კრისტიან ეიკმანი
კრისტიან ეიკმანი (ნიდერლ. Christiaan Eijkman; დ. 11 აგვისტო, 1858, ნეიკერკი, ნიდერლანდები, — გ. 5 ნოემბერი, 1930, უტრეხტი) — ნიდერლანდელი ექიმი და პათოლოგი. მან დაადგინა, რომ დაავადება ბერი-ბერის მიზეზი არასათანადო კვება იყო, რასაც ვიტამინების აღმოჩენა მოჰყვა. 1929 წელს ფრედერიკ ჰოპკინზთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
კრისტიან ეიკმანი | |
---|---|
ნიდერლ. Christiaan Eijkman[1] | |
დაბ. თარიღი | 11 აგვისტო, 1858[2] [3] [4] [5] [1] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბ. ადგილი | Nijkerk[1] [7] [12] |
გარდ. თარიღი | 5 ნოემბერი, 1930[12] [13] [14] [15] [2] [3] [4] [5] [1] [6] [8] [9] [10] [11] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | უტრეხტი[12] [16] [17] [18] [1] |
დასაფლავებულია | Driehuis Velsen Crematorium[19] |
მოქალაქეობა | ნიდერლანდების სამეფო[1] |
საქმიანობა | ექიმი[20] , ბიოქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] [7] და ფიზიოლოგი |
მუშაობის ადგილი | უტრეხტის უნივერსიტეტი[1] |
ალმა-მატერი | ამსტერდამის უნივერსიტეტი[21] და პასტერის ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[7] |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[22] [23] და ჯონ სკოტის მედალი[24] |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1883). სამედიცინო ოფიცრად მსახურობდა ჰოლანდიის ოსტინდოეთში (1883-1885), შემდეგ ბაქტერიოლოგ რობერტ კოხთან მუშაობდა ბერლინში. 1886 წელს იავაში დაბრუნდა ბერი-ბერის მიზეზების შესასწავლად. 1888 წელს დაინიშნა ბატავიაში (ახლანდ. ჯაკარტა) იავის სამედიცინო სასწავლებლის პათოლოგიური ანატომიისა და ბაქტერიოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორად. 1897 წელს ლაბორატორიული ფრინველების პოლინევრიტის მრავალწლიანმა შესწავლამ ეიკმანი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ბერი-ბერის დროს განვითარებული მსგავსი პრობლემის მიზეზი არასათანადო კვება — დამუშავებული ბრინჯის სიჭარბე იყო, თუმცა მის უშუალო მიზეზად ნაწლავური მიკროორგანიზმის ცხოველმყოფელობის ტოქსიკური პროდუქტი ივარაუდა. 1901 წელს ეიკმანის მემკვიდრემ ბატავიაში, გერიტ გრიინსმა დაადგინა, რომ ბერი-ბერის მიზეზი საკვებში საჭირო ნივთიერების დეფიციტი იყო. შემდგომი კვლევებით ეს ნივთიერება ვიტამინი B1 (თიამინი) აღმოჩნდა. 1896 წელს ეიკმანი ნიდერლანდებში დაბრუნდა და 1928 წლამდე უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კრისტიან ეიკმანი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Christiaan Eijkman – Biographical. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. ციტირების თარიღი: 5 ივლისი, 2020.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Catalogus Professorum Academiae Rheno-Traiectinae
- ↑ 2.0 2.1 Christiaan Eijkman — 2009.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 KNAW Past Members
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Onze Hoogleeraren — Rotterdam: Nijgh & Van Ditmar, 1898. — გვ. 169. — 363 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 9.0 9.1 GeneaStar
- ↑ 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 11.0 11.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 12.0 12.1 12.2 Эйкман Христиан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ http://www.britannica.com/EBchecked/topic/181273/Christiaan-Eijkman
- ↑ http://www.nndb.com/lists/857/000105542/
- ↑ http://www.nndb.com/org/692/000054530/
- ↑ Astrodatabank
- ↑ http://www.dwc.knaw.nl/wp-content/berkelbio/14.eijkman.pdf
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1929/eijkman-bio.html
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Netherlands famous native sons and daughters
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ The Nobel Prize in Physiology or Medicine 1929. // nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ The Nobel Prize amounts // nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ https://thejohnscottaward.github.io/jsc/1901-1950.html