ლუსი სტოუნი
ლუსი სტოუნი (დ. 13 აგვისტო, 1818 — გ. 18 ოქტომბერი, 1893) — ცნობილი ამერიკელი ორატორი, აბოლიციონისტი, სუფრაჟისტი, ასევე ადვოკატი და ორგანირაზოტი ქალთა უფლებების ხელშეწყობისთვის.[1] 1847 წელს სტოუნი გახდა პირველი ქალი მასაჩუსეტსიდან, რომელმაც მიიღო კოლეჯის ხარისხი. იმ დროს, როცა ქალთა გამოსვლებს ეწინააღმდეგებოდნენ და შლიდნენ, სტოუნმა გამოთქვა მოსაზრებები ქალთა უფლებებსა და მონობის გაუქმებაზე. სტოუნი ცნობილი იყო იმით, რომ ქორწინების შემდეგ იყენებდა ქალიშვილობის გვარს, რადგან წესი იყო, რომ ქალებს უნდა მიეღოთ ქმრების გვარი.
ლუსი სტოუნი | |
---|---|
ლუსი სტოუნის დაგეროტიპი, დაახლოებით 1840-1860 | |
დაბადების თარიღი |
13 აგვისტო, 1818 დასავლეთ ბრუკფილდი, მასაჩუსეტსი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
18 ოქტომბერი, 1893 (75 წლის ასაკში) ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
განათლება | ხელოვნების ფაკულტეტი |
ალმა-მატერი | ობერლინის კოლეჯი |
ცნობილია როგორც |
აბოლიციონისტი სუფრაჟისტი ქალთა უფლებების აქტივისტი |
მეუღლე(ები) | ჰენრი ბრაუნ ბლექველი (1825–1909) |
შვილ(ებ)ი | ალისა სტოუნ ბლექველი (1857–1950) |
სტოუნის ორგანიზაციული საქმიანობა ქალთა უფლებებისთვის XIX საუკუნის რთულს პოლიტიკურ გარემოში ხელსაყრელი მიღწევებით გამოირჩეოდა. სტოუნმა ხელი შეუწყო პირველი ეროვნული ქალთა უფლებების კონვენციის დაფუძნებას ვორსესტერში, მასაჩუსეტსი[2] , ასევე მტკიცედ უჭერდა მას მხარს ყოველწლიურად, როგორც მთელ რიგ ადგილობივ, სახელმწიფო და რეგიონალურ კონვენციებს. სტოუნი სიტყვით გამოვიდა საკანონმდებლო ორგანოებთან და მოითხოვა აემაღლებინათ ქალთა უფლებების შესახებ კანონები. მან ხელი შეუწყო ქალთა ეროვნული ლოიალური ლიგის ჩამოყალიბებას, რათა დახმარებოდა მეცამეტე შესწორების შეტანასა და ამით მონობის გაუქმებას, შედეგად იგი დაეხმარა ამერიკულ ქალთა სუფრაჟისტულ ასოციაციას (AWSA). სწორედ ამ ასოციაციამ დაუჭირა მხარი ქალთა საარჩევნო უფლებების კონსტიტუციონალურ ჩასწორებას, რითაც გაიმარჯვეს და დაამტკიცეს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ადგილობრივ დონეზე ქალთა საარჩევნო უფლებები.
სტონი ბევრს წერდა ქალთა უფლებების ფართო სპექტრზე, აქვეყნებდა მას და ავრცელებდა, როგორც საკუთარი, ისე სხვების გამოსვლების საშუალებით, ასევე აწარმოებდა კონვენციურ ნაშრომებს. ხანგრძლივ და გავლენიან[3] ქალთა ჟურნალში, რომელიც მან დააარსა და გაავრცელა, ყოველკვირეულ გამოცემაში სტოუნი აქვეყნებდა საკუთარ და სხვების შეხედულებებს ქალთა უფლებების შესახებ. ქალთა უფლებების მოძრაობა სახელწოდებით „ორატორი“,[4] „დილის ვარსკვლავი“[5] და „გული და სული“[6], სტოუნმა გავლენა მოახდინა სუსან ბ. ენტონიზე, რათა ისიც ჩართულიყო ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვების საკითხში.[7] ელისაბედ კედი სტენტონა დაწერა, რომ „ლუსი სტოუნი იყო პირველი ადამიანი, ვის გამოც ამერიკელი ხალხის გული ღრმად შეშფოთდა ქალთა საკითხებზე.“[8] ენტონი, სტენტონი და სტოუნი ერთად იწოდებოდნენ XIX საუკუნის ქალთა საარჩევნო უფლებებისა და ფემინიზმის „ტრიუმვირატად“.[9][10]
მემკვიდრეობა
რედაქტირებალუსი სტოუნმა უარი განაცხადა მიეღო ქმრის გვარი, საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, მაშინ ეს საკითხი ძალიან საკამათო იყო, და დღესდღეობით მეტწილად მის შესახებ სწორედ ამას იხსნებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალები, რომლებიც კვლავ დაბადების გვარს იყენებენ ზოგჯერ ცნობილი არიან, როგორც „ლუსი სტოუნერები“. 1921 წელს რუთ ჰეილის მიერ ნიუ-იორკში დაარსდა ლუსი სტოუნის კავშირი. კავშირი აღადგინეს 1997 წელს.
სუსან ბ. ენტონი, ელისაბედ კედი სტენტონი, მატილდა ჯოზლინ გეიჯი და იდა ჰაუსტ ჰერპერი იყვნენ ადამიანი, რომლებმაც 1976 წელს დაიწყეს ქალთა საარჩევნო უფლებების ისტორიის დაწერა. ისინი აპირებდნენ ერთი ტომის დაწერას, მაგრამ 1906 წელს ენტონის სიკვდილამდე ოთხი ტომის დაწერა დაამთავრეს. პირველი სამი ტომი აღწერს ქალთა უფლებების მოძრაობის დასაწყისს, მათ შორისაა სტოუნის აქტიურობის წლები. სტოუნსა და სტენტონს შორის განსხვავების გამო, რომელიც წინა პლანზე წამოიწია განხელთქილებაში NWSA -სა და AWSA-ს შორის, სტოუნის ადგილი ისტორიაში მუშაობის დროს იზოლირებული გახდა. ტექსტი გამოიყენებოდა XIX საუკუნის ამერიკული ფემინიზმის სტანდარტულ სასწავლო რესურსად, შედეგად გამოააშკარავეს ბევრი უცნობი წვლილი, რომელიც სტოუნმა შეიტანა ქალთა ისტორიაში.[11]
1968 წლის 13 აგვისტოს სტოუნის დაბადებიან 150-ე წლის იუბილეს აღსანიშნავად აშშ-ის საფოსტო სამსახურმა გამოჩენილი ამერიკელების სერიაში იგი 50¢ საფოსტო მარკით დააჯილდოვა. სურათი ადაპტირებულია ალისა სტოუნ ბლექველის სტოუნის ბიოგრაფიიდან.[12]
1999 წლამდე მასაჩუსეტსის შტატის სახლ-მუზეუმში მხოლოდ მასაჩუსეტსის შტატის გავლენიანი მამაკაცების პორტრეტები იყო განთავსებული. იმავე წელს, სახელმწიფო საკანონმდებლო ინიციატივით გამოცხადებულმა პროექტმა სახელწოდებით „გვისმინე ჩვენ“ განახორციელა შემდეგი ღონისძიება: ექვსი ქალი ლიდერის პორტერტი განათავსეს ისტორიულ შენობაში, რომელთა შორის იყო ლუსი სტოუნი.[13]
2000 წელს ამი რეიმ ინდიგო გოგონებიდან გამოუშვა თავისი პირველი სოლო ჩანაწერი, სახელწოდებით სტეგი, რომლის შემადგენლობაშ შედიოდა სიმღერა სახელწოდებით ლუსისტოუნერები.[14]
ნიუ-ჯერსის რატგერსის უნივერსიტეტის სივინგსტონის კამპუსის ადმინისტრაციის შენობა და საკლასო ოთახის სახელწოდება ლუსი სტოუნის პატივსაცემად დაერქვა. უარენი, მასაჩუსეტსი შეიცავს ლუსი სტოუნის პარკს მდინარე კავაბოგის გასწვრივ. 1893 წელს ანა ვიტნის მიერ შექმნილი ლუსი სტოუნის ბიუსტი განთავსებულია ბოსტონის ფენუილის დარბაზში.
იგი წარმოდგენილია ბოსტონის ქალთა მემკვიდრეობის ბილიკზე.[15]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Baker, Jean H. Sisters: The Lives of America's Suffragists. Hill and Wang, New York, 2005. ISBN 0-8090-9528-9
- Baker, Jean H. Votes for Women: The Struggle for Suffrage Revisited. Oxford University Press, 2002. ISBN 0-19-513016-2
- Blackwell, Alice Stone. Lucy Stone: Pioneer of Woman's Rights. Charlottesville and London: University Press of Virginia, 1930. ISBN 0-8139-1990-8
- Buhle, Mari Jo; Buhle, Paul. The concise history of woman suffrage. University of Illinois, 1978. ISBN 0-252-00669-0
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Liberator Files, Items concerning Lucy Stone from Horace Seldon's collection and summary of research of William Lloyd Garrison's The Liberator original copies at the Boston Public Library, Boston, Massachusetts.
- Lucy Stone photo from the Special Collections and University Archives Department at the University of North Carolina at Greensboro
- Lucy Stone letter from the Special Collections and University Archives Department at the University of North Carolina at Greensboro
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Electronic Oberlin Group. Oberlin: Yesterday, Today, Tomorrow... Lucy Stone (1818-1893). Retrieved on May 9, 2009.
- ↑ O'Dea Schenken, Suzanne (1999). From Suffrage to the Senate. California: ABC-CLIO, Inc., გვ. 645. ISBN 0-87436-960-6.
- ↑ Dorchester Atheneum. Lucy Stone, 1818-1893 დაარქივებული 2017-10-11 საიტზე Wayback Machine. . "Perhaps Lucy Stone's greatest contribution was in founding and largely financing the weekly newspaper of the American Woman Suffrage Association, the Woman's Journal." Retrieved on May 9, 2009.
- ↑ Spender, 1982, p. 348.
- ↑ Hays, 1961, p. 81.
- ↑ Million, 2003, p. 161.
- ↑ Hays, p. 88; Million, pp. 132, 296n.9
- ↑ Blackwell, 1930, p. 94.
- ↑ Library of Congress. American Memory. American Women, Manuscript Division. Women's Suffrage: The Early Leaders. Retrieved on May 13, 2009.
- ↑ Riegel, Robert Edgar. American Women., Associated University Presses, 1970, p. 220. ISBN 0-8386-7615-4
- ↑ Kerr, Andrea Moore, Ph.D. (2002) Lucy Stone and Coy's Hill.. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 27, 2007. ციტირების თარიღი: 2010-01-22. The Trustees of Reservations. Archived on September 27, 2007. Retrieved on January 22, 2010.
- ↑ Arago: People, Postage & The Post. 50-cent Stone. დაარქივებული 2014-10-02 საიტზე Wayback Machine. Retrieved March 12, 2009.
- ↑ Mass Humanities. The State House Women's Leadership Project. დაარქივებული 2013-04-04 საიტზე Wayback Machine. Retrieved on January 22, 2010.
- ↑ Daemon Records. Amy Ray: Stag, Lucystoners. დაარქივებული 2006-01-08 საიტზე Wayback Machine. Retrieved March 10, 2009.
- ↑ Lucy Stone.