ფითრი (Viscum) — მარადმწვანე, ნახევრად პარაზიტული ბუჩქების გვარი ფითრისებრთა ოჯახისა. მწვანე ხორცოვანი ყლორტები აქვს. ფოთლები მთლიანია, ტყავისებური, მოპირისპირედ განლაგებული.

თეთრი ფითრი

თეთრი ფითრი ვაშლის ხეზე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ფითრისებრნი
გვარი:  ფითრი
ლათინური სახელი
Viscum

აქვს ერთსქესიანი, წვრილი, მომწვანო, ყვითელი ან თეთრი ყვავილები, რომლებიც შეკრებილია ღეროს ორკაპებში. ნაყოფი მრგვალი, 1—2-თესლიანი, წებოვანი კენკრაა, ფერად თეთრი, მოყვითალო, ნარინჯისფერი ან წითელი, პარაზიტობს სხვადასხვა ფოთლოვან და წიწვოვან ხესა და ბუჩქზე.

70-მდე სახეობა ბუნებრივად არის გავრცელებული ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობა გვხვდება — თეთრი ფითრი (Viscum album). უხვად დატოტვილი მარადმწვანე ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1 მ აღწევს. პარაზიტობს ვერხვზე, ცაცხვზე, თელაზე, ვაშლზე, მსხალზე, სოჭზე და სხვა. დიდ ზიანს აყენებს ხეხილს. შხამიანი ნაყოფი აქვს. ფოთოლი შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს.

ლიტერატურა

რედაქტირება