ფერღანის ხეობა
ფერღანას ხეობა (უზბეკ. Фарғона водийси; Farg‘ona vodiysi, ყირგ. Фергана өрөөнү; ტაჯ. водии Фaрғонa, რუს. Ферганская долина, სპარს. وادی فرغانه) — მთათაშორისი ღრმული შუა აზიის მთებში. მდებარეობს შუა აზიის სამი ქვეყნის: უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ტერიტორიაზე. ფართობი 22 ათასი კმ², მოსაზღვრე მთებიანად დაახლოებით 80 ათასი კმ², სიგრძე 300 კმ, სიგანე 170 კმ-მდე. ფერღანის ხეობა ქედებითაა ჩაკეტილი: ჩრდილო-დასავლეთით — ქურამისა და ჩათყალის ქედებია, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ფერღანის ქედი, სამხრეთით — თურქესტანისა და ალაის ქედები. მხოლოდ დასავლეთით გააჩნია ვიწრო გასასვლელი ამჟამად არსებული ყაირაყუმის წყალსაცავის სახით. ხეობის ცენტრალურ ნაწილში საშუალო ტემპერატურა ივნისის თვეში — +23ºС-დან +28ºС-მდე, მაქსიმალური ტემპერატურა — 43ºС; ხეობის დასავლეთ ნაწილში საშუალო ტემპერატურა იანვრის თვეში -0,9ºС, აღმოსავლეთ ნაწილში -2,5ºС.
ფერღანის ხეობის დასავლეთი ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან 300-400 მეტრზე, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი ამაღლებულია და აღწევს 900-1000 მეტრს. ხეობის უმთავრესი მდინარეა სირდარია, რომელიც წარმოიქმნება მდინარეების ნარინისა და ყარადარიის შეერთების შედეგად.
ხეობის ფლორა ძალიან ღარიბია. გვხვდება ძირითადად გრძელყურა ზღარბი, შუააზიური კუ, იშვიათად მგელი, მელა, გარეული ღორი, მაჩვი, მაჩვზღარბასებრნი. ფრინველებიდან აღსანიშნავია არწივი, ოფოფი. ასევე ღარიბია მცენარეთა სამყაროც.
ხეობა შუა აზიაში ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ხეობაში ცხვრობენ უზბეკები, ყირგიზები და ტაჯიკები.
ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებაფერღანის ხეობა გამორჩეულია შუა აზიაში აბრეშუმის წარმოების ათას ხუთას წლიანი ისტორიით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Абашин С. Н. Население Ферганской долины (К становлению этнографической номенклатуры в конце XIX — начале ХХ века)//Ферганская долина: Этничность, этнические процессы, этнические конфликты. — М., 2004