სერ ფილიპ სიდნი[16] (ინგლ. Philip Sidney; დ. 30 ნოემბერი, 1554, პენზჰერსტი, კენტის საგრაფო — გ. 17 ოქტომბერი, 1586, არნემი, ნიდერლანდები) — ინგლისელი მწერალი, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. წარმოშობით არისტოკრატიული ოჯახიდან იყო. განათლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტის კრაისტ-ჩერჩის კოლეჯში. 1572–1575 წლებში მოგზაურობდა ევროპაში; პარიზში გახდა ბართლომეს ღამის თვითმხილველი. 1577 წელს დაინიშნა ელჩად საიმპერატორო კარზე პრაღაში, ამავდროულად (1576 წლიდან) იკავებდა სამეფო სუფრაჯის თანამდებობას ელისაბედ I ტიუდორის კარზე. 1583 წელს მიიღო რაინდის წოდება. მონაწილეობდა ესპანეთის ნიდერლანდებში მიმდინარე ომში; გარდაიცვალა ბრძოლაში მიღებული ჭრილობით. დაკრძალულია ლონდონში.[17]

ფილიპ სიდნი
ინგლ. Philip Sidney
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1554[1] [2] [3]
დაბადების ადგილი პენზჰერსტი, კენტი
გარდაცვალების თარიღი 17 ოქტომბერი, 1586(1586-10-17)[2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [3] (31 წლის)
გარდაცვალების ადგილი არნემი, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[11]
დასაფლავებულია წმინდა პავლეს ტაძარი
საქმიანობა პოეტი[3] , დიპლომატი, რომანისტი, სამხედრო, პოლიტიკოსი, მწერალი[12] და სახელმწიფო მოღვაწე[3]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
 გაერთიანებული სამეფო[13]
ალმა-მატერი კრაისტ-ჩერჩის კოლეჯი და შრუსბერის სკოლა
Magnum opus The Countess of Pembroke's Arcadia
მეუღლე ფრანსის უოლსინგემი[14]
შვილ(ებ)ი ელიზაბეთ სიდნი[15] [14]

სიდნი არის ინგლისური აღორძინების ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. მოგვევლინა სონეტის ფორმის ოსტატად პოეტურ ციკლში „ასტროფილი და სტელა“ („Astrophil and Stella“, გამოქვეყნდა 1591 წელს), რომელშიც აისახა ფრანჩესკო პეტრარკასა და „პლეადის“ ფრანგი პოეტების გავლენა, ხოტბა შეასხა მიწიერ სიყვარულს; მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინგლისური სონეტის განვითარებაზე, მათ შორის ედმუნდ სპენსერისა და უილიამ შექსპირის შემოქმედებაზე. დიდი პოპულარობით სარგებლობდა სიდნის პროზიმეტრის ფორმით დაწერილი რომანი „არკადია“ („Arcadia“, გამოქვეყნდა 1590 წელს, გარდაცვალების შემდეგ), რომელიც აერთიანებდა პასტორალური და რაინდული რომანების ნიშნებს. რადიკალურ პურიტანიზმთან პოლემიკაში შეიქმნა ტრაქტატი „პოეზიის დაცვა“ („Defence of poesie“, ან „An apology for poetry“, გამოქვეყნდა 1595 წელს, გარდაცვალების შემდეგ), რომელიც ინგლისური ჰუმანიზმის მანიფესტია, სადაც სიდნიმ პოეზია ისტორიასა და ფილოსოფიაზე მაღლა დააყენა.[17]

  1. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Olomouc City Library regional database
  4. Ringler W. A. Encyclopædia Britannica
  5. SNAC — 2010.
  6. IMSLP — 2006.
  7. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Reynolds G. Sidney, Sir Philip // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T078538
  10. Babelio — 2007.
  11. Deutsche Nationalbibliothek Record #11861391X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  13. LIBRISNational Library of Sweden, 2012.
  14. 14.0 14.1 Kindred Britain
  15. Lundy D. R. The Peerage
  16. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 316.
  17. 17.0 17.1 Забалуев В. Н. Сидни Филип // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 150–151.