ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ყანის სანთელა (ლათ. Melampyrum arvense) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 15-50 სმ სიმაღლისაა, სწორად მდგომია, დატოტვილი, შებუსულია. ფოთლები ლანცეტაა, კიდემთლიანი, 2-4 კბილით. ყვავილედი ცილინდრული თავაკია. თანაყვავილები მოგრძო-კვერცხისებურია, შეფერილობით მეწამულ-მოვარდისფრო ან მოთეთროა, ღრმად დანაკვთული, კიდეებზე წამწამებიანი. გვირგვინი დიდი ზომისაა, მეწამული ფერის. ქვედა ტუჩი ყვითელი ლაქებითაა დაფარული. იზრდება ველებზე, ტყის ველობებზე, ნათესებში, ყამირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს თითქმის მთელ კავკასიას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, დასავლეთ ციმბირს.

ყანის სანთელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  კელაპტარასებრნი
გვარი:  სანთელა
სახეობა:  ყანის სანთელა
ლათინური სახელი
Melampyrum arvense L.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყანის_სანთელა“-დან