ფრედერიკ ჰოპკინზი

სერ ფრედერიკ გოულენდ ჰოპკინზი (ინგლ. Frederick Gowland Hopkins; დ. 20 ივნისი, 1861, ისტბორნი — გ. 16 მაისი, 1947, კემბრიჯი) — ინგლისელი ბიოქიმიკოსი. აღმოაჩინა ცხოველური ორგანიზმისთვის აუცილებელი დიეტური კომპონენტები, რომელსაც მოგვიანებით ვიტამინები ეწოდა. 1929 წელს კრისტიან ეიკმანთან მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

ფრედერიკ ჰოპკინზი
ინგლ. Frederick Gowland Hopkins
დაბ. თარიღი 20 ივნისი, 1861(1861-06-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ისტბორნი[9] [10] [1]
გარდ. თარიღი 16 მაისი, 1947(1947-05-16)[10] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (85 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო[10] [1]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბიოქიმიკოსი, ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი[9] და ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი ლონდონის სამეფო კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლონდონის სამეფო კოლეჯი, გაის სახელობის ჰოსპიტალი, ტრინიტის კოლეჯი, ლონდონის უნივერსიტეტი და Imperial College School of Medicine
განთქმული მოსწავლეები ლუის ფედერიკო ლელუარი, ჯონ ბერდონ სარდენსონ ჰოლდეინი, ერნსტ ჩეინი და Rudolph Peters
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[9] [11] [12] , კოპლის მედალი[9] [13] , სამეფო მედალი, ალბერტის მედალი[14] , კრუნის სახელობის პრემია, ბელის მედალი, რაინდი-ბაკალავრი, ღირსების ორდენი, Cameron Prize of the University of Edinburgh და ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[15]

დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი (ფილოსოფიის დოქტორი, 1894), სადაც მუშაობდა 1898 წლამდე. 1914 წლიდან იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოქიმიის პროფესორი. მისი ძირითადი შრომები ეხება ორგანიზმში აზოტური ცვლის ბიოქიმიას. აღმოაჩინა ტრიფტოფანი (1901), გლუტათიონი (1921). 1906 წელს ჩამოაყალიბა დებულება კვების შეუცვლელი ფაქტორების შესახებ (შეუცვლელი ამინომჟავები). პირველმა დაადგინა კუნთში მუშაობისას რძემჟავას დაგროვება. ვიტამინოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. აღმოაჩინა რძის შემადგენლობაში ზრდის მასტიმულირებელი A და D ვიტამინები. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი (1934). ნობელის პრემია (1929, კ. ეიკმანთან ერთად). ჰოპკინზი იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1905-დან; 1930-1935 წლებში — პრეზიდენტი). 1925 მიანიჭეს ბრიტანეთის იმპერიის რაინდობა, 1935 წელს — ღირსების ორდენი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Munk's Roll
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 Académie nationale de médecine
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Magnusson M. Chambers Biographical DictionaryW & R Chambers, 1990. — ISBN 978-0-550-16041-6
  10. 10.0 10.1 10.2 Хопкинс Фредерик Гоуленд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. The Nobel Prize amounts // nobelprize.orgNobel Foundation.
  12. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1929 // nobelprize.orgNobel Foundation.
  13. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  14. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
  15. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/