ტელეკინეზი

(გადამისამართდა გვერდიდან ფსიქოკინეზი)

ტელეკინეზიბერძნული სიტყვა, რომელიც ნიშნავს გონებით რაიმეს გადაადგილებას, შეცვლას. (ψυχή, „psyche“ (ფსიქო) - გონება, სული, გული ან სუნთქვა, ხოლო κίνησις, „kinesis“ (კინეზის) - მოძრაობა). ასევე ცნობილია ტელეკინეზის სახელით. ხანდახან შემოკლებითი PK (ფსიქოკინეზისი) და TK (ტელეკინეზისი), აღნიშნავს ნამდვილ გონების შესაძლებლობას, მოახდინოს ზეგავლენა ადამიანის გონებაზე, დროზე, სივრცეზე და ენერგიაზე, ამ სამყაროში უცნობი ფიზიკის კანონების მეშვეობით. ძველად, ეს ყველაზე ძლიერ ფსიქიკურ ძალად მიაჩნდათ, რომელიც თითქმის უტოლდებოდა ღვთის ძალას. ტელეკინეზისის მაგალითებია გონებით რაიმე ნივთის გადაადგილება ან შეცვლა და ა.შ. მოვლენის შესწავლის დროს, აღმოჩნდა რომ ტელეკინეზისი პარაფსიგოლოგიის ერთგვარი ასპექტია. ზოგი პარანორმალური მოვლენის გამომკვლევარნი მიიჩნევენ რომ ტელეკინეზისი არსებობს და იმსახურებს შემდგომ - უფრო დეტალურ შესწავლას. სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ რომ ტელეკინეზისი არ არსებობს, ხოლო ყველაფერი მის შესახებ არის ტყუილი, ილუზია, მეცნიერული მონაცემების სტატისტიკური მანიპულაცია და სხვა ბუნებრივად ახსნადი მოვლენები. ტელეკინეზისი კინოების, შოუებისა და გასართობი პროგრამების აქტუალური თემაა.

ტერმინოლოგია

რედაქტირება

ძველი ისტორიიდან

რედაქტირება
 
ედუარდ იზადპრ ბოგი (1840-1901) საფრანგეთიდან ტელეკინეზისის დემონსტრაციას ახდენს.

ტერმინი „ტელეკინეზისი“ წარმოიშვა 1890 წელს, რუსი ფსიქიკური მოვლენების შემსწავლელი ალექსანდრე ნ. აკსაკოფის-ის მიერ. ხოლო ამერიკაში ეს ტერმინი 1914 წელს პირველად, ჰენრი ჰოლტის წიგნში - „კოსმიუერ ურთიერთობებზე“ იყო გამოყენებული, რომელიც შემგდომში გამოიყენა მისმა მეგობარმა - პარაფსიქოლოგ ჯ.ბ. რაინისმა, 1934 წელს. ეს ყველაფერი მისი ერთ-ერთი ცდას შედეგი იყო, კერძოდ კი მას აინტერესებდა შეეძლო თუ არა ადამიანს მოეხდინა ზეგავლენა კამათელზე, დავარდნის დროს. ორივე ტერმინი განხილულ იქნა სხვა სახელებით, მაგალითად: „შორეული ზეგავლენა“, „შორეული გონებრივი ზეგავლენა“, „ანომალური პერტირბაცია“ და ა.შ. თავდაპირველად ტერმინი ტელეკინეზისი წარმოიშვა, რომ აესახა რაიმე საგნის ან ობიექტის მოძრაობა, რომელიც გამოწვეული იყო მოჩვენებისგან, გარდაცვლილი ადამიანების სულისგან, მავნე სულებისგან, ანგელოზებისგან, დემონებისგან ან რაიმე სხვა ზებუნებრივი ძალებისგან. მოგვიანებით, როდესაც სპეკულაციამ ზრდა იწყო, იმის შესახებ რომ ადამიანი შეიძლება დამოწმებოდა ამ მოვლენას (ის, რომ არ იყო გამოწვეული არავითარი ყალთაბანდური გარემოების მეშვეობით) და რომ იყო შესაძლებელი ადამიანს გადაეადგილებინა ობიექტი, არანაირი სპირიტუალისტიკური გარემოცვის ფონზე, ტერმინი ტელეკინეზისი შეტანილ იქნა ლექსიკონში. საბოლოოდ პარაფსიქოლოგიურმა საზოგადოებამ, ტერმინი ფსიქოკინეზისი ამჯობინეს ტერმინს ტელეკინეზის, ამიტომაც ჩათვალეს რომ ხმარებაში უფრო ხშირი ფსიქოკინეზისი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, პოპულარული კულტურა, როგორიცაა კინო, ტელევიზია, ლიტერატურა, წლების განმავლობაში ამჯობინებდა ტელეკინეზის ხმარებას, რომ აღეწერათ პარანორმალური მოვლენები, მითუმეთეს მაშინ როდესაც ეს სიტყვა ძალიან ჰგავდა მის მსგავს სხვა ტერმინებს, მაგალითად როგორიცაა: ტელეპატია, ტელეპორტაცია, ტელეფონი, ტელევიზორი და ა.შ.

თანამედროვე ხმარებაში

რედაქტირება

როდესაც გამოკვლევებმა თანამედროვე ერას მიაღწიეს, სავსებით გასაგები გახდა, რომ ბევრი სხვადასხვაგვარი, მაგრამ ნათესაური შესაძლებლობები შეეძლოთ მიეკუთვნებინათ უფრო ფართოდ დახასიათებული ფსიქოკინეზისთვის, ხოლო ტელეკინეზისი - ფსიქოკინეზისის ერთ-ერთ ფორმადაა მიჩნეული. 2004 წელს, ამერიკაში, ფიზიკოსმა ავტორმა, ერიკ დეივისმა აღწერა ტელეკინეზისისა და ფსიქოკინეზისის კლასიფიკაცია და განაცხადა რომ, ტელეკინეზისი, ფსიქოკინეზის ფორმაა. ფსიქოკინეზისი არის ჩვეულებრივი ტერმინი, რომელიც შეიძლება ვიხმაროთ რომ ავღწეროთ გონებრივი ძალების კომპლექსის ნაირსახეობა, (ობიექტის გადაადგილოების ჩათვლით), და ტელეკინეზისი კი შეიძლება ვიხმაროთ მხოლოდ-და-მხოლოდ ობიექტის გადაადგილების ფენომენის დასახასიათებლად. სავარაუდოდ ადამიანს შეეძლო ჰქონოდა მეტად ღრმა ტელეკინეტიკური შესაძლებლობა, მაგრამ არ შეეძლო წარმოეშვა რაიმე დამატებითი ეფექტი, რომელიც შემჩნეულ იქნებოდა ფსიქოკინეზისში, როგორიცაა მეტალის კოვზის გადნობა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მისი მოგრეხა მინიმალური ფიზიკური ძალით, ხოლო თუ ვინმემ წარატებულად გაადნო მეტალის კოვზი ფსიქოკინეტიკურად, მას შეიძლება აღარ გამოეჩინა იმის შესაძლებლობა, რომ ტელეკინეტიკურად გადაადგილებინა რაიმე ობიექტი.

გაზომვა და დაკვირვება

რედაქტირება
 
თვითნებური ფსიქოკინეტიკური შემთხვევა, რომელიც ფრანგულ გაზეთში La Vie Mysterieuse იყო აღბეჭდილი 1911 წელს.

პარაფსიქოლოგი დამკვირვებელნი, ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში, გამოკვეთავენ ორ - ზომად და გამოკვლევად ფსიქოკინეზისა და ტელეკინეზის ტიპს. მიკრო-ფკ (ასევე მიკრო-ტკ) არის ძალიან მცირე ეფექტი, როგორიცაა ატომების, მოლეკულების, სუბატომური ნაწილაკების მანიპულაცია და ა.შ., რომლის გამოკვლევა სპეციალური მეცნიერული აპარატურით შეიძლება. მიკრო-ფკ და მიკრო-ტკ არის შემოკლებითი ვარიანტი სიტყვებისა: მიკრო-ფსიქოკინეზისი, მიკროფსიქოკინეზისი, მიკრო-ტელეკინეზისი, მიკროტელეკინეზისი. მაკრო-ფკ (ასევე მაკრო-ტკ) არის უფრო დიდ-მასშტაბური ეფექტი, რომელიც შეიძლება ინახოს შეუიარაღებელი თვალით.

სპონტანური ეფექტი

რედაქტირება

სპონტანური ობიექტის მოძრაობა და სხვა აუხსნელი ეფექტი, შემჩნეულ იქნა. ბევრი პარაფსიქოლოგი მიიჩნევს რომ ესენი არიან ფსიქოკინეზის/ტელეკინეზის ფორმები. 1958 წელს, პარაფსიქოლოგ უილიამ ჯ. როლმა წარმოშვა ახალი ტერმინი „განმეორებადი სპონტანური ფსიქოკინეზისი“. მოულოდნელი ობიექტის მოძრაობა, წინასწარ განზრახული დაპირების გარეშე, ერთი ან რამდენიმე მოწმის, სიახლოვის ან დასწრებისას, ნავარაუდევია რომ დაკავშირებულია ჯერჯერობით უცნობ ქვეცნობიერ გონების მიერ წარმოებულ ფკ/ტლ პროცესებთან. მკვლევარნი ხმარობენ ტერმინს: „ფსიქოკინეზის აგენტი“, რომ დაახასიათონ ის, ვინც საოჭვოდ, ფსიქოკინეზის მოქმედების წყაროა. სპონტანური მოძრაობის განხეთქილება, ან სხვა ეფექტი, მაგალითად კერძო სახლში, ძალადობა ან რაიმე მსგავსი ფსიქოლოგიური ეფექტი, როგორიცაა ხალხზე ობიექტების სროლა, ნაკაწრები, ნიშნები სხეულზე - ზოგჯერ გაოიკვლევა როგორც „პოლტერგეისტის“ შემთხვევები.

ქოლგური ტერმინი

რედაქტირება

ფსიქოკინეზისი არის ქოლგური ტერმინი, რომელიც სხვადასხვა დაკავშირებულ შესაძლებლობეს მოიცავს. როგორებიცაა:

  • ტელეკინეზისი: ობიექტის მოძრაობა (მიკრო და მაკრო; ამოძრავება, აწევა,აგიტაცია; ვიბრაცია; ბრუნვა; გრეხა; გადატეხვა; დარტყმა).
  • ბუნებრივად გამოწვეული ატომის ვიბრაციის აჩქარება ან შეცვლა, რაიმე ნივთიერებაში, რათა შეიცვალოს ტემპერატურა.
  • აეროკინეზისი, ტელეკინეტიკური საბსპეციალობა, რომელიც საშუალებელს ხდის სპეციფიკურად გააკონტროლოს აირის მოლეკულები.
  • ობიექტის დეფორმაცია.
  • მოვლენებზე ზეგავლენის მოხდენა.
  • ტელეპორტაცია (გაქრობა და მოქრობა ნებისმიერ ადგილას).
  • ნივთიერების ფაზისი.
  • ნივთიერების ტრანსმუტაცია.
  • ფორმის შეცვლა.
  • დამცავი ენერგია.
  • მაგნიტიზმის კონტროლი.
  • ფოტონების კონტროლი (სინათლის ტალღები/ნაწილეკაები)

ცნობილი ფკ/ტკ შესაძლებლობების მოსარჩლენი.

რედაქტირება
  • ური გელერი (1946 – ), წარმოშობით ებრაელი, ცნობილია კოვზის გადაგრეხის დემონსტრაციისათვის.
  • [ნინა კულაგინა (1926 - 1990), საბჭოთა კავშირის ფსიქიკი (დაახლოებით იგივეა, რაც ნათელმხილველი).
  • ფელისია ფერიზე, ამერიკელი სამედიცინო ლაბორატორიის ტექნიკოსი, როგორც ცნობილია მას განმეორებით შეეძლო ტელეკინეტიკურად პატარა ობიექტების მოძრაობაზე, დემონსტრაცია მოეხდინა.
  • ეუზაპია პალადინო (1854-1918), იტალიელი მედიუმი, რომელსაც შეეძლო ობიექტის გადაადგილება სეანსის დროს. მსოფლიოში ყველაზე განთქმული ჯადოქრის - ჰოვარდ სარსტონის მოწონება და აღიარება დაიმსახურა, როდესაც თავისი თვალებით იხილა მაგიდის ლავიტაცია, რომელსაც ეუზაპია ახდენდა.
  • სუამი რამა (1925 - 1996), იოგი, გამოცდილი თავისი გულის ფუნქციების გაკონტროლებაში, სწავლობდა „მენინგერის ფაუნდეიშენში“, 1970 წლის გაზახულსა და შემოდგომაზე. როგორც ცნობილია, რამდენიმე გამოკვლევარს დაუნახავს თუ როგორ აადგილებდა იგი საქსოვ ნემს ხუთი მეტრის მოშორებით. სუამი რამა პროცესის დროს ატარებდა სახის მასკასა და მანტიას, რომ თავიდან აეცილებინა იმის შესაძლებლობა რომ იგი არა ტელეკინეტიკურად აკეთებდა ამას, არამედ სუნთქვის ან რაიმე სხეულის მოძრაობით. ასევე ყოველივე სარქველი ამოქოლილი იყო, მაგრამ ერთმა ექიმმა, რომელიც დამსწრე იყო ამ პროცესის თავისი აზრი გამოხატა და თქვა რომ აირის მოძრაობა რაღაცნაირად იყო ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი.

გამოჩენილი მოწმეები ფსიქოკინეზისის მოვლენებისა.

რედაქტირება

Pფსიქოკინეტიკური მოვლენების მომსწრე არაერთი ამერიკელი ფსიქოლოგი გამხდარა. ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთაც შეუნიშნავთ ეს უკანასკნელი მოვლენა ფიზიკოსებს, ექიმებს, ელექტრიულ ინჟინერებს, სამხედრო პირებს, პოლიციელებსა და სხვა ჩვეულებრივ მაცხოვრებლებს. რობერტ მ. სქოჩი - პროფესორი ბოსტონის უნივერსტიტეტში აცხადებს: „მე მჯერა, რომ პსიქოკინეზისი რეალურია“, როდესაც საქმე ეხებოდა მიკრო-პსიქოკინეზისის სამხილს, პრინსტონის ლაბორატორიულ ექსპერიმენტში მოპოვების და გამოკვლევისას. იგი ასევე ამბობს, რომ გახდა მოწმე წიგნის თაროდან გადმოვარდნიოს რომდესაც ვინმე ქალბატონი იყენებდა ტელეკინეზის ძალას, აგენტი კი ამ პროცესს ესწრებოდა.

მაიკლ კრაიტონი

რედაქტირება

ბესტსელერების ავტორი და მედიცინის დოქტორი მაიკლ კრაიტონი აღწერს თუ როგორ წარმატებულად გამოსცადა ფსიქოკინეზისი კოვზის გადახრაში. ამ მოვლენას იგი აღწერს თავის წიგნში, რომელიც გამოშვებული იქნა 1988 წელს და მოგზაურობა ეწოდება..

„მე დავიხედე ქვევით, ჩემმა კოვზმა კი ღუნვა დაიწყო, მე გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. მეტალი სრულად დამორჩილებადი აღმოჩნდა, როგორხ რბილი პლასტიკა. მას არ ახასიათებდა განსაკუთრებული სიცხელე, უბრალოდ უმნიშვნელოდ თბილი იყო. მე მარტივად მოვღუნე კოვზის სახელური, მხოლოდდამხოლოდ თითის წვერებით. მას არ მოუთხოვია წნევა, რაიმე ძალის დატანება. შემდეგ გადავდე მოღუნული კოვზი და ავიღე ჩანგალი. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩანგალი საგრძნობლად გადაიღუნა. ეს ძალიან იოლი იყო. მე ძალიან ბევრი კოვზი და ჩანგალი გადამიღუნავს, ისე რომ ვიცი რომ ეს ტყუილი ან რაიმე ტრიუკი არ არის.“

დინ რადინი

რედაქტირება

უფროსი მეცნიერ ნოეტიკ სამეცნიერო ინსტიტუტში, ავტორი დინ რადინი აცხადებს, რომ მან ასევე შეძლო გადაეღუნა კოვზის სახელური აუხსნელად მარტივად. მან თავისი ცდა აღწერა თავის 2006 წლის წიგნში „არეული ფიქრები“.

„მე მეტად სკეპტიკური ვიყავი ასეთ მოვლენებთან სანამ ერთ დღეს თვითონ, უბრალო შეხებით არ გადავღუნე მძიმე, დიდი წვნიანის კოვზი, რომელსაც რამდენიმე დამსწრე ესწრებოდა. მოგვიანებით დამაინტერესა ისევ შევძლებდი თუ არა ამის გაკეთებას იმავე კოვზითა და ჩვეულებრივი ძალით. მე ვერ შევძელი შერხევა სახელურისა, ორი წყვილი ბრტყენტუჩის და ბერკეტის დახმარების გარეშე. ასე რომ მე გამაჩნია კარგი მიზეზი, ეჭვი შევიტანო ჩვეულებრივ სკეპრტიკურ მტკიცებაში, რომ ყველა შემთხვევა მეტალის გადაღუნვაში არის რაიმენაირი ფოკუსი.“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება