ფიერის ოლქი
ფიერის ოლქი (ალბ. Qarku Fier) — ოლქი ალბანეთის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში. ფართობით იგი მერვე ადგილს იკავებს ქვეყნის 12 ოლქს შორის, მოსახლეობის რაოდენობით კი მესამეა. დასავლეთით ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა, ჩრდილოეთით ტირანის, ჩრდილო-აღმოსავლეთით ელბასანის, აღმოსავლეთით ბერატის, სამხრეთით ვლორის, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი გიროკასტრის ოლქები. დაყოფილია ექვს მუნიციპალიტეტად: ფიერი, დივიაკა, ლუშნა, მალაკასტარი და პატოსი. მუნიციპალიტეტები საერთო ჯამში 42 ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებენ.[3] 2000 წლამდე ფიერის ოლქი იყოფოდა სამ რაიონად: ფიერი, ლუშნი და მალაკასტარი.
ოლქი | |||
---|---|---|---|
ფიერის ოლქი | |||
| |||
ქვეყანა | ალბანეთი | ||
ადმ. ცენტრი | ფიერი | ||
შიდა დაყოფა | Fier District, Lushnjë District და Mallakastër District | ||
კოორდინატები | 40°45′00″ ჩ. გ. 19°35′00″ ა. გ. / 40.75000° ჩ. გ. 19.58333° ა. გ. | ||
ფართობი | 1890.0 კვადრატული კილომეტრი | ||
მოსახლეობა | 278 413 (1 იანვარი, 2022)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1[2] | ||
ოფიციალური საიტი | http://www.qarkufier.gov.al | ||
| |||
დემოგრაფია
რედაქტირება2021 წლის მონაცემებით, ლეჟის ოლქში ცხოვრობს 286 000 ადამიანი. 2011 წლის ბოლო ეროვნული აღწერის მიხედვით ოლქში ცხოვრობენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები:[4]
- ალბანელები — 241 163 (77.71%)
- ბერძნები — 332 (0.11%)
- მაკედონელები — 18 (0.01%)
- მონტენეგროელები — 5 (0.00%)
- სომხები — 1 553 (0.50%)
- ბოშები — 1 640 (0,53%)
- ეგვიპტელები — 75 (0,02%)
- სხვა — 171 (0.06%)
- უპასუხოდ — 65 374 (21.07%)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Brinkhoff T. Albania: Prefectures and Major Cities - Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information
- ↑ GeoNames — 2005.
- ↑ Law nr. 115/2014 sq გვ. 6370. ციტირების თარიღი: 25 February 2022
- ↑ 2011 წლის აღწერის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-05-25