სანთელა
სანთელა (Melampyrum) — ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ნახევრად პარაზიტებია, მოპირისპირედ განლაგებული მწვანე ფოთოლი აქვთ.
სანთელა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Melampyrum | ||||||||||||
|
ყვავილები განლაგებულია მფარავი ფოთლების იღლიებში და შეკრებილია თავთავის მსგავს ყვავილედებად. ნაყოფი კოლოფია. ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია 30-მდე სახეობა, მათგან საქართველოში იზრდება 4, მათ შორის ერთი (Melampyrum alboviana) საქართველოს ენდემია, მეორე (Melampyrum caucasicum) — კავკასიისა.
უფრო გავრცელებულია ყანის სანთელა (Melampyrum arvense), რომელიც ზოგჯერ ნათესებშიც იზრდება სარეველად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 80.