სიუზენ ენტონი
სიუზენ ენტონი (ინგლ. Susan Brownell Anthony; დ. 15 თებერვალი, 1820, ადამსი, მასაჩუსეტსი — გ. 13 მარტი, 1906, როჩესტერი) — ამერიკელი ფემინისტი და ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი აქტივისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ადამსში, კვაკერის ოჯახში. განათლება კერძო სკოლაში მიიღო და დაეუფლა პედაგოგის პროფესიას. 1851 წელს სიუზენ ენტონიმ დაიწყო თანამშრომლობა ელისაბედ კედი სტენტონთან და 1852 წელს ერთობლივი ინიციატივით ჩამოაყალიბეს ქალთა საზოგადოება. ორივე ქალბატონი ერთად აწარმოებდა ბრძოლას ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორობისათვის. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლმა გამოსცა ემანსიპაციის დეკლარაცია ენტონიმ და სტენტონმა ჩამოაყალიბეს „ქალთა ლიგა“ და თავის გარშემო შემოიკრიბეს ცნობილი ფემინისტები (ერნესტინ როუზი, მატილდა გეიჯი და სხვ.). ლიგა გაუქმდა 1865 წელს, ხოლო ლინკოლნის მიერ აშშ-ში მონობის გაუქმების შემდეგ 1869 წელს ერთობლივად დააარსეს „ქალთა თანასწორუფლებიანობის ეროვნული ასოციაცია“ (“NWSA”), რომელიც კონკურენციას უწევდა კიდევ ერთი ამერიკელი ფემინისტის, ლუსი სტოუნის მიერ დაარსებულ „ამერიკის ქალთა თანასწორუფლებიანობის ასოციაციას“ (“AWSA”), რომელიც იმავე მიზანს ემსახურებოდა, რასაც სტენტონ-ენტონის ასოციაცია. 1892 წელს ორივე ასოციაცია გაერთიანდა და მისი ხელმძღვანელობა დაევალა ელისაბედ კედი სტენტონს, რომელიც ამ ორგანიზაციას 1900 წლამდე ედგა სათავეში.
ნაშრომები
რედაქტირება1868-1870 წლებში სიუზენი და ელისაბედი გამოსცემდნენ ყოველკვირეულ გაზეთს „რევოლუცია“, ხოლო მატილდა გეიჯთან ერთად გამოსცეს ექვსტომეული „ქალთა უფლებების ისტორია“ და ორტომეული „ქალთა ბიბლია“ (1895 და 1898 წლებში). 1898 წელს კი გამოვიდა ელისაბედ კედი სტენტონის ავტობიოგრაფიული წიგნი „80 წელი და ზემოთ: აღორძინება, 1815-1897“, რომელიც უდიდეს მასალას გვაწვდის მისი და არა მარტო მისი მოღვაწეობის შესახებ.