ქაბარჯინა თვალწარმტაცი კლდოვანი მასივის სახით არის აღმართული.

ქაბარჯინა
ქაბარჯინა (ხედი სტეფანწმინდიდან)
ქაბარჯინა (ხედი სტეფანწმინდიდან)
კოორდინატები: 42°34′16″ ჩ. გ. 44°33′17″ ა. გ. / 42.57111° ჩ. გ. 44.55472° ა. გ. / 42.57111; 44.55472
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3141 
ქედი ხევის კავკასიონი
ამგებელი ქანები ანდეზიტ-დაციტური ტუფი, ტუფ-ბრექჩია და ლავა
ასაკი ზედაპლიოცენური
ქაბარჯინა — საქართველო
ქაბარჯინა
ქაბარჯინა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქაბარჯინა
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება