ფრიტა (ლათ. Alburnoides) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 8—14 სმ, მასა — 100 აღწევს. ფართოდ არის გავრცელებული ევროპის მტკნარ წყლებში, ალპებიდან ჩრდილოეთით და საფრანგეთიდან დასავლეთით, კავკასიაში, მცირე აზიის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ტიგროსისა და ევფრატის აუზში. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. ფრიტას სახეობები გვხვდება როგორც დასავლეთ (Alburnoides bipunctatus fasciatus), ისე აღმოსავლეთ (Alburnoides bipunctatus eichwaldi) საქართველოში. მოიპოვება ასევე ჯავახეთის ზეგანზე არსებულ მდინარეებში. ფრიტა გვხვდება ასევე ამტყელის ტბაში. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.

ფრიტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  ფრიტა
ლათინური სახელი
Alburnoides

საქართველოში ფრიტას სახეობებს ხშირად „ნაფოტას“ უწოდებენ (შდრ. ნაფოტა).[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ეპიტაშვილი, გ.; ჯაფოშვილი, ბ.; მუმლაძე, ლ.; ყულჯანიშვილი, თ.; კალოუსი, ლ. (2020). „საქართველოში გავრცელებული მტკნარი წყლის თევზების ახალი სახეობები და მათი ქართული სამეცნიერო სახელები“. ველური ბუნება. 36 (11): 63. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)