ფრენსის დანა ბარკერ გეიჯი

ფრენსის დანა ბარკერ გეიჯი (დეიდა ფანი; დ. 12 ოქტომბერი, 180810 ნოემბერი, 1884) – წამყვანი ამერიკელი რეფორმატორი, ფემინისტი და აბოლიციონისტი. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა სიუზან ბ. ენტონისთან და ელიზაბეტ კედი სტენტონთან, შეერთებულ შტატებში ქალთა უფლებების ადრეული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად.[1] ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ემხრობოდა ხმის მიცემის უფლებებს ყველა მოქალაქისთვის რასისა და სქესის მიუხედავად და იყო ახლად გათავისუფლებული აფროამერიკელი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის (რომლებიც ადრე მონები იყვნენ) ხმის მიცემის უფლების მინიჭების განსაკუთრებით გულწრფელი მხარდამჭერი რეკონსტრუქციის დროს.[2]

ფრენსის დანა ბარკერ გეიჯი

ფრენსის გეიჯის გრავიურა
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1808
ოჰაიო, აშშ
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 1884 (76 წლის)
კონექტიკუტი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
საქმიანობა მწერალი, პოეტი, აქტივისტი, აბოლიციონისტი
ჯოზეფ ბარკერის სახლი 2010 წლის აპრილში. ეს არის სახლი, რომელშიც გეიჯი გაიზარდა.

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ფრენსის დანა ბარკერი დაიბადა მარიეტას მახლობლად, ოჰაიოში, 1808 წლის 12 ოქტომბერს, ფერმერების ელიზაბეტ დანას (1771–1835) და ჯოზეფ ბარკერის (1765–1843) ოჯახი; მისი საოჯახო სახლი ჯერ კიდევ არსებობს და ისტორიულ ადგილად არის გამოცხადებული.[3] ფრენსისი თერთმეტი შვილიდან მეათე იყო.[4] 1788 წელს ბარკერებმა დატოვეს ნიუ ჰემფშირი და გადალახეს ალეგენის მთები რუფუს პუტნამთან ერთად და იყვნენ შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიის პირველ მაცხოვრებელთა შორის.[5] 1829 წლის 1 იანვარს იგი დაქორწინდა ჯეიმზ ლ. გეიჯზე (1800–1863), აბოლიციონისტ ადვოკატზე მაკკონელსვილიდან, ოჰაიო. ის იყო უნივერსალისტი და ევანგელისტ სტივენ სმიტის მეგობარი. მოგზაური უნივერსალისტი მქადაგებლები, როგორიცაა ჯორჯ როჯერსი და ნათანიელ სტეისი, ხშირად რჩებოდნენ გეიჯის ოჯახში.

აქტივიზმი

რედაქტირება

გეიჯი წერდა, რომ მისი ბრძოლა ქალის ხმის უფლებებისთვის დაიწყო ათი წლის ასაკში, 1818 წელს. იგი ეხმარებოდა მამას კასრების დამზადებაში და მისი სამუშაო იმდენად კარგად იყო შესრულებული, რომ მამა აქებდა მის მუშაობა, მაგრამ შემდეგ წუხდა მისი „გენდერული პრობლემის“ შესახებ. გეიჯი წერდა, რომ ეს იყო მისთვის გარდამტეხი მომენტი. ამ ინციდენტმა გამოიწვია სქესობრივი ლიმიტების სიძულვილი და საფუძველი ჩაუყარა მის შემდგომ აქტივიზმს.[4] მიუხედავად იმისა, რომ გეიჯი ადრეულ ასაკში იყო შთაგონებული, მან დაიწყო თავისი აქტივისტური მოღვაწეობა მხოლოდ 1848 წლის შემდეგ. 1850 წელს მან ჩაატარა კონგრესი მაკკონელსვილში, ოჰაიო, რომელსაც სამოცდაათი ადამიანი დაესწრო. კონვენციის მონაწილეები იბრძოდნენ, რომ ოჰაიოს კონსტიტუციაში შტატის მოქალაქეობისა და ხმის მიცემის უფლების მოთხოვნიდან ამოღებული ყოფილიყო რასა და სქესი. მათი მუშაობა წარუმატებული გამოდგა.[4]

ის იყო ზომიერების, მონობის საწინააღმდეგო და ქალთა უფლებების მოძრაობების აქტივისტი და 1851 წელს ხელმძღვანელობდა ქალთა უფლებების კონვენციას აკრონში, ოჰაიოში, სადაც მისმა შესავალმა სიტყვამ, სადაც პუბლიკას იზაბელა ბაუმფრი გააცნო, დიდი ყურადღება გამოიწვია. თორმეტი წლის შემდეგ, 1863 წელს, გეიჯმა ჩაწერა გახსენება ამ გამოსვლის შესახებ, „მე ქალი არ ვარ?“ გეიჯის ვერსია მნიშვნელოვნად განსხვავდება 1851 წლის ანგარიშებისგან, ახანგრძლივებს გამოსვლას, ამატებს ხშირად გამეორებულ რეფრენს „მე არ ვარ ქალი?“ მიუხედავად მისი საეჭვო ისტორიულობისა და რასისტული ელფერებისა, მისი ვერსია გახდა ამ ცნობილი გამოსვლის სტანდარტული ტექსტი და ანგარიში.[6][7][8]

1853 წელს იგი გადავიდა სენტ-ლუისში, მისურის შტატში, სადაც მას ხშირად ემუქრებოდნენ ძალადობით, მონობის საწინააღმდეგო შეხედულებების გამო.[9] სენტ-ლუისში გადასვლიდან ექვსი თვის შემდეგ, იგი ოქტომბერში კლივლენდში ქალთა უფლებების ეროვნული კონვენციის თავმჯდომარედ აირჩიეს.[4] 1857 წელს იგი ეწვია კუბას, აშშ-ის ვირჯინის კუნძლებს და სანტო დომინგოს და დაბრუნდა წერისთვის და ლექციებისთვის.[9] გეიჯის რადიკალიზმს ჰქონდა შეზღუდული საშუალებები მონების შტატებში, როგორიცაა მისური. ის და მისი ოჯახი 1860 წელს დაბრუნდნენ კოლუმბუსში, ოჰაიოში. ჯეიმზის ჯანმრთელობა უარესდებოდა და ოჯახი გადაურჩა სამ იდუმალ ხანძარს, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ფრენსისის აბოლიციონისტური შეხედულებებით.[4]

1860 წელს გეიჯი გახდა ქალთა დეპარტამენტის რედაქტორი Ohio Cultivator-ისთვის, სადაც ის მხარს უჭერდა ფემინისტებსა და აბოლიციონისტებს. ის ასევე ლობირებდა ოჰაიოში კანონის მიღებას, რომ დაქორწინებულ ქალებს ჰქონოდათ იგივე ქონებრივი უფლებები, რაც მამაკაცებს, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა.[4]

როდესაც ამერიკის სამოქალაქო ომი დაიწყო, იგი დასაქმდა დასავლეთის სანიტარიულ კომისიაში; მან იმოგზაურა მდინარე მისისიპის ქვევით ვიკსბურგში, ნაჩეზსა და მემფისში დაშავებულების დასახმარებლად. 1863 წლიდან 1864 წლამდე ის იყო ზედამხედველი გენერალ რუფუს საქსტონის მეთაურობის ქვეშ, რომელიც ხელმძღვანელობდა პარისის კუნძულს, სამხრეთ კაროლინაში. ეს იყო 500-ზე მეტი გათავისუფლებული მონის ადგილსამყოფელი. იქ ყოფნისას იგი შეხვდა და დაუმეგობრდა მედდა კლარა ბარტონს, რომელიც იქვე მუშაობდა. ისინი ადარებდნენ თავიანთს ბავშვობას და განიხილავდნენ უნივერსალიზმსა და ლიტერატურას.[5] გეიჯი შეუერთდა ამერიკის თანაბარ უფლებათა ასოციაციას 1863 წელს, როგორც ანაზღაურებადი ლობისტი და მწერალი.[4]

მიუხედავად იმისა, რომ 1865 წელს იგი ფიზიკურად დაშავდა, როდესაც მისი ვაგონი გადატრიალდა გალსბურგში, ილინოისში, მან განაგრძო ლექციების კითხვა. მისი მიმართვები მოიცავდა მის „საქმეების სამეულს“: პირველი, აბოლიონიზმი; მეორე, ქალთა უფლებები; და მესამე, ზომიერება. ქალთა უფლებების ლიდერები და მეგობრები, როგორებიც არიან ელიზაბეტ კედი სტენტონი, სიუზან ბ. ენტონი, ამელია ბლუმერი, ლუსი სტოუნი და ანტუანეტა ბრაუნი, მოუწოდებდნენ გეიჯს, რომ ყოფილიყო ამერიკის ქალთა უფლებების ემისარი შუა დასავლეთში.[5] მისი სალექციო წრე მოიცავდა ილინოისს, ინდიანას, აიოვას, მასაჩუსეტსს, მისურის, ნებრასკას, ნიუ-იორკს, ოჰაიოსა და პენსილვანიას, ლუიზიანას, მისისიპისა და ტენესის. 1867 წელს მან ისაუბრა ამერიკის თანაბარი უფლებების ასოციაციის პირველ იუბილეზე.[10]

როცა კენჭისყრას ჩავატარებთ, იქ ვიდგებით. კაცებს დაავიწყდებათ ჩვენთვის იმის თქმა, რომ პოლიტიკა დამამცირებელია. ისინი დაბლა დაიხრებიან და პატივს სცემენ ქალებს, რომელთაც ახლა ლანძღავენ; და სულელური მლიქვნელობები, ცქრიალა თვალები, ვარდისფერი ლოყები, მარგალიტისფერი კბილები, ლალისფერი ტუჩები, დახვეწისა და სილამაზის რბილი და ნაზი ხელები არ იქნება მათი ტვირთი; მაგრამ ძალა, ენერგია, ინტელექტი და ნერვები, რომელსაც ამ ქვეყნის ქალები მოიტანენ და რომელიც საზოგადოების ყველა რიგებში შეიწოვება, ყველა მამაკაცსა და ქალს უფრო ბრძენსა და უკეთესს გახდის.

პუბლიკაციები

რედაქტირება

გეიჯმა დაწერა საბავშვო წიგნები და ლექსები „დეიდა ფენის“ სახელწოდებით. იგი წერდა The Ohio Cultivator-ისთვის და სხვა რეგიონული ჟურნალებისთვის; მან თავი თბილ, შინაურ პერსონად წარმოაჩინა, რომელიც რჩევებსა და მითითებებს სთავაზობდა იზოლირებულ დიასახლისებს ოჰაიოში. წერდა ესეებს, წერილებს, პოემებსა და რომანებს. სხვა პუბლიკაციებს შორის, რომლებშიც მან წვლილი შეიტანა, იყო Western Literary Magazine, ნიუ-იორკის Independent, Missouri Democrat, ცინცინატის The Ladies' Repository, Field Notes და The National Anti-Slavery Standard, ასევე აფრეული წვლილი შეჰქონდა შაბათის მიმოხილვის მუშაობაში.

ჩაგვრა და ომი აღარ გაისმის,
არც მონის სისხლი დატოვებს მის ანაბეჭდს ჩვენს ნაპირზე,
კონვენციები მაშინ იქნება უსარგებლო ხარჯი,
ჩვენ ყველანი ვიქნებით თავისუფალი ხმის უფლებით, ასი წლის შემდეგ.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

იგი მთელი ცხოვრება არ ყოფულა რელიგიური.

დადგა დრო, როდესაც უნივერსალისტებმა უარი თქვეს ჩემთან ერთად წასვლაზე, როგორც აბოლიციონისტზე, ქალთა უფლებების დამცველზე, გულმოდგინე ზომიერების მცველზე“, - წერდა იგი მოგვიანებით ცხოვრებაში. „მაშინ მივხვდი, რომ ქრისტეს სიკვდილი, როგორც ცოდვილთა გამოსყიდვა, არ იყო ჭეშმარიტება, მაგრამ ის მოკვდა იმისთვის, რაც მას სწამდა. მერე მოვიდა ომი, უბედურება, პარალიზება და 14 წელია ქადაგებისთვის არ მომისმენია, რადგან ძალიან შეზღუდული შესაჭლებლობები მაქვს. ბევრი წავიკითხე, ბევრი ვიფიქრე და ვგრძნობ, რომ სიცოცხლე ზედმეტად ძვირფასია იმისთვის, რომ მოძღვრებას მივცე.[5]

ფრენსისი დაქორწინდა ჯეიმზ ლ. გეიჯზე 1829 წელს ახალ წელს.[4] მათი ქორწინების 35 წლის განმავლობაში ჯეიმზი მხარს უჭერდა ფრენსისის მისწრაფებას, დახმარებოდა სხვებს. მათ რვა შვილი გაზარდეს. მათი ოთხი ვაჟი იბრძოდა საკავშირო არმიისთვის ამერიკის სამოქალაქო ომის დროს.[11] 1862 წლის შემოდგომაზე ფრენსისი და მისი ქალიშვილი მერი გაემგზავრნენ ზღვის კუნძულებზე სამხრეთ კაროლინაში ყოფილი მონების გადამზადებისთვის. 1863 წელს ჯეიმზ გეიჯი მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა კოლუმბუსში.  ის დაკრძალეს ვუდლენდის სასაფლაოზე, მაკჰენრიში, ილინოისი.[12] ფრენსის გეიჯმა 1867 წელს გადაიტანა ინსულტი.[13] იგი გარდაიცვალა გრინვიჩში, კონექტიკუტის შტატში, 1884 წლის 10 ნოემბერს,[14]

შერჩეული ნამუშევრები

რედაქტირება

დეიდა ფენის სერია

რედაქტირება
  • ფენი სკოლაში
  • ფენის დაბადების დღე
  • ფენის მოგზაურობა

სხვა მხატვრული ლიტერატურა

რედაქტირება
  • პოემები (1867)
  • „ასი წლის შედეგი“
  1. James, Edward T., Editor. Notable American Women: A Biographical Dictionary, Volume II. Cambridge, MA: Belknap Press of Harvard University Press (1971). ISBN 0-674-62734-2, p.2
  2. Dubois, Ellen Carol. Feminism & Suffrage: The Emergence of an Independent Women's Movement in America, 1848–1869. Ithaca, NY: Cornell University Press (1999). ISBN 0-8014-8641-6 p. 68
  3. Owen, Lorrie K., ed. Dictionary of Ohio Historic Places. Vol. 2. St. Clair Shores: Somerset, 1999, 1389.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Feminist Frontiers: Women Who Shaped the Midwest. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Dictionary of Unitarian & Universalist Biography. Abolitionists and Civil Rights Activists. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 11, 2007. ციტირების თარიღი: October 26, 2007
  6. Craig, Maxine Leeds. Ain't I A Beauty Queen: Black Women, Beauty, and the Politics of Race, Oxford University Press USA, 2002, p. 7. ISBN 0-19-515262-X
  7. Sojourner Truth Page. American Suffragist Movement. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 29, 2006. ციტირების თარიღი: December 29, 2006
  8. Sojourner Truth Page. Fordham University. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 13, 2007. ციტირების თარიღი: December 30, 2006
  9. 9.0 9.1 Virtual American Biographies. Frances Dana Gage. ციტირების თარიღი: September 9, 2013
  10. Address of Frances D. Gage. ციტირების თარიღი: October 26, 2007
  11. Frances Dana Gage | Civil War Women (May 6, 2008). ციტირების თარიღი: 2017-10-26
  12. James Lamson Gage (1800-1863). ციტირების თარიღი: 4 December 2018
  13. Frances Dana Barker Gage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 4 December 2018
  14. Frances Dana Barker Gage. ციტირების თარიღი: 4 December 2018