ნახევრად პარაზიტები
ნახევრად პარაზიტები, ჰემიპარაზიტები — მწვანე მცენარეები, რომლებიც წყალსა და მასში გახსნილ მინერალურ მარილებს (ზოგჯერ ორგანულ ნივთიერებებსაც) იღებენ „მასპინძელი“ (მკვებავი) მცენარიდან, მაგრამ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ ფოტოსინთეზის პროცესში გამოიმუშაონ პირველი ორგანული ნივთიერებები. ნახევრად პარაზიტებია უმთავრესად შავწამალასებრთა და ფითრისებრთა ოჯახის ბევრი უმაღლესი მცენარე. ზოგიერთი ნახევრად პარაზიტი სხვა ხემცენარის ტოტებს ემაგრება სპეციალური მისაწოვრებით (ფითრი), ზოგი სახლდება ფესვებზე (სანთელა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 351.