ანტუანეტა ბრაუნ ბლეკველი

ანტუანეტა ბრაუნ ბლეკველი (დ. 20 მაისი, 1825 — გ. 5 ნოემბერი, 1921) — პირველი ქალი, რომელიც აშშ-ში დანიშნეს პროტესტანტების მთავარი სამმართველოს მინისტრად. ის იყო ძალიან კარგი სფიქერი თავისი დროის მნიშვნელოვან საკითხებზე. ანტუანეტა თავისი თანამედროვეებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ რელიგიურ მრწამსს იყენებდა ქართა უფლებების გაფართოების საკითხში.

ანტუანეტა ბრაუნ ბლეკველი
დაბადების სახელი ანტუანეტა ლუისა ბრაუნი
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1825
ჰენრიეტა, ნიუ იორკი
გარდაცვალების თარიღი 5 ნოემბერი, 1921 (96 წლის ასაკში)
ელიზაბეტი, ნიუ ჯერსი
სხვა სახელები ანტუანეტა ბლექვილი
ეროვნება ამერიკელი
ცნობილია როგორც პირველი ამერიკელი ქალი მინისტრი, ქალთა უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბროუნი შვიდშვილიან ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო, ის დაიბადა ჰენრიეტაში, ნიუ იორკი, ჯოსეფ ბრაუნისა და ები მორსის ოჯახში. სამი წლის ასაკშივე აღმოაჩინეს ანტუანეტაში დიდი ნიჭი. ევანგელისტური ეკლესიის მქადაგებელმა ჩარლს გრენდისონ ფინიმ ხელი შეუწყო ბრაუნების ოჯახის გაერთიანებას ევანგელისტურ მრევლში.[1] მისი ოჯახის ჩართულობას ეკლესიურ ცხოვრებასა და ლოცვებში მოჰყვა 9 წლის ანტუანეტას მიღება ეკლესიის მრევლში. მრევლის წევრობიდან ცოტა ხნის შემდეგ მან კვირაობით შეხვედრებზე დაიწყო ქადაგება. 1841 წელს 16 წლის ასაკში, მონროს შტატის აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ბრაუნმა დაიწყო სკოლაში სწავლება. ის არა აპირებდა მთელი ცხოვრების გატარებას სკოლაში მასწავლებლად, ამიტომაც თავისი ინტერესები მიმართა თეოლოგიისაკენ და დაიწყო ობერლინის კოლეჯში სწავლა.

განათლება

რედაქტირება

ოთხი წლის განმავლობაში ანტუანეტა ასწავლიდა სკოლაში და ამით შეძლო საკმარისი ფულის დაგროვება, რათა გადაეხადა თავისი სწავლის საფასური ობრელინის კოლეჯში, ოჰაიოში. მშობლები რომლებიც მომხრენი იყვნენ როგორც ქალებისა და მამაკაცების, ასევე შავკანიანების თანასწორუფლებიან სწავლებაში მხარს უჭერდნენ ქალიშვილს და საბოლოოდ ანტუანეტამ შეძლო ობერლინის კოლეჯში სწავლის დაწყება 1846 წელს. კოლეჯში მან დაამთავრა ლიტერატურის კურსი და 1847 წელს მიიღო ლიტერატურის ხარისხი, ქალი სტუდენტებისთვის განკუთვნილი კურსი. დასვენებებს ის სკოლაში მუშაობაში, ებრაული და ბერძნული ენების სწავლაში. 1847 წელს ბაკალავრის დასრულების შემდეგ მას სურდა კოლეჯში თეოროგიული კურსის გავლა კონგრესული მართვის განხრით. ადმინისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ქალის ნებისმიერი სახით ჩართულობას თეოლოგიური სწავლის პროცესში, წინ აღუდგა ბრაუნს მაგრამ მისცა შემდეგი უფლება: ანტუანეტას შეუძლია ჩაეწეროს კურსებში, მაგრამ მან არ უნდა მიიღოს ოფიციალური სტატუსი. მიუხედავად მისი შეზღუდული ჩართულობისა თეოლოგიის კურსებში, ანტუანეტა იყო შესანიშნავი მწერალი და ქარიზმატული ორატორი. მისი ეგზეგეზა, პავლე მოციქულის შესახებ დაწერილი, გამოქვეყნდა ობერლინის ჟურნალში. წერილის მოკლე ნაწყვეტიდან ჩანს ანტუანეტას მიდგომა იმის მიმართ, რასაც დღეს ჩვენ ფემინისტურ თეოლოგიას ვუწოდებთ, ის წერს: „პავლე საზოგადოებრივ თაყვანისცემაში გულისხმობდა მხოლოდ გაფრთხილებას ექსესების, სხვადასხვა დარღვევის და გაუმართლებელი თვისუფლების წინააღმდეგ“.[2] ის ამტკიცებდა, რომ ბიბლია და მისი სხვადასხვა ინტერნპრეტაციები ქალების შესახებ განკუთვნილი იყო დროის კონკრეული მონაკვეთისთვის და ეს არ შეეხებოდა XIX საუკუნეს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ქალებს არ სთხოვდნენ სიტყვით გამოსცვლებს ანტუანეტა მიიწვიეს ოჰაიოში და ნიუ იორკში, რათა სიტყვით გამოსულიყო და ესაუბრა ქალთა უფლებებსა და მონობის წინააღმდეგ. 1860 წლის აპრილში ბრაუნი დაბრუნდა ობერლინის კოლეჯში, რათა ჩაეტარებინა ლექცია თემაზე „კაცი და ქალი“. ბრაუნის ორატორული ნიჭი გამოიხატა სტუდენტების წერილებში: „ეს იყო შესანიშნავი ლექცია“.[3]

სასულიერო საქმიანობა და აბოლიციონიზმი

რედაქტირება

ქადაგების ლიცენზიის გარეშე უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ბრაუნმა გადაწყვიტა თავისი მინისტრული ამბიციები გამოეყენებინა და ეწერა ფრედერიკ დუგლასის აბოლიციონისტურ გაზეთში, ჩრდილოეთის ვარსკვლავი. 1850 წელს ანტუანეტა სიტყვით გამოვიდა პირველ ეროვნულ ქალთა უფლებების კონვენციაზე, მის გამოსვლას გალა კონცერტამდე დიდი გულისყურით მოუსმინეს, ანტუანეტა საუბრობდა აბოლიციონიზმზე, თავშეკავებულობასა და ქალთა უფლებებზე. ბრაუნი სიტყვით გამოდიოდა მომდევნო ყოველწლიურ ქალთა უფლებების კონვენციაზე.

1851 წელს ეკელსიამ საბოოლოოდ ბრაუნს ქადაგების ლიცენზია მისცა და შემდეგ კონგრეგაციონალისტური ეკლესიის მინისტრის პოსტიც კი შესთვაზეს სამხრეთ ბატლერში, ნიუ იორკი, 1852 წელს. მან დროებით შეწყვიტა თავისი გამოსვლები, თავის მეგობარს ლუსი სტოუნს (შემდეგში მული) სწერდა, რომ ანტუანეტა თითქმის თვრამეტი დღის განმავლობაში კითხულობდა ამდენივე ლექციას, სოციალ-რადიკალისტ მეთოდისტმა ლუთერ ლიმ, უბოძა ანტუანეტას სასულიერო ხარისხი. ქადაგებაში ლიმ ახსენა ანტუანეტა, ისაუბრა მის კეთილსინდისიერებასა და ღვთისმსახურების მოწოდებაზე: „თუ ღმერთმა, გონებამ და ზნეობრივმა კულტურამ არ შეზღუდა ის“, წარმოსთქვა ლიმ შეკრებილების წინაშე, „ჩვენ ვერანაირი ხერხით ვერ შევძლებთ მის განცალკევებას და გამოყოფას...ჩვენ ყველანი აქ შევიკრიბეთ, რათა...დავამტკიცოთ ფაქტი, რომ ჩვენი და, ანტუანეტა ლ. ბრაუნი,გახდა უფლებამოსილი და კვალიფიციური, ღმერთის მიერ დანიშნული ერთ-ერთი მინისტრი ახალი კოვენანტისა.“ სასულიერო პირად კურთხევიდან ერთი თვის შემდეგ ბრაუნი გაემგზავრა ნიუ იორკში მსოფლიო კონვენციაზე დელეგატად, მიუხედავად იმისა რომ ანტუანეტა სიტყვით არ გამოსულა, მან ორი ორგანიზაცია წარადგინა. კეროლ ლასერისა და მერლინ დელ მერილის სიტყვებით, ბრაუნი „პირისპირ შეხვდა სირთულეებს, რომლებიც აერთიანებდა არსებითად კონსერვატულ მიზეზებს ქალთა უფლებების შესახებ“. ეს დაძაბულობა მასაც გადაედო და ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა სამხრეთ ბატლერის დატოვება. ლუთერ ლის მხარდაჭერაც კი არ იყო საკმარისი ანტუანეტას სრულფასოვანი ცხოვრების მოწყობისთვის. „ბოსტონის მკველვარმა“ გამოაქვეყნა ასეთი განცხადება: „ანტუანეტა ბრაუნმა, უფრო ზუსტად მისის ბლექველმა, როგორც ჩანს მარცხი განიცადა თავის პირველ პასტორობაში“.[4] ეს არ იყო პირადი მარცხი, როგორც გაზეთები წერდნენ, უფრო ზუსტად ეს იყო უნდობლობის ზრდა მართლმადიდებლური კონგრეგაციონალური სამინისტროს მარცხი. 1857 წელს ანტუანეტა დაუბრუნდა თავის ორატორობასა და განაგრძო მუშაობა თავის ქმართან, სამუელ ს. ბლექველთან ერთად.

ქალთა უფლებები

რედაქტირება
 
ანტუანეტა ბლექველი (1894)

სამინისტროდან მისი გამოყოფის შემდეგ მან ყურდღება გაამახვილა ქალთა უფლებების საკითხებზე. როდესაც ქალთა უფლებების აქტივისტები ეწინააღმდეგებოდნენ რელიგიას, იმის გამო, რომ ეკლესია ავიწროებდა ქალებს, ბლექველი მტკიცედ იდგა თავის რწმენაზე, რომ ქალთა აქტიური მონაწილეობა რელიგიაში დაეხმარება მათ დამკვიდრებასა და განვითარებას საზოგადოებაში. მისი თანამებრძოლეებისგან განსხვავებით ანტუანეტა ცდილობდა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას საზოგადოებაში და არ აქცევდა დიდ ყურადღებას სუფრაჟიზმს. ის ფიქრობდა, რომ ბუნებრივი განსხვავებები ქალებსა და მამაკაცებს შორის ამცირებს მამაკაცების ეფექტურობას ქალთა პოლიტიკაში. ამდენად, ხმის მიცემის უფლება ნაკლებად პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს ქალებისთვის, თუ ის არ გაერთიანდება ხელშემწყობ ლიდერულ შესაძლბლობებთან. ბრაუნი ასევე ეწინააღმდეგებოდა სხვა რეფორმატორების აზრებს განქორწინების შესახებ.

ანტუანეტა გაემგზარვა ნიუ-იორში, რათა ჩართულიყო ქველმოქმედებაში, ის მივიდა ღარიბთა უბნებში, ჩაატარა ლექციები, ფულადი დახმარება გაუწია იქ მცხოვრებ ადამიანების. ნიუ-იორკისკენ მიმავალ გზაზე ის გაჩერდა ვორსთერში, მასაჩუსეტსი, რათა დასწრებოდა პირველ ეროვნულ ქალთა უფლებების კონვენციას. ამ კონვენციამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და ანტუანეტამ გადაწყვიტა დამოუკიდებელი სფიქერი გამხდარიყო. ის მოგზურობდა ახალ ინგლისში, პენსილვანიასა და ოჰაიოში, საუბრობდა ქალთა უფლებებზე, მონობის გაუქმებასა და ტემპერაციის შესახებ. ხელსაყრელ დროს ანტუანეტა ეკლესიებშიც ქადაგებდა.

ქორწინებასთან მისი დამოკიდებულება შემდეგი იყო - ბრაუნი ფიქრობდა, რომ უმჯობესია დარჩენილიყო მარტო, რადგან გაუთხოვარი ქალი დამოუკიდებლობის უფრო მაღალ საფეხურს აღწევს, ვიდრე გათხოვილი. სამუელ ბლექვილის შეხვედრის შემდეგ მისი მოსაზრებები ქორწინების სასარგებლოდ შეიცვალა. ისინი დაქორწინდნენ 1856 წლის 24 იანვარს, ჰყავდათ შვიდი შვილი, ორი მათგანი, ჯერ კიდევ ძალიან პატარები გარდაეცვალათ.

ბლკველი განაგრძობდა მუშაობას, მანამ სანამ საოჯახო საქმიანობამ, ასევე მისმა უთანხმოებებმა ქალთა უფლებების აქტივისტებთან არ იჩინა თავი და საბოლოოდ იძულებული გახდა შეეწყვიტა ლექციები. წერა გახდა მისი ახალი შესაძლებლობა ქალთა სოციალური განვითარების ხელშეწყობის საქმეში. თავის ნაშრომებში ანტუანეტა მოუწოდებდა ქალებს ჩართულიყვნენ მამაკაცების პროფესიებში, ხოლო მამაკაცებს საოჯახო საქმეებში, მიუხედავად ამისა იგი ისევ იმ რწმენაზე დარჩა, რომ ქალებისთვის მთავარი საზრუნავი იყო სახლი და ოჯახი. ჩარლზ დარვინისა და ჰერბერტ სპენსერის, რომელსაც ანტუანეტა მოიხსენიებდა თავისი ცხოვრების ყველაზე გავლენიან მამაკაცად,[5] ნაშრომებით შთაგონებული განგრძობდა წერას და აქვეყნებდა ნაწერებს თეოლოგიაზე, მეცნიერებასა და ფილოსოფიაზე. ის ფიქრობდა, რომ დარვინი და სპენსერი იყენებდნენ მეცნიერული მეთოდის გაფუჭებულ ვერსიას, რომელიც მხოლოდ მამაკაცურ საკითხებს ეხებოდა. ბლექველი ამის საპასუხოდ ამტკიცებდა, რომ საზოგადოებაში ქალების დამკვიდრების მიზნით, თავად ქალები უნდა გაუძღვნენ მათ შესახებ სწავლებას, რომელსაც ანტუანეტამ უწოდა „ქალთა საზოგადოების მეცნიერება“.[6] მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოქვეყნდა 1875 წელს, „სქესთა მთელი ბუნება“, რომელშიც ის გადმოსცემდა ნაწილობრივ სამეცნიერო თეორიას, რომ სქესები განსხვავებულია, მაგრამ თანასწორი ბუნების, ევოლუციის კანონის წინაშე.[7] მან იცოდა, რომ მას ჩათვლიდნენ ზედმეტად თავდაჯერებულს ვოლუციური თეორიის კრიტიკის გამო, მაგრამ მაინც დაწერა: „რამდენად დიდიც არ უნდა იყოს უარყოფითი, რაშიც ჩვენ (ქალები) ვართ მოქცეულნი, ეს ვერასდროს აღმოიფხვრება მხოლოდ ლოდინით“.[8] დარვინმა მას 1869 წელს წერილი მისწერა, მადლობას უხდიდა გაგზავნილი წიგნისთვის, „ზოგადი მეცნიერების საკითხები“.[9] ანტუანეტამ დაწერა ასევე რომანი 1871 წელს - „მეზობელი კუნძულები“, პოეზიის კრებული „ზღვის ნელი დინება“ 1902 წელს.

1860 წელს ბოლო ეროვნულ ქალთა უფლებების კონვენციაზე, რომელიც სამოქალაქო ომის დაწყებამდე ჩატარდა, ანტუანეტას ცხარე დებატები ჰქონდა კოლეგებთან და თანამებძოლეებთან სიუზენ ბ. ენტონისთან და ელიზაბეტ კედი სტენტონთან, განქორწინების თემაზე. ანტუანეტა ეწინააღმდეგებოდა უბრალო მიზეეზების გამო განქორწინებას: „დაქორწინებული ადამიანი ვერ გააუქმებს თავის ვალდებულებას სხვის წინაშე...ყველა განქორწინება ბუნერივად და მორალურად შეუძლებელია“. ანტუანეტა, მტკიცე აბოლიციონისტი და სუფრაჟისტი, თავისი მეგობრებისა და სხვა სუფრაჟისტების საწინააღმდეგოდ მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც არ გულისხმობდა ქალთა ხმის უფლების მიცემას. 1869 წელს ცვლილებების შეტანის კამათისას ის და ლუსი სტოუნი გამოეყვნენ სხვა ქალთა უფლებების აქტივისტებს, რათა დაეარსებინათ ამერიკელ ქალთა ხმის მიცემის უფლებათა ასოციაცია, ენტონის ეროვნული ქალთა ხმის უფლებების ასოციაციის საპირწონედ.

1873 წელს ბლექველმა დააარსა ასოციაცია ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მას სურდა ქალების პრობლებების გადაჭრა ამ გზით. ის 1891 წელს აირჩიეს ნიუ-ჯერსის ქალთა სუფრაჟისტული ასოციაციის პრეზიდენტად. ის ასევე კითხულობდა ლექციებს ნიუ-იორკის სიღარიბის შესახებ.

შემდგომი წლები

რედაქტირება

ობერლინის კოლეჯმა დააჯილდოვა ბროუნი საპატიო სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხით 1878 და 1908 წლებში.

1878 წელს ის დაუბრუნდა რელიგიურ ორგანიზაციას და გახდა უნიტარისტი. მან მიმართლა ამერიკულ უნიტარისტულ ასოციაციას და დაინიშნა მინისტრად. ის ქადაგებდა უნიტარისტულ ეკლესიებში და განაახლა თავისი სალექციო ტურები.[10]

1893 წელს მსოფლიო კოლუმბიური ეექსპოზიციის დროს ჩიკაგოში ბრაუნი დაესწრო რელიგიურ პარლამენტს. იქ მან თქვა: „ქალები საჭირონი არიან კათედრაზე, ამავე მიზეზით ისინი მსოფლიოს სჭირდება - რადგან ისინი არიან ქალები. ქალები გახდნენ - ან როდესაც უგონო მდგომარეობა შეიცვლება, ისინი გახდებიან ადამიანთა რასის რელიგიური ევოლუციის შეუცვლელნი.“

1902 წელს ნიუ-ჯერსიში მან წვლილი შეიტანა ელიზაბეტის უნიტარისტული საზოგადოების დაარსებში, შემდგომში მისი მინისტრი გახდა.

1920 წელს 95 წლის ასაკში ის იყო ერთადერთი 1850 წლის ქალთა უფლებების კონვენციის მონაწილე, რომელიც მოესწრო კონსტიტუციის მე-19 შესწორებას, ამ შესწორებამ ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცა. 1920 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმა მისცა უორენ გამალიელ ჰარდინგს.

ანტაუნეტა ბრაუნ ბლექვილი გარდაიცვალა 96 წლის ასაკში ელიზაბეტში, ნიუ-ჯერსი.

მისი ბავშვობის სახლი 1989 წელს ისტორიული ადგილების ეროვნული რეესტრის სიში შეიტნეს.[11]

1975 წელს ქრისტეს გაერთიანებულმა ეკლესიამ სინოდის მეათე გენერალურ კრებაზე დააწესა ანტუანეტა ბრაუნ ბლექვილის ჯილდო ქალებისთვის, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანენ ეკლესიის სამინისტროში და როგორც ანტუანეტა ისინიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ეკლესიის ყველა პროცედურაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Blackwell, Antoinette Brown. In Encyclopedia of Women Social Reformers, edited by Helen Rapaport, ABC-CLIO, 1st edition, 2001.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Blackwell, Antoinette Louisa Brown. American National Biography Online. ციტირების თარიღი: 2013-11-13.
  2. Susan Hill Lindley. You Have Stept Out of Your Place (Louisville, Kentucky: Westminster John Knox Press, 1996), 122.
  3. Sterling, ed., Dorothy (1984) We Are Your Sisters: Black Women in the Nineteenth Century. New York: W.W. Norton, გვ. 197. 
  4. Boston Investigator, "Rev. Antoinette Brown, more recently Rev. Mrs. Blackwell, seems to have made a failure in her first pastorate," col. C, May 6, 1857, 19th Century US Newspapers via Gale Group, http://infotrac.galegroup.com/
  5. Blackwell, Antoinette (1875). The Sexes Throughout Nature. G. P. Putnam's Sons, გვ. 234. 
  6. Kimberly A. Hamlin, From Eve to Evolution: Darwin, Science, and Women’s Rights in Gilded Age America (Chicago: University of Chicago Press, 2014), 62-63.
  7. John Howard Brown, ed., Lamb's Biographical Dictionary of the United States (Boston: James H. Lamb Co., 1900), 312.
  8. Blackwell, Antoinette (1875). The Sexes Throughout Nature. G. P. Putnam's Sons, გვ. 22. 
  9. Darwin, Charles. (November 8, 1869) Letter 6976. Darwin Correspondence Project. ციტირების თარიღი: 2009-11-26.
  10. Unitarian Universalist Association. Antoinette Brown Blackwell დაარქივებული 2013-06-05 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on April 24, 2009.
  11. თარგი:NRISref